მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

ბავშვთა ფსიქოლოგთა მოსაზრებები აღზრდის საუკეთესო სტილთან დაკავშირებით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.12.2020 | 968 ნახვა

აღზრდის სტილი

ბავშვთა ფსიქოლოგთა მოსაზრებები აღზრდის საუკეთესო სტილთან დაკავშირებით. რას ურჩევენ ისინი მშობლებს:

1. შექება.

„მარტივად რომ ვთქვათ, ყურადღების მიქცევა არასასურველ ქცევაზე ზრდის არასასურველ ქცევას. ხოლო სასურველ ქცევაზე ყურადღების გამახვილება, ზრდის სასურველ ქცევას. თუკი ხდება საყვედური, გაკიცხვა ან სხვა სახის დასჯა, სასურველ შედეგს ნაკლებად უნდა ველოდოთ. ასე შენ ვერ მიიღებ იმ სასურველ ქცევას, რისთვისაც იღწვი“.ამბობს ალან კაძინი (Alan E. Kazdin, PhD) იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი და პროფესორი და იელის ბავშვთა ქცევის კლინიკის დირექტორი. საუკეთესო გზა ბავშვს დავალაგებინოთ ოთახი ან დავაწერინოთ დავალება, არის თქვენივე მაგალითი, მოიქცეთ შესაბამისად. ასევე წაახალისეთ ის, თუკი სასურველ ქცევას განახორციელებს“.

მაგრამ მშობლებმა არ უნდა წაახალისონ ბავშვი დაუმსახურებლად, ამბობს შეილა, ეიბერგი (Sheila Eyberg, PdH,Florida University professor. researcher of parent-child relationship). ის რეკომენდაციას უწევს მშობლებს უზრუნველყონ მათი შვილები „დადებითი იარლიყის“ მინიჭებით, რომელიც ზუსტად მიუთითებს ბავშვს, რა გააკეთა მოსაწონი მშობლისთვის. მაგალითად „ მე ნამდვილად მომწონს, როგორ წყნარად ზიხარ სკამზე“. მის წყნარად ჯდომას სკამზე აღვნიშნავთ, რადგან ზოგადად ბავშვი არის მოუსვენარი. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას შენიშვნა, როცა მოუსვენრად არის, როგორც ამას ბევრი მშობელი აკეთებს, არამედ საჭიროა პოზიტიური ქცევის შენიშვნა. კვლევებმა ცხადყო(Karen Budd, PhD), რომ „შექების იარლიყის“ გამოყენებამ სკოლამდელ ბავშვებში, გააუმჯობესა ურთიერთობები ბავშვებსა და მასწავლებელს შორის, რაც დაეხმარა მასწავლებელს უკეთ მართოს ბავშვთა ქცევა. (Education and Treatment of Children, 2010).
კადინი ასევე აღნიშნავს, რომ ეს შექება უნდა განხორციელდეს ღიმილით ან მეგობრული შეხებით და კავშირი უნდა იყოს გულწრფელი. „ცოტა ხნის წინ ვიყავი გოგონათა ფრენბურთის თამაშზე, სადაც ხდებოდა თავისამატკივებელი შექება გოგონებისა, რომლებიც ვერ თამაშობდნენ კარგად. მსგავსი სიტუაცია ხშირად ბავშვს ართმევს შესაძლებლობას სწავლისა, რომელიც შეცდომებზე უნდა ააგოს“.ამბობს დავით პალმიტერი.(David J. Palmiter Jr., PhD).
შეხედეთ სხვა მხრიდან ბავშვის ქცევას. მშობლებმა უნდა ისწავლონ უმნიშვნელო არასასურველი ქცევის იგნორი, რაც არ არის სახიფათო, მაგალითად ნუ მიუთითებთ როდესაც თავის დას ან ძმას გამოართმევს სათამაშოს. შეაქეთ ის, როდესაც თამაშის პროცესში გაუზიარებს და–ძმას სათამაშოს. ან ნუ მიაქცევთ ყურადღებას მის ყვირილს და შეაქეთ ის, როდესაც ის თავაზიანად გთხოვთ რაიმეს. ამით ბავშვი სწავლობს, რომ რაიმეს მოთხოვნა უკეთესია ზრდილობიანად, რადგან ეს უფრო საიმედო გზაა ყურადღების მისაქცევად.

2. გაეცანით ბავშვის განვითარებას

მშობლები მეტად ეფექტურები ხდებიან, როცა ეცნობიან იმ არასასურველი ქცევის ჩამონათვალს, რაც აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის. ხშირად, როდესაც ბავშვი იწვევს არეულობას კვების პროცესში და იქცევა ისე, რომ მშობლებს ეს არ მოსწონთ, ამ დროს ბავშვი სწავლობს ახალ უნარებს. „ თუ მშობლებს ესმით, რომ ბავშვი შეგნებულად არ ურევს კვების პროცესს, არამედ ცდილობს ისწავლოს მოტორული ქცევა, როგორიცაა ჩანგლის ხელში ჭერა, კოვზით ჭამა და ა. შ. ისინი უნდა ფიქრობდნენ შეაქონ ბავშვი ყოველ წარმატებულ ნაბიჯზე. „ ამბობს ეიბერგი(Eyberg). თუკი მშობელმა იცის რას ფიქრობს, გრძნობს და იგებს ბავშვი სხვადასხვა ასაკში და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, უფრო რეალისტურად შეხედავს მოსალოდნელ ქცევებს. რასაც ნაკლები იმედგაცრუება და აგრესია მოყვება.

3. არასასურველი ქცევის თავიდან აცილება

დაგეგმეთ თავიდანვე, რომ აიცილოთ ბავშვის არასასურველი ქცევა.
ასწავლეთ ბავშვებს როგორ მიიღონ სასურველი შედეგი და გაუმკლავდნენ სიტუაციას შესაბამისად. დაეხმარეთ ბავშვებს იყვნენ ჩართულები პროცესში, დაკავებულნი და აქტიურნი თავიანთი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მიეცით საშუალება განახორციელონ ინიციატივები დამოუკიდებლად. სხვა შემთხვევაში ისინი შეიძლება გახდნენ შემაწუხებელნი და წესრიგის დამრღვევნი.

„კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტად ახერხებენ მშობლები საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას, ბავშვიც მორგებულია მათი პრობლემის გადაწყვეტის სტილს“. (John Lutzker, PhD).

4. პირველ რიგში იზრუნეთ საკუთარ თავზე

თუკი მშობელს სურს მიიღოს საუკეთესო რჩევა, როგორ იყოს საუკეთესო მშობელი, უნდა მოუსმინოს თვითმფრინავის გამცილებელს. „თუ სალონი დაკარგავს წონასწორობას, თქვენ ჯერ თვითონ ირგებთ ჟანგბადის ნიღაბს და მხოლოდ ამის შემდეგ არგებთ მას თქვენს შვილს“.

თითქმის ყველა სახლში ხდება ერთი და იგივე. ჟანგბადის მთელი რესურსი აქვთ ბავშვებს. ალბათ ხვდებით რაზეა საუბარი. კვლევამ გამოარკვია, რომ ბავშვები ნეგატიურად რეაგირებენ მათი მშობლების სტრესზე. 69% გამოკითხული მშობლებისა ადასტურებს, რომ მათი სტრესი გავლენას ახდენს მათ შვილებზე და მხოლოდ 14% ბავშვებისა ამბობს, რომ მშობლების სტრესი მათზე არ მოქმედებს.

ამიტომ მშობლის მიერ მიწოდებულ სტრესის გადაჭრის კარგ მაგალითს შეუძლია ძალიან დადებითი ცვლილებები მოახდინოს ბავშვის ქცევაში. ანუ ბავშვი სწავლობს სტრესთან გამკლავებას თქვენგან.

პალმიტერი (Palmiter) ურჩევს მშობლებს გამოყონ დრო ვარჯიშისთვის, თავისი ჰობისთვის, გართობისთვის, მეგობრებთან ურთიერთობისთვის და რა თქმა უნდა პარტნიორთან ურთიერთობისთვის.

„პარტნიორთან ურთიერთობის მაგალითი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი, რაც შეიძლება მშობელმა მისცეს ბავშვს“.–ამბობს პილმერი. მარტოხელა მშობლებმა უნდა დაამყარონ და იქონიონ მნიშვნელოვანი და აზრიანი ურთიერთობები სხვა კონტექსტში. მაგალითად, კოლეგებთან, მეზობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან. მაგალითი, აი რა არის მთავარი.

5. დაუთმეთ დრო

მშობლები მინიმუნ ერთი საათი მაინც არიან თითოეულ ბავშვთან მარტო კვირის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში ისინი ძირითადად არაფერს აკეთებენ,მხოლოდ ყურადღებას აქცევენ მას და გამოხატავენ პოზიტიურ აზრებსა და გრძნობებს მის მიმართ.

ყველაზე ეფექტური მომენტი, რაც მშობელმა უნდა გამოიყენოს არის, დრო, როცა ბავშვი აკეთებს შესაქებ ქცევას. ამ დროს მშობელმა უნდა გამორიცხოს სწავლება, შესწორებების შეტანა და ალტერნატიული გზების შეთავაზება.
პალმიტერი ამბობს, რომ თითოეული საათი რომელსსაც დაუთმობთ თქვენს შვილს პერსონალურად– იქნება ეს გასეირნება, კალათბურთის თამაში თუ სხვა ქმედება არ აქვს მნიშვნელობა,–ყველაფერი ხელს შეუწყობს თქვენი ურთიერთობის გაუმჯობესებას. ასევე აღსანიშნავია, რომ მშობლების მიერ გამოხატული კეთილგანწყობა და სიყვარული, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვისთვის, არის ქცევის მაკორექტირებელი და ბავშვისთვის გამოხატავს მხარდაჭერას. ამას შეუძლია დადებითი გავლენა იქონიოს ბავშვის ტვინის განვითარებაზე და განავითაროს ჰიპოკამპუსი, რომელიც მნიშვნელოვანია შემეცნებისთვის

ფსიქოლოგი
მარიტა მერკვილაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი