ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერების საშუალებები და ბალანსირებული კვების მნიშვნელობაამბიონი ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერების საშუალებები და ბალანსირებული კვების მნიშვნელობა
მთავარი » ჯანმრთელობა

ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერების საშუალებები და ბალანსირებული კვების მნიშვნელობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.03.2022 | 219 ნახვა

პედიატრია მაია ხერხეულიძე ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერების საშუალებებსა და ბალანსირებული კვების მნიშვნელობაზე საუბრობს:

„საკვები უნდა იყოს ბალანსირებული. თუ ბავშვი ჩვილია, ის უნდა იკვებებოდეს ძუძუთი კვებით. ეს არის უნიკალური, შეუცვლელი საკვები ბავშვისთვის. მასში ძალიან მაღალია ანტისხეულების რაოდენობა. გახსოვდეთ, რომ ეს მართლა შეუცვლელი დაცვაა თქვენი ბავშვისთვის. მოზრდილი ბავშვი უნდა ვკვებოთ მრავალფეროვანი საკვებით. მნიშვნელოვანია, მან მიიღოს ყველა ის ინგრედიენტი, რომელიც საჭიროა ჩვენი ჯანმრთელობისთვის: ცილა, სწორი ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები. ვიტამინები მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებს იმუნიტეტის ფორმირებასა და ჩვენს იმუნურ პასუხში.

ხილის და ბოსტნეულის მოხმარება ერთმნიშვნელოვნად უნდა გავზარდოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. ცოცხალი მეგობარი ბაქტერიები. ჩვენს ორგანიზმში და ნაწლავში განსაკუთრებით, არის ჩვენი მეგობარი ბაქტერიები. ხშირად მას მედიკამენტის სახითაც ვიღებთ ხოლმე. ეს მეგობარი ბაქტერიები დიდ როლს ასრულებენ იმუნიტეტის ფორმირებაში. ამიტომ მაწონი, რძემჟავა პროდუქტები, რძის პროდუქტები, იოგურტი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. კვლევაც არის, რომ ისინი ვირუსულ ინფექციებს ამცირებენ.“

„დღის რეჟიმის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ძილის რეჟიმი უნდა დავიცვათ. ახლა როდესაც ბავშვები არც ბაღში დადიან, არც სკოლაში, ჰგონიათ, რომ შეიძლება რეჟიმი ძალიან არიონ. ესეც გავითვალისწინოთ, რაღაც რუტინა ოჯახში უნდა გვქონდეს. თავიდან ავიცილოთ სტრესი. მესმის, შიში გვაქვს, მაგრამ ვეცადოთ, რომ დავგეგმოთ გარკვეული აქტივობები, რომელსაც ბავშვთან ერთად შევასრულებთ. ვეცადოთ, ბავშვი სოციუმიდან არ მოვწყვიტოთ,” – აღნიშნა მაია ხერხეულიძემ.

წყარო: გააძლიერე იმუნიტეტი / აქციე წესად




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი