მთავარი » ქრისტიანობა

ბავშვები და სულიერი ცხოვრება – მამა პაისი მთაწმინდელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.07.2023 | 409 ნახვა

წმიდაო მამაო, ერთი დედა თავის შვილს დასალევად ნაკურთხ წყალს აძლევს, ბავშვი კი მას აფურთხებს, ამ შემთხვეგაში როგორ უნდა მოიქცეს დედა?

მან ბავშვისთვის უნდა ილოცოს. იქნებ ნაკურთხ წყალს ბავშვს ისეთი ფორმით აძლევს, რომ ეს მასში წინააღმდეგობას ბადებს. იმისათვის, რომ ბავშვებმა საღვთო გზაზე იარონ, მშობლები ასევე სწორი სულიერი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდნენ. ზოგიერთი მშობელი – ეკლესიაში რომ დადის, ცდილობს დაეხმაროს თავის შვილებს, რომ ისინი კარგი ადამაანები დადგნენ. მაგრამ არა იმისთვის, რომ მათი სულის ცხონების საკითხი აღელვებს, არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ კარგი შვილების ყოლა უნდა. ანუ, მას გაცილებით მეტად აღელვებს ის, რას იტყვიან მისი შვილების შესახებ სხვა ადამიანები, ვიდრე ის რომ შესაძლოა, მისი შვილები საუკუნო სატანჯველში მოხვდნენ. აბა, ასეთ ვითარებაში ღმერთი რანაირად დაეხმარება?! ამოცანა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ბავშვებმა ჯოხის შიშით იარონ ეკლესიაში, არამედ – იმაში, რომ მათ ეკლესია შეიყვარონ. მათ სიკეთე გაროზგვის შიშით კი არ უნდა აკეთონ, არამედ – აუცილებლობად უნდა შეიცნონ ის. მშობლების წმიდა ცხოვრება განაბრძნობს – ბავშვების სულებს და მაშინ ისინი უმტკივნეულოდ ემორჩილებიან დედას და მამას. ასე იზრდებიან ისინი ღვთისმოსაობასა და ორმაგ ჯანმრთელობას ფლობენ, სულიერ სნეულებებს თავს არიდებენ. თუკი მშობლები ღვთის შიშით არიან აღძრულნი და ისე უჭერენ ქანჩს შვილებს, ღმერთი შეეწევა მათ და ბავშვები შეწევნას იღებენ. შაგრამ, თუკი ისინი ამას ეგოისტურად აკეთებენ, ღმერთი მათ არ ეხმარება. ხშირად შვილები მშობლების ამპარტავნების გამო იტანჯებიან.

წმიდაო მამაო, დედები ხშირად გვეკითხებიან, როგორ და რამდენი უნდა ილოცონ სამი-ოთხი წლის ბავშვებმა?

თქვენ უთხარით მათ: „დედა შენ ხარ და თვითონ დააკვირდი, რამდენ ხანს ეყოფა ძალა შენს პატარას“. აქ წესები არ გამოდგება.

წმიდაო მამაო, ჩვენთან მონასტერში ღამისთევის ლოცვაზე მშობლებს პატარა ბავშვები მოჰყავთ. განა ბავშვებისთვის ეს ძალიან მომქანცველი არ არის?!

ცისკარზე ბავშვები მცირე ხნით უნდა დაასვენონ, საღვთო ლიტურგიაზე კი ისევ ტაძარში მოიყვანონ.

დედებმა ბავშვებს უმცირესი ასაკიდან უნღა ასწავლონ ლოცვა. კაპადოკიური დასახლებების მცხოვრებლებმა სრულად დაიცვეს და შემოინახეს ასკეტიკური გარდამოცემები. მათ შვილები გამოქვაბულებში სამლოცველოებსა და ტაძრებში დაჰყავდათ, სადაც ისინი მეტანიებს აღასრულებდნენ და ცრემლით ლოცულობდნენ და ამგვარად მათი შვილებიც სწავლობდნენ ლოცვას. ღამით, როდესაც ყაჩაღები მათ გასაძარცვად მიდიოდნენ, ამ პატარა ეკლესიებთან გავლისას მათ ტირილის ხმები ესმოდათ და უკვირდათ. ისინი კითხულობდნენ: „რა ხდება, ეს რა ხალხია?! რატომაა, რომ დღისით იცინიან, ღამით კი ტირიან?“ ყაჩაღებს ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა.

პატარა ბავშვების ლოცვას სასწაულის აღსრულება შეუძლია. ღმერთი აძლევს მათ იმას, რასაც ითხოვენ. ბავშვები ხომ სუფთა და უმწიკვლოები არიან და ღმერთი მათ წმიდა ლოცვას ისმენს. მახსოვს, ერთხელ, როდესაც მშობლები მინდორში სამუშაოდ წავიდნენ, მე – ორ უმცროს ძმასთან ერთად – სახლში დამტოვეს. უეცრად ცა ჩამობნელდა და საშინელი კოკისპირული წვიმა წამოვიდა. „ვაიმე, რა დაემართებათ ახლა ჩვენს მშობლებს, სახლში როგორღა დაბრუნდებიან?!“ შევშფოთდით ჩვენ. პატარებმა ტირილი მორთეს. მე მათ დავუძახე: „აქ მოდით, მოდი, ვთხოვოთ ქრისტეს, რომ მან წვიმა შეაჩეროს!“ სამივე ხატების წინაშე მუხლზე დავემხეთ და ლოცვა დავიწყეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ წვიმამ გადაიღო.

მშობლები გონივრულად უნდა ეხმარებოდნენ თავიანთ შვილებს და ცდილობდნენ, რომ ჩვილობის ასაკიდან დაუახლოვონ ისინი ქრისტეს და ადრეული წლებიდანვე შეაჩვიონ უდიდესი სულიერი სიხარულის განცდას. როდესაც ბავშვები სკლაში დაიწყებენ სიარულს, მშობლებმა თანდათანობით უნდა მიაჩვიონ ისინი სულიერი წიგნების კითხვას და სულიერი ცხოვრების წარმართვაში დაეხმარონ. ამ შემთხვევაში ისინი პატარა ანგელოზებს მიემსგავსებიან და ღვთის წინაშე დიდ კადნიერებას მოიპოვებენ. ასეთი შვილები ოჯახისთვის ნამდვილ სულიერ კაპიტალს შეადგენენ. სულიერი ცხოვრებაში მათ განსაკუთრებით დაემხარება წმიდათა ცხოვრებები. პატარა რომ ვიყავი, ვიღებდი ხოლმე იმ წლებში გამოცემულ წმიდათა ცხოვრების პატარ-პატარა წიგნებს და მივდიოდი ტყეში, იქ ვკითხულობდი, ვლოცლობდი და სიხარულისაგან პირდაპირ ვფრინავდი. ათიდან თექვსმეტ წლამდე, ვიდრე იტალია-საბერძნეთის ომი დაიწყებოდა, [8] არანაირი საზრუნავი არ მამძიმებდა და სულიერი ცხოვრებით ვცხოვრობდი. ბავშვური სიხარული სუფთაა: ის ადამიანში ღრმად აღიბეჭდება და როდესაც იგი გაიზრდება, განსაკუთრებით აღელვებს მის გულს. თუკი ბავშვები სულიერად ცხოვრობენ, მათ ამ ქვეყნადაც სიხარული ექნებათ და იმქვეყნიურ ცხოვრებაშიც ქრისტესთან ერთად იხარებენ მარადიულად.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი