მთავარი » ქრისტიანობა

ბარბარობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.12.2018 16 კომენტარი | 92,250 ნახვა

გილოცავთ ბარბარობას

არის თუ არა 17 დეკემბერი ბედობაც?

წმინდა ბარბარემართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, 17დეკემბერს, ბარბარობის დღესასწაული აღინიშნება.

წმიდა დიდმოწამე ქალწულ ბარბარეს ცხოვრების შესახებ “ამბიონს” ესაუბრა წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა კახაბერ შურღაია:

“დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. წმიდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. ის შეძლებული დიდგვაროვნის – დიოსკორეს ოჯახში დაიბადა. დიოსკორე ადრე დაქვრივდა და მეუღლისგან ერთადერთი შვილი, ბარბარე დარჩა. მამას ძალიან უყვარდა ქალიშვილი, ამიტომ გადაწყვიტა უცხო თვალისთვის მოერიდებინა, კოშკში გამოკეტა და მისი აღზრდა წარმართ მასწავლებლებს მიანდო. როდესაც ბარბარე კოშკიდან ბუნებას აკვირდებოდა, ხვდებოდა, რომ ასეთი მოწესრიგებული და ლამაზი გარემო, კერპების შექმნილი არ იქნებოდა. ამის შემოქმედი მხოლოდ ერთი, უმაღლესი, უზენაესი ძალა უნდა ყოფილიყო.

ხშირად ისმის ასეთი კითხვა: თუ ადამიანი ისეთ ადგილას დაიბადა ან მოხვდა, სადაც არ არსებობს მართლმადიდებლური ეკლესია და არ არის მოძღვარი, ნუთუ ის ადამიანი განწირულია?!

როდესაც ბარბარე გაურკვევლობაში იყო, კოშკში გამოკეტილი, ღვთის წყალობით, მას გაუჩნდა სურვილი ჭეშმარიტება ეპოვა. ასევეა ნებისმიერი ადამიანიც, რა გარემოშიც არ უნდა იყოს, თუკი მას ჭეშმარიტების შეცნობა უნდა, შემოქმედი მას ყოველთვის გამოუჩენს გზას, რომელიც უფალთან მიიყვანს და აცხონებს.

ამასობაში, წმიდა ბარბარეს მშვენიერების შესახებ ქალაქში ხმა გავრცელდა და უამრავი ჭაბუკი გამოჩნდა სხვადასხვა ქვეყნიდან, მისი ხელისა და გულის მაძიებელი. დიოსკორემ ასულს შესთავაზა, მთხოვნელთა შორის თავად აერჩია გულისსწორი, რაზეც წმინდანმა მკაცრად მიუგო, რომ ის გათხოვებას არ აპირებდა.

მამამ იფიქრა, ბარბარეს ჩაკეტილმა ცხოვრებამ და მარტოობამ გადაუსხვაფერაო ხასიათი. მას კოშკიდან გამოსვლის ნება დართო და თავისუფლება მიანიჭა, რათა თავისით აერჩია მეგობრები და გაუცხოვება განექარვებინა.

ცოტა ხანში დიოსკორეს საქმეების გამო გამგზავრება მოუხდა. ამ დროს, წმინდა ბარბარემ, უფლის განგებით, ქრისტიანი ქალწულები გაიცნო, რომლებმაც ყოვლადწმინდა სამების შესახებ აუწყეს მას. ბარბარემ ეს ყველაფერი ყურადღებით მოისმინა, შეიმეცნა და ქრისტიანობა მიიღო. ამის შემდეგ წმინდანმა იწყო გულმოდგინედ ლოცვა და მარხვა, დადო ქალწულობის აღთქმა და გადაწყვიტა სიცოცხლე ღვთისათვის მიეძღვნა.

ერთხელ, როდესაც ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც დიოსკორეს ბრძანებით დიდ აბანოს აშენებდნენ, წმინდანმა აბანოს მარმარილოთი მოპირკეთებულ შესასვლელში თითით ჯვარი გამოსახა, ქვის საფეხურზე კი მისის ტერფის ანაბეჭდი ამოიკვეთა, საიდანაც წყარომ ამოხეთქა და შემდგომში უკვე მრავალი სასწაულებრივი კურნება აღასრულა.

დიოსკორეს ბრძანების მიხედვით, აბანოს ორი სარკმელი უნდა ჰქონოდა – მზისა და მთვარის ნიშნად, ბარბარემ კი მშენებლებს მესამე სარკმლის გამოჭრაც სთხოვა, ნიშნად წმინდა სამებისა.

შინ დაბრუნებულმა დიოსკორემ, იხილა რა სამი სარკმელი, მშენებლებს გაუჯავრდა, მაგრამ ბარბარემ აღიარა მამასთან ჭეშმარიტი სარწმუნოება და შეეცადა დიოსკორეც მოექცია. მამა ისე გაუბრაზდა, მახვილი იშიშვლა და მოსაკლავად გამოეკიდა, ბარბარემ გამოქვაბულში დამალვა მოახერხა, მაგრამ ის ცოტა ხნის შემდეგ მაინც შეიპყრეს.

დიოსკორემ საკუთარი ასული მმართველ მარტიანეს მიჰგვარა. ქალწულის სილამაზით მოხიბლულმა მარტიანემ ტკბილი სიტყვით სცადა მისი გადაბირება, თუმცა არაფერი გამოუვიდა, ბარბარე მტკიცედ იდგა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

წმიდა ბარბარეს ურჩობით განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, ტყავის შოლტებით ეგვემათ წმინდანი და სასტიკად აწამებინა. მაგრამ ნაწამებ ქალწულს თავად იესო ქრისტე გამოეცხადა და განკურნა და გაამხნევა. მეორე დღეს, როდესაც ბარბარე მტარვალების წინაშე იხილეს – ის სრულიად განკურნებული იყო.

მმართველმა ეს ყოველივე კერპებს მიაწერა, რადგან არ სურდა ერწმუნა ჭეშმარიტება. ბარბარესაც მოუწოდა თაყვანი ეცა კერპთათვის, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. ამიტომ ის ამჯერადაც სასტიკად გვემეს, ოღონდ, ახლა უკვე ხალხის წინაშე.

ასულის სიმტკიცით გაოცებულმა ჯალათებმაც კი ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც უმალვე დაისაჯნენ სიკვდილით.

ბარბარეს წამების საცქერლად შეკრებილ ბრბოში იდგა ილიოპოლელი ქალწული იულიანაც, რომელიც თანდათან ივსებოდა წმიდა მარტვილისადმი თანაგრძნობით და მის მსგავსად, ქრისტესთვის თავგანწირვის სურვილით ინთებოდა. ბოლოს ნეტარმა ხმამაღლა დაიწყო მტარვალთა მხილება, რისთვისაც მსწრაფლ შეიპყრეს და ბარბარესთან ერთად საწამებლად შეაგდეს.

წმიდა ბარბარეს და იულიანას, სამოს შემოძარცვულებს დაატარებდნენ ქუჩებში, სცემდნენ, დასცინოდნენ… უფლის ანგელოზებმა კი ნეტარქალწულთა სიშიშვლე სპეტაკი სამოსით დაჰფარეს, რითაც უხილავი შეიქმნა მათი სიშიშვლე.

ამდენი დამცირების შემდეგ ბარბარეს თავის მოკვეთა მიესაჯა და ის თავად დიოსკორემ გაიყვანა დასასჯელად. მაშინ, წმინდა ქალწულმა ითხოვა, რომ მისთვის ხელები გაეხსნათ, რათა ელოცა, პასუხად კი დაცინვა მიიღო. ამ დროს გაისმა ხმა ზეციდან: “მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა იულიამას თანა სასუფეველსა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა შენსა მათ თანა და ყოველი, რომელი ითხოვე. მიმიცემიეს შენდა და უფროისი ამისსა მიგცე შენ”. ამის შემდეგ დიდი სიხარულით მოუდრიკეს ქედი მახვილს. წმინდა ბარბარე მამამისის ხელით აღესრულა. როგორც კი დიოსკორემ ასულს მახვილი დასცა, იმავ წამს ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა. ზეციდან წამოსული შემოსული საშინელი ცეცხლი დაატყდა მას თავს და ერთიანად დაწვა. მისი ფერფლი კი უეცრად ამოვარდნილმა ქარმა გაფანტა. ასევე, დაისაჯა მარტიანეც, სასახლეში შესვლისას მეხი დაეცა და მისგან მტვერიც აღარ დარჩა.

მორწმუნე ქრისტიანებმა წმინდა ბარბარეს პატიოსანი ნეშტი პატივით დაკრძალეს. VI საუკუნეში ნეტარი დიდმოწამის წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, საიდანაც XII საუკუნეში კიევში იქნა გადასვენებული. ამჟამად, წმინდა ბარბარე კიევის ლავრაშია დაკრძალული.”

– მამაო, ხომ არ არის საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა დიდმოწამე ქალწულის წმიდა ნაწილები?

– წმ. ბარბარეს წმინდა ნაწილები კიევშია დაცული. თუმცა, რამოდენიმე წლის წინ ჩამოაბრძანეს მისი ხატი, რომელშიც წმიდა ნაწილი იყო ჩაბრძანებული. ეს ხატი საპატრიარქოს შესწირეს და იქ არის დაცული.

– წმიდა ბარბარეს სახელობის რამდენი ტაძარია საქართველოში?

– საკმაოდ ბევრი. თბილისში სამი თუ ოთხი, ხოლო საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია აგებული. ძველთაგანვე ქართველები დიდ პატივს მიაგებდნენ ამ წმიდანს და აშენებდნენ მისი სახელობის ტაძრებს.

– მართალია თუ არა, რომ წმიდა ბარბარე ბავშვების მფარველია?

– მართლაც ბავშვების მფარველად არის აღიარებული, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ასე გამოყოფა არასწორია. როგორ შეიძლება ერთი წმიდანი ბავშვების მფარველი იყოს და მეორე –არა?! განა წმინდა გიორგის, რომ ვავედროთ ბავშვები, არ დაიფარავს? წმიდა ბარბარე ყველა ადამიანის მფარველია.

– მამაო, არის ასეთი ტრადიცია, რომ ბარბარობას ლობიანებს აცხობენ. რამდენად სწორია ეს?

– ეს ხალხური ტრადიციაა, რომელიც დროთაგანმავლობაში ჩამოყალიბდა და ეკლესიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ცუდი არ არის, პირიქით, ხალხური შემოქმედებაა. ხალხი თავისებურად გამოხატავს პატივისცემას ამ წმინდანის მიმართ. ეს მისასალმებელია.

– მამაო, 17 დეკემბერს, ბარბარობასთან ერთად, ბედობასაც ულოცავენ ერთმანეთს ქართველები. მართებულია ეს?

– ბედობა ცრურწმენაა. ამასთან დაკავშირებით ეკლესიას სხვა მოსაზრება აქვს, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა. 17 დეკემბერს ჩვენ ბარბარობის წმიდა დღესასწაულს ვზეიმობთ და არა – ბედობას.

ღმერთმა ყველანი დაგლოცოთ მისი მადლით.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

16 კომენტარი »

  • წმიდა მოწამეო ბარბარე ევედრე ღმერთსა ჩვენ ცოდვილთათვის!!!დაგვიფარე ხილული და უხილავი საფრთხიდან,რომელიც მრავლად გვარტყია გარს ბოროტ ძალთაგან,გააძლიერე სული ჩვენი და განკურნე წმიდაო ქალწულო..!გაგვასპეტაკე,რომ შევძლოთ უფლის მარჯვნივ ადგილის მოპოვება!!! დიდება უფალს! ბედნიერი ბარბარობა და შობა-ახალი წელი მოგვმადლოს უფალმა…! ამინ!

  • ირმა says:

    ბედნიერი ბარბარობა და შობა-ახალი წელი მოგვმადლოს უფალმა…! ამინ!
    მთელს საქართველოს ვულოცავ ბარბარობას.

  • მანანა says:

    ბედნიერი ბარბარობა და სჰობა ახალი ზელი მოგვმადლოს უფალმა…ზმინდა მოზამეო ბარბარე ევედრე გმერტს ცჰვენ ზოდვილტატვის.გაგვასპეტაკე რომ სჰევდზლოტ უფლის გვერდიტ დგომა.

  • თეა says:

    ჩემს პატარა ბარბარეს ვულოცავ ბარბარობას, მრავალს დაესწარი დედას სიხარულო,ჭკვიანი,გონიერი და მამაულის სასახელო ქალი გაიზარდე, გფარავდეს წმ.ბარბარეს მადლი.იცხოვრე გაბრწყინებულ საქართველოში!

  • giorgi says:

    ხშირად ისმის ასეთი კითხვა: თუ ადამიანი ისეთ ადგილას დაიბადა ან მოხვდა, სადაც არ არსებობს მართლმადიდებლური ეკლესია და არ არის მოძღვარი, ნუთუ ის ადამიანი განწირულია?!
    ESETI ADAMIANI SINDISIT GANISJEBA DA TU ESE ARAA DA GMERTI MAS GASWIRAVS IMITO RO QRISTIANI AR IYO GAMODIS GMERTI USAMARTLO YOFILA DA ES ESE XO AR ARIS ARA? ASE ROM NU GAMOVRICXAVT IMAS RO ESETI ADAMIANEBI SINDISIT GANISEBIAN IMITO RO AR ICIAN QRISTES SHESAXEB

    • მარიამ-ხათუნა says:

      გიორგის სალამი!)
      რა თქმა უნდა არა !!! როგორ უნდა იყოს ადამიანი განწირული ეროვნების, ადგილმდებარეობის თუ რელიგიის მიხედვით, როცა უფალი გულშია და ვინც მას აღიარებს ის ადამიანი არის თავად ტაძარი და მისი ტაძრის (ანუ სხეულის)მღვდელმთავარი კი უფალი!!!
      ნუთუ ვერ გაიგეთ რომ “ტაძარი ხართ თქვენ” და ყველას ერთი მღდელმთავარი გვყავს, იესუ ქრისტე!!! ხოლო თქვენი გული კი საკურთხეველია, საიდანაც “ყოველგვარი მადლი გადმოედინება”!
      მაცხოვრის ცხოვრების დროს, სოლომონის ტაძარს ჰეროდე აშენებდა, ამიტომ მას ჰეროდეს ტაძარი ერქვა!
      ასე, რომ ვინც ქრისტეს აღიარებს “უფლის ტაძარია”!!!
      ხოლო ვინც მას არ აღიარებს, ის “ჰეროდეს ტაძარია”!!!
      უფალი მეფობს!!!ამენ!!!

      • მარიამ-ხათუნა says:

        გიორგი ღმერთი ყველას გულს უყურებს, რისი დანახვაც ჩვენ არ შეგვიძლია,შეიძლება ჩვენ მორწმუნე გვეგონოს ვინმე,თუგინდ ანაფორაში და ის სულაც არ იყოს მორწმუნე და ამ დროს შეიძლება ვიღაცა სხვა, ჩვენთვის არაქრისტიანი, გულში ჩუმათ(ფარულად) მაცხოვარს აღიარებდეს და ადიდებდეს!….ადამიანი ადამიანის სახეს ხედავს და გულის არაფერი იცის,ღმერთი კი გულს ხედავს და მხოლოდ გული აინტერესებს.
        ადამიანი ტყეშიც რომ დაიბადოს, ღმერთმა ყველას მისცა “ინსტინქტი”
        რითაც ყოველი ხვდება ღმერთის არსებობას.
        ხოლო ღმერთამდე მისასვლელი გზა კი გულშია!!!
        ქრისტიანს თუ არაქრისტიანს ვუსურვებ იყოს მგზავრი ცუირი ქვეყნისაკენ!!!ამენ!!!

  • nana says:

    ასულის სიმტკიცით გაოცებულმა ჯალათებმაც კი ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც უმალვე დაისაჯნენ სიკვდილით. – რისთვის დაისაჯნენ, ქრისტე რომ ირწმუნეს? შეიძლება მე არ ვიცი ქართული კარგად.

  • lela says:

    gilocavT barbarobas.madloba ufalo,madloba wmindao barbare daxmarebistvis. dges gaxarebuli var.yvelas shegvecios misi madli.

  • ანონიმი says:

    გილოცავთ ბარბარობას! მრავალს დაგასწროთ წმინდა სამებამ!

  • kosta says:

    ამინ!
    მრავალ ბარბარობას დგასწროთ ღმერთმა

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი