მთავარი » ქრისტიანობა

ბარაქის ღვთისმშობლის ლოცვა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.09.2014 ერთი კომენტარი | 9,324 ნახვა

პურთათვის სიუხვის მომნიჭებელი ამ ხატს ღირსმა მამამ ამბროსი ოპტინელმა უწოდა. ბარაქის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული ბარაქის ღვთისმშობელი 15/28 ოქტომბერს აღესრულება.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, ყოვლადმოწყალეო დედოფალო ცისა და ქუეყანისაო, ყოველთა ქრისტიანეთა სახლთა და ოჯახთა კეთილად წარმმართებელო, კურთხევაო მშრომელთაო, სიმდიდრეო დაულევნელო ჭირვეულთაო, გამომზრდელო ობოლთა და ქვრივთაო და კაცთა ყოველთაო; მშობელო ყოვლისა სოფლისა მზრდელისაო და ურჩთა ჩუენთათვის ნაყოფისა მომნიჭებელო; შენ, დედოფალო, გარდამოავლინე დედობრივი კურთხევაი ეგე შენი ქალაქთა, დაბათა და ყანობირთა და თითოეულსა სახლსა ჩუენსა ზედა, რომელნი სასოებასა ჩუენსა დავსდებთ შენ ზედა და ღმრთისმოსაობრივითა ძრწოლითა და შემუსრვილებითა გულისათა სიმდაბლით გევედრებით შენ: გვეყავ ჩუენ, უღირსთა და ცოდვილთა მონათა შენთა, ბრძნად განმმართებელად სახლთა ჩუენთა, კეთილად წარმმართებელად ცხოვრებისა ჩუენისა. დაიცევ კეთილად სახლი და ოჯახი ყოველი ღმრთისმოსაობითა და მართლმადიდებლობითა, ერთითა ზრახვითა და მორჩილებითა. გამოზარდენ უპოვარნი და გლახაკნი, მწე ექმენ მოხუცებულთა, ყრმანი აღზარდენ და ყოველნი განსწავლენ გალობასა შინა უფლისა მიმართ. პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს. დაიცევ, ყოვლადწმიდაო დედაო, ერი შენი ყოვლისაგან ჭირისა, სნეულებისა, სიყმილისა, კლვისა, სეტყვისა, ცეცხლისა და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან და მშვიდობაი და წყალობაი დიდი ითხოვე სავანეთათვის ჩუენთა და სახლთა და ოჯახთათვის და ყოვლისა სულისა ქრისტეანისათვის და ყოვლისა ერისა ჩუენისათვის, რაითა გადიდებდეთ შენ, ყოვლადმოწყალესა მზრდელსა ჩუენსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ყანობირთათვის

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან დასაბამად შეჰქმენ შენ ცაი და ქუეყანაი და ცაი შეამკევ დიდითა მნათობებითა, რომელნიცა სჩანან ქუეყანასა ზედა და განკვირვებულ არიან მათისთვის შენ მხოლოისა დამბადებელისა მეუფისა და შემოქმედისა მიმართ. ხოლო ქუეყანაი შეამკევ მდელოითა თივითა და ფერად-ფერადითა თესლებითურთ, თესვად თითოეულისა და ყოვლისა ყვავილისა შუენიერისა და სულნელებისა კურთხევითა.

და აწ უკუე ესეცა შენვე აკურთხე, მეუფეო, და მოხედე წმიდით სამკვიდრებელით შენით ნაყოფთა ამათ ზედა და აკურთხენ ესენი და დაიცვენ ესენი ყოვლისა მჭამელისაგან და განმხრწნელისა და ყოვლისაგან მავნებელისა მოქმედისა ბოროტისა, კაცთა ბოროტთაგან და მოეც ამას ნაყოფი კეთილი, ჟამსა თვისსა აღსრულებული კურთხევითა შენ მიერითა, და ყოველთა მხეცთა და ფრინველთა და ყოვლისა რისხვისა და სენისაგან მავნებელისა ამას ზედა მომავალისაგან განაშორე და წარსდევნენ ყოველნი ესე მავნებელნი, რამეთუ წმიდა არს და დიდებულ ყოვლადპატიოსანი და დიდად შვენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • მარინე says:

    ლოცვის მადლი შეგვეწიოს ყოველ ქართულ ოჯახს. ძალიან ცოტანი ვართ და კიდევაც დავპატარავდით. ამ ყოველმხრივ შემოტევაში, როდესაც გამოკვება საქართველოში პრობლემად იქცა და საჭმლის საძებნელად ნაგავში ხედავ ადამინს აქ, ქართულ მიწაზე – უღონო ხდები. როცა ქარტველი ბავშვები ქარტულ კულტურულ მემკვიდრეობის დასაცავად აქციებს მართავენ და თავიანთ პროტესტს ინგლისური სიმღერებით გამოხატავენ და ზუსტად იცი, რომ ეს მათი ბრალი არ არის, უღონო ხდები. ერთადერთი ამ ცოდვილ მიწაზე ღვთისმშობლის მადლით თუ არ გავიწირებით, სულ ესაა.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი