მთავარი » ქრისტიანობა

“ბავშვებო, უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს გაეკარებით ნარკოტიკებს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.01.2020 | 807 ნახვა

“მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო ბავშვების აღზრდას, ჩვენი ახალგაზრდობა, უნდა ითქვას, რომ სხვებთან შედარებით კარგი ახალგაზრდობაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი ნაკლი, ჩვენ ვართ ზედმეტად ამაყები. ზოგიერთი ახალგაზრდა იღებს ნარკოტიკებს. ბავშვებო, თქვენ ახლა დგახართ ღვთის წინაშე, თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ თქვენ არასოდეს გაეკარებით ნარკოტიკებს, თანახმა ხართ? თქვით ერთად – “თანახმა ვართ”.

თქვენ არც უნდა გასინჯოთ ეს ავი საწამლავი, ადამიანი კარგავს თავის სახეს, თავის სულს, ოჯახს, მშობლებსა და სამშობლოს, ამიტომ ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ეს არის დამღუპველი…

… მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ძალიან მძიმე საკითხი, რომელიც ქართველი ერის წინაშე დგას, არის შობადობის სიმცირე. სტატისტიკა ამბობს, რომ ყოველი მეორე ოჯახი შორდება ერთმანეთს, თქვენ ბავშვებო ილოცეთ, რომ თქვენ გქონდეთ მტკიცე ოჯახი, მტკიცე ოჯახი ადამიანისთვის ბედნიერებაა, ეს არის სიხარული, სიყვარული, სიმტკიცე.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გათავისუფლდება ცუდი ჩვევებისგან, იმედი მაქვს, რომ იგრძნობს ნარკომანიის საშიშროებას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, რომ ნარკოტიკი არასდროს გასინჯოთ“.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ილია მეორე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი