მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.09.2011 3 კომენტარი | 11,361 ნახვა

ბარაკონის ტაძარი ქართული საეკლესიო არქიტექტურის ერთ-ერთი დიდი ძეგლია, რომელიც საქართველოს ულამაზეს კუთხეში, რაჭაში მდებარეობს.

ქართული ხუროთმოძღვრების ამ შესანიშნავი ნიმუშის შესახებ დეკანოზი დავით გეგეშიძე გვიამბობს:

“ტაძარი, როგორც შემოსასვლელში აბრა გვამცნობს, აშენებულია 1753 წელს როსტომ რაჭის ერისთავის მიერ, ხუროთმოძღვარი ავთანდილ შულავერი გახლავთ. ეს არის ჯვარ-გუმბათოვანი, ფასადოვანი ეკლესია, რომელიც შიდა ინტერიერითა და ზედა სარკმლებით პატარა სვეტიცხოველს წააგავს. აღსანიშნავია აგრეთვე ის, რომ ტაძარი მდებარეობს მდინარე რიონისა და ლუხუნის შესართავთან, როგორც სვეტიცხოველი – ორ მდინარეს შორის, ამიტომაც ეძახიან ბარაკონის ეკლესიას პატარა სვეტიცხოველს. ამას, რა თქმა უნდა, სიმბოლური დატვირთვა აქვს.

ბარაკონი

ამ ულამაზეს ძეგლს განცვიფრებაში მოჰყავდა დამთვალიერებლები და სტუმრები თავისი სიდიადითა და მშვენიერებით. არავინ ელოდა, რომ ასეთ მთებში სამთავისისა და მცხეთის ტაძრის ბადალს ნახავდა. ბარაკონის ჩრდილო-აღმოსავლეთით თამარ მეფის მიერ აშენებული ეკლესია მდებარეობდა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ნანგრევებად არის ქცეული.

მე-12 საუკუნეში რაჭას განაგებდა თამარ მეფის აღმზრდელი, სახელგანთქმული კახაბერ ერისთავი. ხალხში დღესაც ცოცხლობს თქმულება, თუ როგორ იზრდებოდა თამარ მეფე იმ ადგილებში, სადაც ტაძარია აგებული და შემდგომ როგორ ეწვეოდა ხოლმე თავის მამობილს, იხსენებდა ბავშვობის წლებს, შემოივლიდა საყვარელ მიდამოებს და განიკითხავდა ქვრივ ობლებს.

ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე იყო საერისთაო კარის ეკლესია, სადაც, აღსანიშნავია, რომ ორასი წლის წინ სასულიერო წიგნები იბეჭდებოდა.

ბარაკონიდღესდღეობით საფუძველი ეყრება ახალი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას, ასევე შენდება წმიდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესია. ეს, რა თქმა უნდა, გვახარებს, რადგან ნიკორწმინდის ეპარქიაში იქნება პირველი დედათა მონასტერი იქნება. შემდგომ უფალი ინებებს, რომ უფრო ავღორძინდეთ, გავმრავლდეთ და გავძლიერდეთ.

ღვთის ნებითა და უამრავი კეთილი ადამიანის ხელშეწყობით დღესდღეობით ტაძარს არანაირი პრობლემა არ გააჩნია ტაძარს. ჩვენ, მეტ-ნაკლებად, ყველა პრობლემური საკითხის მოგვარება შევძელით.

უფალმა დალოცოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო”.

ნინო ჯაფარიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი