მთავარი » ჯანმრთელობა

ბავშვის საკვების უსაფრთხოების შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.09.2013 3 კომენტარი | 4,390 ნახვა

დღეს საქართველოში მრავალი სახის საკვები პროდუქტი იწარმოება. ასევე, დიდი რაოდენობით იმპორტირდება ისინი სხვა ქვეყნებიდანაც. მათი გასაღების ბაზარი დიდია. მომხმარებელია როგორც უფროსი თაობა, ასევე ყოველი ბავშვი.

“ამბიონი” დაინტერესდა, რამდენად უსაფრთხოა ბავშვის საკვები დღეს ჩვენს ქვეყანაში და სსიპ სურსათის ბავშვის კვება ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსს, კახა სოხაძეს ესაუბრა:

როგორ არის კლასიფიცირებული ბავშვის საკვები?

არსებობს ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვების პროდუქტები.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვის საკვები?

არსებობს ნორმატიული მოთხოვნები. ამის შესახებ არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს N301 ბრძანება, სადაც მითითებულია ბავშვთა კვების პროდუქტების როგორც ხარისხობრივი, ასევე უვნებლობის პარამეტრები. ის არის კლასიფიცირებული სურსათის შემადგენლობის მიხედვით, თუ რაზეა დამზადებული და მოთხოვნებიც ჯგუფების მიხედვითაა განსაზღვრული. ბავშვთა კვებისა და ჩვილ ბავშვთა კვების წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობაა. მასზე ლიცენზიას გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, რა თქმა უნდა, კონტროლის შესაბამისი შედეგების განხილვის შემდეგ.

რამდენად უსაფრთხოა დღეს საქართველოში არსებული საბავშვო საკვები?

ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ. საბედნიეროდ, არ დაფიქსირებულა რაიმე სახის დარღვევა. იყო გარკვეული შემთხვევები ბავშვთა კვების იმპორტირებულ პროდუქტებთან დაკავშირებით. ჩვენ მიერ ის გამოთხოვილ იქნა ბაზრიდან. მეწარმეს, ბიზნეს ოპერატორს დაევალა მთელი პარტიის სურსათის გამოთხოვა. შემდეგ ავიღეთ რეპრეზანტატიული-წარმომადგენლობითი ნიმუში. ის მთელ პარტიაზე გავრცელებადი ნიმუშია. დამატებით გამოვიკვლიეთ, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ის უვნებელი იყო…

პრობლემაა ვადაგასული პროდუქტი, რაც, ჩვეულებრივ, იყიდება…

ყოველდღიური კონტროლი ხორციელდება როგორც ბავშვთა კვების პროდუქტებზე, ასევე, ზოგადად სურსათზე. სამწუხაროდ, არის ვადაგასული სურსათი სამომხმარებლო ბაზარზე. ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისად ეს ექვემდებარება განადგურებას. უფლებამოსილი პირები როგორც კი აღმოაჩენენ მსგავს ფაქტს, ხდება მისი დალუქვა და შემდეგ განადგურება. ამის შესახებ ყოველდღიურად იდება ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე.

რა ხერხს მიმართავთ დარღვევის აღმოჩენისას?

დარღვევის სიმძიმიდან და ხასიათიდან გამომდინარე კანონმდებლობით განისაზღვრება, რა ტიპის რეაგირება უნდა განვახორციელოთ მასზე. ილია მეორე პირველადი კვლევა ხორციელდება ინდიკატორულ მაჩვენებლებზე. თუ რამე სახის დარღვევა დაფიქსირდება, ხორციელდება ღრმა ლაბორატორიული კვლევა. თუ დადგინდება სურსათის მავნებლობა, ის გამოითხოვება ბაზრიდან და განადგურდება.

ბავშვის ჯანმრთელობის ერთ-ერთი გარანტი მისი სწორად და ჯანმრთელი პროდუქტებით კვებაა. ამისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა სახის საკვები მივცეთ პატარებს და რისგან შევიკავოთ თავი. ამის შესახებ “ამბიონი” პედიატრ ინგა მამუჩიშვილს გაესაუბრა:

როგორ უნდა იკვებებოდეს ბავშვი, რა უნდა შედიოდეს მისი კვების რაციონში აუცილებლად?

უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ წლამდე ასაკის ბავშვი უნდა იკვებებოდეს ძუძუთი, რადგან ის, ამ შემთხვევაში, იღებს სრულფასოვან საკვებს. თუმცა არის შემთხვევა, როდესაც ვერ ხერხდება ეს. ამ დროს ჩვენ გვიწევს ბავშვის გადაყვანა ხელოვნურ ან შერეულ კვებაზე. ასაკობრივად როგორც არის გათვლილი, ექიმმა დროულად უნდა ჩართოს კვებაში ფაფები, ხილ-ბოსტნეული და ა.შ.

ერთი წლიდან ბავშვი გადადის ზოგად მაგიდაზე. ღებულობს გაფართოებულად საკვებს, იმას, რაც ჩვენს მაგიდაზე არსებობს. ის არ უნდა იყოს ზედმეტად მარილიანი, მჟავე ან მწარე. ბავშვის კვების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ის ძირითადი ინგრედიენტები, როგორიც არის ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. ბავშვი ყოველ დღე უნდა ღებულობდეს ხილს, დღეში ერთხელ ბოსტნეულის სუფსა და ბურღულის ფაფას, ასევე – მაწონს…

რა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის მიერ არაჯანმრთელი პროდუქტის მიღებამ?

არაჯანსაღი, გენომოდიფიცირებული პროდუქტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმსივნური პროცესები, გენური მუტაციის განვითარება, მემკვიდრეობითი დაავადება, რაც შეიძლება გამოვლინდეს შემდგომში, ანუ ბავშვი დაიბადოს განვითარების მანკით… გლობალიზაციის ეპოქაში თანდათან უფრო ხშირი ხდება სიმსივნური პროცესების გამოვლენა. ჩვენ კვებითაც არ უნდა შევუწყოთ მის განვითარებას ხელი. უნდა ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ გენომოდიფიცირებული პროდუქტები. ამიტომ ვთხოვთ ჩვენ ყველას, ვისაც ხელეწიფება, რომ გავაძლიეროთ კვებითი პროდუქტების კონტროლი.

როგორ უნდა შეურჩიოს მშობელმა ბავშვს საკვები, რას უნდა მიაქციოს ყურადღება?

წლამდე ასაკის ბავშვისთვის საკვების შერჩევისას მშობელი უნდა ენდოს ექიმის რჩევას. ამ პერიოდში პედიატრმა უნდა განსაზღვროს, რა ჭამოს ბავშვმა. როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვის კვების რაციონში უნდა იყოს ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. მშობელმა ბავშვს არ უნდა მისცეს საკვები, რომელიც შეიცავს ემულგატორებს, მძიმე მეტალებს. არ არის სასურველი, ბავშვმა მიიღოს შებოლილი პროდუქტი, ჩიფსები, ფერად-ფერადი კანფეტები, რომლებიც შემოგარსულია საღებავებით. ასევე, ფერადი გაზიანი სასმელები. უნდა ვეცადოთ, ბავშვი ავარიდოთ ქიმიზმს და მივცეთ ის, რაც ბავშვთა კვებისთვის არის მოწოდებული.

მაია ბურდული


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • ნინო says:

    ქალბატონო ინგა, მართლაც რომ საუკეთესო ექიმი ბრძანდებით..ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ქვეყანას თქვენნაირი კვალიფიციური და გულისხმიერი პედიატრები..პირადად მე ჩემს ორ პატარას თქვენი რჩევა–დარიგებით ვზრდი და უაღრესად კმაყოფილი ვარ..უფალი გფარავდეთ

  • მარიამი says:

    კანფეტებზე გვაქვს პრობლემა :( ბავშვი კანფეტის გარეშე როგორ გავზარდო, უზომოდ უყვართ. ლიმიტი გვაქვა დაწესებული – დღეში 1 ან 2 ცალი. მაგრამ ხარისხი როგორ ვაკონტროლო? იქნებ ისიც გვითხრან, რომელი კანფეტია ყველაზე უსაფრთხო: საწუწნი, კარამელი, შოკოლადი? შოკოლადებში კიდევ ბევრი ნაირსახეობაა…

  • nona says:

    აღმოვაჩინეთ ქართული წარმოების ,,ბაია”- ს ფაფები, აქვს სხვადასხვა სახის ფაფა, ძალიან მოგვეწონა ,,ხუთი მარცვალი” , ანუ 5 სახის ბურღულეული შედის, იწონის 500 გრამს, და ღირს 3 ლარი და 30 თეთრი.ბავშვი 1 წლის და 2 თვის არის, უკვე ორი თვეა ამ საკვებს იღებს. ასე რომ მადლობა ,,ბაიას” და გირჩევთ დაინტერესდეთ თქვენც. ძალიან ეკონომიურიცაა.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი