მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

ბავშვის შექების ფსიქოლოგიური მნიშვნელობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.10.2022 | 719 ნახვა

აზროვნების აკადემიის პროექტის „მშობლის გზამკვლევი” ფარგლებში ბავშვის შექების ფსიქოლოგიურ მნიშვნელობაზე საუბრობს ფსიქოლოგი ანა მიქიაშვილი:

„შექებას ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აქვს ორი მიზანი. ერთია, რომ ბავშვმა იგრძნოს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვის ყოფითი ქმედებები და ამჩნევს ამას. შექებით ბავშვი იღებს უკუკავშირს, რომ მშობელმა შეამჩნია მისი ქმედება. მეორე ნაწილი არის, რომ შექებით მშობელი დაეხმაროს ბავშვს, რათა მან შეამჩნიოს თავისი განვითარების რაღაც ნაბიჯები. შექების დანიშნულება არის, რომ გარეგანი შეფასება, რომელსაც ბავშვი ადრეულ ასაკში მშობლისგან იღებს, გადაიქცეს შინაგან ხმად.“

ანა მიქიაშვილის თქმით, ბავშვზე გადაჭარბებული ქება დადებითად არ მოქმედებს:

„​გადაჭარბებული ქება არ მოქმედებს პოზიტიურად ბავშვის განვითარებაზე. ყველა ბავშვი ამჩნევს, რომ ქება გადაჭარბებულია. მათ პროტესტი უჩნდებათ: „რატომ მეუბნებიან ამას? მე ხომ ეს ასე კარგად არ გამიკეთებია?“ ბავშვს კიდევ უფრო უძლიერდება შფოთვა, რომ რაღაცას გულწრფელად არ ეუბნებიან.“

„რასაც არ უნდა ვეუბნებოდეთ ბავშვს, მნიშვნელოვანია, რომ იგრძნობოდეს გულწრფელობა. ბავშვებს ემოციური ინტელექტი კარგად აქვთ განვითარებული და გრძნობენ, როდესაც რაღაც ისეთი გულწრფელი არ არის. ჯანსაღი შექებისა და უკუკავშირისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ უკუკავშირს მხოლოდ ბავშვის მიმართ კი არ გავცემდეთ, არამედ ოჯახის წევრებიც ერთმანეთს აქებდნენ, ან საკუთარ თავსაც აქებდნენ. მშობლები ერთმანეთთან აღნიშნავდნენ და ულოცავდნენ ერთმანეთს და საკუთარ თავს. ზოგჯერ სიტყვებზე უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გავუღიმოთ ბავშვს, ჩავეხუტოთ, ხელი გადავუსვათ. გამოვხატოთ, რომ ჩვენ გვსიამოვნებს ის, რასაც ვუყურებთ. ბავშვები ამას აღიქვამენ და კარგად იჭერენ,“ – აღნიშნა ანა მიქიაშვილმა.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი