მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

ბავშვმა დღეში მინიმუმ 45 წუთი უნდა ისეირნოს, ეს წყლის დალევის ტოლფასია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.01.2021 | 750 ნახვა

გიორგი ფხაკაძე მშობლებს რეკომენდაციებით მიმართავს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია ბავშვების ყოფნა ჰაერზე დღეში მინიმუმ 45 წუთი, მოზარდებმა დიდი დრო ბუნებაში უნდა გაატარონ.

„ბავშვებმა რაც შეიძლება მეტად უნდა დახარჯონ კალორიები, უნდა ირბინონ, უნდა გავიდეთ გარეთ. პრობლემაა პირბადის ტარება. რა თქმა უნდა, როცა დარბიხართ, პირბადე არ უნდა გამოიყენოთ, სპორტის დროს პირბადე არ უნდა გამოიყენოთ. როცა ადამიანი დარბის, კარგია დისტანცია იყოს 4 მეტრი და არა 2 მეტრი.

მინიმუმ 45 წუთი დღეში ბავშვმა უნდა ისეირნოს. ეს წყლის დალევის ტოლფასია. რაც უფრო მეტია, მით უფრო უკეთესია, რაც უფრო მეტ ხანს იქნება გარეთ, ირბენს, მით უკეთესია“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი