მთავარი » საზოგადოება

ბავშვები ქუჩაში – რა არის “მაწანწალობის” მიზეზი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.04.2013 2 კომენტარი | 9,127 ნახვა

ე.წ. “ქუჩის ბავშვების” პრობლემა კვლავ გადაუჭრელია, სტატისტიკა კი – უცნობი… არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ბავშვების” ფსიქოლოგის, ქუჩის ბავშვები ნინო ლორთქიფანიძის თქმით, ბოლო წლებში თბილისში 1 500-მდე “ქუჩის ბავშვი” ფიქსირდება, თუმცა კვლევების მიხედვით, მათი რიცხვი გაცილებით დიდია.

რა არის ბავშვების მაწანწალობის მიზეზი? ქუჩის ბავშვების პრობლემებზე “ამბიონს” ფსიქოლოგი ნინო ლორთქიფანიძე ესაუბრა:

“ქუჩის ბავშვად მიიჩნევიან ბავშვები, რომლებიც დღედაღამ დამოუკიდებლად ცხოვრობენ ქუჩაში, ასევე, ვინც ოჯახში ცხოვრობს, მაგრამ პერიოდულად მოწყალებას ითხოვს სახლის გარეთ და ასრულებს სხვადასხვა ტიპის სამუშაოს.

მაწანწალობის მიზეზი ბავშვებში მრავალფეროვანია. მათი დემოგრაფიული მონაცემების ანალიზის მიხედვით, უმრავლესობას ერთი მშობელი მაინც ჰყავს, ძირითადად დესტრუქციული ოჯახებიდან არიან… სიღარიბესა და სოციალურ-ეკონომიურ გაჭირვებასთან ერთად ისინი ხშირად ემოციური, ფიზიკური და რიგ შემთხვევებში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლნიც ხდებიან. ამ ბავშვებს ქუჩაში ნებისმიერი სახის სამუშაოს შესრულება უწევთ…”

როგორ ვითარდება ქუჩის ბავშვების ცხოვრება?

თავიანთი ტრავმული მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ აქვთ ძირეული პრობლემები: ემოციური, ქცევითი სირთულეები, რაც ვლინდება წესებისადმი დაუმორჩილებლობაში. პედაგოგიური ჩამორჩენიდან მომდინარეობს კოგნიტური პრობლემები, განრიდებულნი არიან სასკოლო პროცესიდან…

ბავშვები, რომლებიც მუდმივად ქუჩაში ცხოვრობენ, ღამეს სხვადასხვა ტიპის სარდაფებში, მიტოვებულ შენობებში ათევენ. მათ აქვთ ჯგუფური ცხოვრების წესი და ხშირად, სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ტოქსიკომანად ყალიბდება, არიან წებოზე დამოკიდებულნი…

ერთი შეხედვით, “ქუჩის ბავშვებს” კომუნიკაციის უნარები განვითარებული აქვთ. მოწყალების თხოვნელი ბავშვის უმთავრესი ამოცანაა, საზოგადოების წევრი დაარწმუნოს, რომ ფული მისცეს. ქუჩის ბავშვები ამისათვის მას სჭირდება უნარი, რაც გამოცდილებიდან უვითარდება. ჟესტიკულაციით, მიმიკით არწმუნებს ადამიანს მისთვის სასურველი ქმედების განხორციელებაში, მაგრამ, რეალურად, ნამდვილი კომუნიკაციის წარმართვას ვერ ახერხებს.

ორგანიზაცია “ბავშვი და გარემოს” პროგრამის ფარგლებში არსებობდა თავშესაფარი, სადაც ეს ბავშვები ცხოვრობდნენ, ჩართულნი იყვნენ სასკოლო პროცესში, მაგრამ გარდა სერიოზული პედაგოგიური ჩამორჩენისა და კოგნიტური განვითარების შეფერხებისა, მათ ჰქონდათ თანატოლებთან და სოციალურ გარემოსთან ადაპტაციისა და კომუნიკაციის პრობლემა.

ყველაფერი, რასაც ისინი ქუჩაში კომუნიკაციის თვალსაზირისით აკეთებენ, მოჩვენებითია და კონკრეტულ ამოცანებზე მიმართული. მათ სოციალური უნარების განვითარების მწვავე პრობლემა აქვთ…

ოჯახებში, სადაც ეს ბავშვები ცხოვრობენ, ფაქტობრივად, მათ განვითარებას ხელი არ ეწყობა. მინიმალური ცოდნის დეფიციტია: წერა-კითხვის უცოდინრობა, თვალსაწიერის სივიწროვე და ა.შ.

საზოგადოებას “ქუჩის ბავშვებისადმი” როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს?

საზოგადოების მხრიდან ქუჩის ბავშვებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გულისხმობს იმას, რომ არა გვეცოდებოდნენ და ამიტომ დავეხმაროთ მათ, არამედ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ისინიც ბავშვები არიან და აქვთ უფლებები, საზოგადოებაში თანასწორუფლებიანები გავხადოთ და არ გავრიყოთ.

მნიშვნელოვანია ეს ბავშვები ჩავრთოთ სოციალურ პროგრამებში, რაც ხელს შეუწყობს მათ ადაპტაციას გარემოში. ამის შემდეგ შეძლებენ ისინი საზოგადოებაში თავიანთი ნამდვილი ადგილის დაკავებას.

რა როლი აკისრია სახელმწიფოს “ქუჩის ბავშვების” პრობლემის მოგვარებში?

სახელმწიფოს მიერ შემუშავებულია პროგრამები, გაწერილია საქმიანობები… არსებობს ერთი კრიზისული – გლდანის სოციალური ადაპტაციის ცენტრი. იგეგმება ახალი კრიზისული ცენტრის დაარსება, სადაც ბავშვებს ექნებათ პირველადი დახმარების მიღების საშუალება.

როდესაც ბავშვი ქუჩაშია, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ჩავრთოთ რესოციალიზაციის პროგრამებში. პირველი ნაბიჯი კი სწორედ მისი კრიზისული დახმარებაა. ისინი ქუჩაში მიჩვეულნი არიან დამოუკიდებელ ცხოვრებას, ესაა დესტრუქციული დამოუკიდებლობა. მასში ჩართულია არა განვითარების, არამედ მხოლოდ თვითგადარჩენის მექანიზმი. თვითგადარჩენა რომ განვითარების მექანიზმად გადავრთოთ, ამ შუალედში საჭიროა სწორედ კრიზისული დახმარების ცენტრი. მისასალმებელია ასეთი ცენტრის დაარსების გეგმა და გარკვეულ პერიოდში, ალბათ, ამოქმედდება.

მნიშვნელოვანია ბავშვთა სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა. უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროგრამები და ამას, პირველ რიგში, სახელმწიფო უნდა აკეთებდეს. უამრავი “ქუჩის ბავშვი” უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახიდანაა.

ქალბატონი ნინო ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია სტატისტიკის დეპარტამენტმა ჩაატაროს რეალური კვლევა, გამოავლინოს სტატისტიკა “ქუჩის ბავშვების” რიცხვის მატების შესახებ, გამოიკვეთოს მიზეზები და განისაზღვროს ის სტრატეგია, რითაც მოხერხდება პრობლემის გადაჭრა.

გვახსოვდეს, საზოგადოების ვალია, ერთად ვიზრუნოთ “ქუჩის ბავშვების” პრობლემების გადასაჭრელად!

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • forebichi says:

    ეს ძალიან რთული და მტკივნეული პრობლემაა. გული მეწურება მათი დანახვისას. მხოლოდ მოწყალების გაღება საკითხს ვერ აგვარებს. რა თქმა უნდა სახელმწიფომ უფრო მეტი აქტიურობა უნდა გამოიჩინოს და მრავალ ღონისძიებას მიმარტოს. მაგრამ ამას მარტო სახელმწიფო ვერ მოაგვარებს. თავად თითოეულმა ჩვენგანმაც ჯგუფური ძალებით მიმართოს მათი პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებას. ახლო არეალში მყოფებიტ რომ დავიწყოთ. შორიახლო ნაცნობობა კომუნიკაციის პრობლემას შედარებით იოლად სძლევს. უნდა ვაჩვენოტ სითბო და კომპეტეტურ პირტაგან მივიღოტ სათანადო კონსულტაციები, თუ რა ფორმიტ წარვმართოთ. ამას განსაკუთრებული ინსტიტუცია არ სჭირდება. უბრალოება უფრო იოლად და ეფექტურად მოაგვარებს.

  • forebichi says:

    საინტერესოა მღვდლების საკრიტიკოდ აქტიურად იცლიან და ამ საწყალ ბავშვებზე საზრუნავად სტატიის წაკითხვასაც არ ცდილობენ…
    რაც მართლა პრობლემურია ის არვის აინტერესებს.
    არადა რამდენია ყველა უბანში. შორს ძებნა რომ არ დავუწყოთ ყველას გვერდზე გვყავს. ვიფიქროტ მათ დახმარებაზე. 20 ტეთრის ჩუქება პრობლემას არ ხსნის

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი