მთავარი » საზოგადოება

“ბაღდათობა 2017”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.10.2017 | 1,234 ნახვა

ბაღდათობა 2017 ბაღდათის მუნიციპალიტეტში საერთო სახალხო დღესასწაული “ბაღდათობა 2017”, მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა (26 ოქტომბერი).

დღესასწაული ბაღდათის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიით დაიწყო. სახალხო დღესასწაულს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ გოგსაძე, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების მერები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა ბაღდათელებთან ერთად დაათვალიერეს თავისუფლების მოედანზე მოწყობილი ეთნოკუთხეები, ა.(ა).ი.პ. საინფორმაციო, ინოვაციური ტექნოლოგიების, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების ფონდის ორიგინალური გამოფენა, დაესწრნენ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტს¸ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრეს, აგრეთვე ადგილობრივი წარმოების პროდუქტებისა და ღვინის დეგუსტაციას. ბაღდათის კულტურის ცენტრში გაიმართა ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი და ბაღდათის საპატიო მოქალაქეთა დაჯილდოება.

ბაღდათის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: შუქრი ნაკაშიძე, ნოდარ მაშანეიშვილი, ვახტანგ იოსებაშვილი, ნარგიზა ბუხულეიშვილი და გია მეფარიშვილი.

ქალაქ ბაღდათის ცენტრში დაიწყო ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საინტერესო ტურისტული მარშრუტის მანიშნებლების დამონტაჟება. გეოგრაფების ჯგუფმა, თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილის ხელმძღვანელობით, “ ბაღდათობის“ აღნიშვნა ერთ-ერთი საინტერესო მარშრუტის “ბაღდათი- საირმე- “წითელი მინდორი” -ქვასაყდარა-ალპური მდელოების” შეფასებით გააგრძელა. კემპინგ “ქვასაყდარაზე” არსებულ კოტეჯში დამუშავდა საინტერესო ტურისტული მარშრუტები, რომელთა შესახებ ბროშურაც უახლოეს ხანში სამ ენაზე გამოიცემა.

ბაღდათობა 2017

კემპინგი “ქვასაყდარა” 2015 წელს “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, იგი სახელმწიფომ 10 000 ლარით დააფინანსა. ჯგუფის წევრები აგრეთვე დააკვირდნენ გადამფრენი ფრინველების მიგრაციას. ბაღდათობა 2017 ქვასაყდარას ტურისტული პოტენციალიდან, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ აქ მდებარეობს ე.წ “ძაბრი” სადაც იმერეთიდან გადამფრენი ფრინველების მიგრაცია ხდება სამცხე- ჯავახეთის გავლით თბილი ქვეყნებისაკენ, განსაკუთრებით აგვისტო-ოქტომბერში. ქვასაყდარას მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ალპური მდელოები ორნეტოლოგებისთვის (ფრინველებზე დამკვირვებლები) იდეალური ადგილია, რადგანაც აქ მიგრირებს სხვადასხვა მტაცებელი ფრინველი, რაც ძალიან საინტერესოა. ყოველი წლის 9 აგვისტოს, ქვასაყდარას მიდამოებში იმართება სახალხო დღესასწაული და დამეგობრებული მუნიციპალიტეტების- ბაღდათისა და ადიგენის შემოქმედებითი ჯგუფების ერთობლივი ღონისძიებები ტარდება. ექსტრემისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის, საფეხმავლო მარშრუტით ქვასაყდარას მონახულება ზამთარშიც შესაძლებელია. ამ ადგილიდან კარგად მოსჩანს წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეების, სუბალპური და ალპური მდელოების, აგრეთვე მთებისა და კლდოვან ხეობათა ხედები.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი