მთავარი » ხატები და ფრესკები

ბარის ღვთისმშობელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.04.2012 | 3,827 ნახვა

(01.10)

შორეულ დროში, რუსეთზე თათრების თავდასხმამდე ქალაქ ბარს ეწოდებოდა რივი, იმ მდინარის სახელის მიხედვით, რომლის სანაპიროზეც მოგილოვის ოლქი იყო გაშლილი.

ბარის ღვთისმშობელი რივმა ბევრი უბედურება გადაიტანა როგორც ველური თათრების, ისე პოლონელთა მტაცებლური თავდასხმების დროს.

XVI საუკუნეში პოლონელებმა ის ხელახლა დაიპყრეს და ბარი უწოდეს, მაგრამ 1793 წელს ბარი მთელი თავისი კალთებით რუსეთს დაუბრუნდა, ხოლო 1837 წელს ბარის მონასტერიც მის უძველეს სიწმინდესთან – ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატთან ერთად მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა.

ბარის სასწაულთმოქმედი ხატი მრავალ მლოცველს იზიდავს, მას მიმართავენ, როგორც მართლმადიდებლები, ასევე სხვა სარწმუნოების მიმდევარნი. ხატი ტრაპეზის ნიშში იმყოფება, მას ვერცხლის მოოქროვილი მოჭედილობა ამკობს. ხატი ბიზანტიურია და მეტად ძველია. ხატწერა კარგადაა შემონახული.

1887 წელს ბარის მონასტრის მართლმადიდებელთათვის გადმოცემის 50 წელი შესრულდა. ეს დღესასწაული 1-ელ ოქტომბერს ზეიმით მოიხსენიეს. მას შემდეგ წმიდა ეკლესიამ ბარის ღვთისმშობლის ხატის ყოველწლიური მოხსენიება 1-ელ ოქტომბერს დააწესა.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი