მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

ბავშვის ჯანსაღად აღზრდის 3 პრინციპი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.07.2019 | 1,063 ნახვა

გვესაუბრება პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ზურაბ ქარჩავა:

1.ბავშვები სწავლობენ დაკვირვების პროცესში. მათ ნაკლებად ესმით საუბრები უმაღლეს მორალურ მატერიებზე და მათთვის ავტორიტეტი მშობლების ქცევაზე დაკვირვება უფრო მნიშვნელოვანია. ასე რომ უპირველეს ყოვლისა მშობლებმა აღზარდეთ საკუთარი თავი და ჯანსაღი რწმენა შეხედულებების თუ ღირებულების საფუძველზე მიაწოდეთ მათ პრაქტიკული მაგალითი თქვენივე ჯანსაღი ქცევის მოდელებით.

2. გარკვეული წარუმატებელი და მიუღებელი ქცევის აღმოჩენისას აუცილებლად ე.წ. “დასჯის” კონტექსტში მიანიშნეთ ქცევაზე და არა პიროვნულ შეფასებაზე. ე.წ. ჯანსაღი დასჯა არ ეფუძნება პრინციპს “მტრულად გაზარდე მოყვრულად მოგიბრუნდება”. ნებისმიერი სახის ქმედება რომელიც გულისხმობს ფსიქოლოგიურ, ემოციურ და ფიზიკურ დასჯას ბავშვის პიროვნულ სისტემაში აღიბეჭდება როგორც ტრავმა. საკმარისია არსებული პრივილეგირებული საჭიროებების შეზღუდვა დროის გარკვეულ მონაკვეთში. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს განემარტოს სანქციების დაწესების მოტივაცია.

3. აუცილებლად წაახალისეთ და დააჯილდოვეთ ბავშვის კონკრეტული წარმატებები და ჯანსაღი ქცევის გამოვლინებები, სიტყვიერად, შექება და ფიზიკური კონტაქტის კონტექსტში ანუ მაგალითად ჩახუტება, მოფერება და ა.შ.

საწყის ეტაპზე ეს სამი მიმართულება საკმარისი იქნება რომ თქვენ შორის ჯანსაღი ფსიქოლოგიური და ემოციური ატმოსფერო შეიქმნას.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი