სტატიის ავტორი: რედაქტორი
| თარიღი: 08.04.2022
| 662 ნახვა
სამარხვო რეცეპტები
მასალა: 2 ჩ.ჭ. ბარდა, 3 ს.კ. ზეთი, 1 ც. ხახვი, 2 ც. სტაფილო, თითო კონა კამა და ოხრახუში.
მომზადება:
ბარდა მოვხარშოთ, კარგად ამოვზილოთ, ისე რომ გამოვიდეს არაჟნის სისქის. ზეთში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. მსხვილად გახეხილი სტაფილო, მარილი გემოვნებით და შევურიოთ ამოზელილ ბარდას. შემდეგ წამოვადუღოთ და სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.
ავტორი: ირმა ტუხაშვილი
წიგნი “სამარხვო რეცეპტების კრებული”
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.