მთავარი » საზოგადოება

ბატიაშვილების ოჯახის სულისშემძვრელი ტრაგედია!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.02.2017 | 1,810 ნახვა

ბატიაშვილები გაგაცნობთ ბატიაშვილების ოჯახის მძიმე ისტორიას

5 წლის წინ ტყუპების დაბადებით გამოწვეული ორმაგი სიხარული, ორმაგ დარდად იქცა… დედა ესენია, მამა იგორი, და–ძმა ირინა და არჩილი მოუთმენლად ელოდნენ ტყუპების დაბადებას და ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათ ბედნიერ ცხოვრებას რამე შეცვლიდა!

ნიკოლოზი და ანასტასია დღენაკლულნი დაიბადნენ, პატარები რეანიმაციაში დააწვინეს, ექიმებმა ბავშვებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება კი შეძლეს, მაგრამ სამწუხაროდ პატარებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

ანასტასიას ჰიდროცეფალია (თავის ტვინის წყალმანკი) განუვითარდა. გოგონა ვერაფერს ხედავს, საწოლსაა მიჯაჭვული და ჭამაც კი უჭირს.

ნიკოლოზს კიდურების დამბლა აქვს და ვერ დადის. ის ან ცოცვით ან ეტლით გადაადგილდება.

„ეს საშინელებაა, როდესაც უყურებ, როგორ იტანჯებიან შენი შვილები და მათ დასახმარებლად ვერაფერს აკეთებ. არც ერთ მშობელს არ ვუსურვებ ასეთი რამ გამოსცადოს. ანასტასია ვერ ხედავს და ვერ ლაპარაკობს, მას იმის თქმაც კი არ შეუძლია რა აწუხებს, ზოგჯერ ვერც კი ვხვდებით რატომ ტირის“ – გვიყვება ესენია და ცრემლებს ძლივს იკავებს. – „ნიკა ყოჩაღი ბიჭი გვყავს, ძალიან უყვარს სიახლეები.

კითხულობს, წერს, ხატავს და ჭადრაკის თამაშსაც ცდილობს. ოცნებობს რომ სიარული ისწავლოს და ბავშვებთან ერთად ეზოში ითამაშოს“.

დედიკო ანასტასიას ერთი წუთითაც ვერ ტოვებს, მაგრამ თუ სახლიდან გასვლა მაინც უწევს, დაიკოზე უფროსი ბავშვები ზრუნავენ. პატარა ნიკასაც კი შეუძლია საათობით იჯდეს მის გვერდით და გაართოს დაიკო.

ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს, შემწეობა და ის მცირედი, რასაც ოჯახის უფროსი ბატონი იგორი მძიმე ფიზიკური შრომით შოულობს, წამლების შესაძენადაც ძლივს ჰყოფნით. ხოლო სხვა საშუალება ოჯახს არ გააჩნია, პატარების მკურნალობაში მათ უკვე კარგახანია ყველანაირი რესურსი ამოწურეს და ახლა მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად არიან დარჩენილები.

მოგიწოდებთ დახმარების ხელი გაუწოდოთ ამ ოჯახს. თქვენი ნებისმიერი სახის დახმარება (პროდუქტები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, სპეციალური ფაფები ანასტასიასთვის) მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანასტასია ბატიაშვილი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/

შვილების ჯანმრთელობისთვის მებრძოლი მშობლების მხარდაჭერა – ეს კეთილშობილური საქციელია. ერთად შევძლებთ რომ პატარა, უმწეო ბავშვების ცხოვრება ცოტა მაინც შევამსუბუქოთ!


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"სიყვარული გამოულეველი საუნჯეა, ვინც ამ საუნჯეს ფლობს, მდიდარია, ვინც არა - ღარიბი,"- წმ. იოანე ოქროპირი.