მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

ბავშვის აღზრდის სტილები და მათი ზეგავლენა ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.07.2014 | 11,992 ნახვა

ბავშვის აღზრდა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა ოჯახისთვის. აღზრდაზეა დამოკიდებული, როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება ბავშვი, რა თვისებები, რა ინტერესები ექნება მას, ცხოვრების როგორ გზას აირჩევს იგი. მშობელზეა დამოკიდებული ბავშვის ფიზიკური, კოგნიტური და პიროვნული განვითარების თავისებურებები. მნიშვნელოვანია, როგორ გარემოში გაიზრდება ბავშვი, როგორ დამოკიდებულებას გამოიჩენს მშობელი მის მიმართ, ანუ აღზრდის როგორ სტილს გამოიყენებს იგი.

ოჯახი

აღზრდის სტილების კლასიფიკაცია სითბოსა და კონტროლის მიხედვით ხდება.

აღზრდის ოთხი სტილი არსებობს, გავეცნოთ თითოეულ მათგანს:

ავტორიტეტული მშობლები იყენებენ თბილ, ბავშვზე კონცენტრირებულ მიდგომას. ეს საშუალებას აძლევს ბავშვს, განივითაროს ასაკის შესაბამისი პასუხისმგებლობები, ეხმარება ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ინდივიდად. ავტორიტეტული მშობლები სათანადო მოთხოვნებს უყენებენ შვილებს, თუმცა თავადაც გულისხმიერად ეპყრობიან მათ, ისინი ყოველთვის უტოვებენ ბავშვებს ურთიერთობის ინიცირების შესაძლებლობას და ხელს უწყობენ თვითრეგულაციის უნარის, თანატოლებთან და უფროსებთან კარგი ურთიერთობის განვითარებას. აღზრდის ავტორიტეტული სტილი ყველაზე მეტად აყალიბებს ეფექტური მშობელი-შვილის კავშირს.

ავტორიტეტულისგან სრულიად განსხვავებული აღზრდის სტილია ავტორიტარული. მიჯაჭვული ბავშვი ავტორიტარული სტილის დროს მშობლები შვილებისგან დისციპლინირებულობას ითხოვენ და ნაკლებად ინტერესდებიან მათი დამოუკიდებლობით. ამ დროს ოჯახში ყველა გადაწყვეტილებას მშობელი იღებს, ბავშვი კი იზრდება მორიდებულ, მორცხვ პიროვნებად. ამ სტილით აღზრდილ ბავშვს კონფლიქტების გადაჭრის ერთადერთ გზად დათმობა მიაჩნია, როგორც წესი, ასეთი, ზედმეტად მორცხვი და დამთმობი ადამიანები ნაკლებად აღწევენ წარმატებას ცხოვრებაში.

აღზრდის მესამე სტილია – მომთენი. ამ სტილის შემთხვევაში მშობლები გულისხმიერები არიან შვილების მიმართ, თუმცა ვერ ახერხებენ საზოგადოებრივი წესების სტრუქტურების სწავლებას, რომლებითაც მათ უნდა იცხოვრონ, ამის გამო მოზრდილობაში მათ სირთულეები ექმნებათ. ამ სტილით აღზრდილი ბავშვები ვერ აკონტროლებენ თავიანთ იმპულსებს. ისინი იქცევიან ისე, როგორც მათ უნდათ, ხშირად ეს მშობელს უხერხულ სიტუაციაში აგდებს. მომთმენი სტილის დროს მშობლები ვერ აკონტროლებენ განებივრებული ბავშვის ქცევას, რაც მათაც და გარშემო მყოფთაც პრობლემებს უქმნის.

აღზრდის უყურადღებო სტილის შემთხვევაში, მშობლები არც დისციპლინისა და წესების შესრულებას ითხოვენ შვილებისგან და არც მათი ინდივიდუალობით ინტერესდებიან. ამ დროს მშობლები თითქმის არ აკონტროლებენ შვილებს და სითბოსაც ნაკლებად გამოხატავენ. ფიზიკური დასჯის შემთხვევაში ბავშვები სწავლობენ, რომ აგრესიული ქცევა ადექვატური გზაა კონფლიქტების გადასაჭრელად და თავადაც აგრესიას მიმართავენ თანატოლებთან წარმოქმნილი კონფლიქტების გადასაჭრელად.

ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესზე, რასაკვირველია, გენეტიკური ფაქტორიც ახდენს ზეგავლენას, მაგრამ როგორ მოხდება მასში ბუნებისაგან ჩადებული უნარების განვითარება, სწორედ მშობლის მიერ არჩეულ აღზრდის სტილზეა დამოკიდებული.

თეონა ფიცხელაური

წყარო: “ბავშვთა და მოზარდთა კლინიკური ფსიქოლოგია”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი