ბაკურიანის წმ. ელიას სახელობის ტაძარი
ბაკურიანის წმ. ელია თეზბიტელის სახელობის ძველი ტაძარი განახლებულია მრევლის შეწევნით. ეს სალოცავი ოდითგანვე ბევრ მლოცველს უყრიდა თავს და დღესაც, მრევლისთვის ეს ადგილი განსაკუთრებულად წმინდაა.

წმ. ილია (ელია) წინასწარმეტყველს, იგივე თესბიტელი ქრისტეს მოსვლამდე IX ს-ში პალესტინის ქალაქ თესბიტში ცხოვრობდა. წმ. ილია ისრაელის ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი გახდა. იგი მეფე აქაბის დროს მოღვაწეობდა. მეფე აქაბის დროს, რომელმაც ჭეშმარიტ ღმერთს უღალატა და მის ნაცვლად წარმართული კერპი აღმართა, დასასჯელად ისრაელს სამწლიანი გვალვა მოევლინა, თავად წმ. ილია კი ღვთის მითითებით უდაბნოში მთის ნაკადულთან იმალებოდა, სადაც მასთან ყორნებს დილა-საღამოს პური და ხორცი მიჰქონდათ. ქვეყანას საშინელი გვალვა და შიმშილი დაატყდა თავს. ხალხმა ნელ-ნელა ჭეშმარიტი ღმერთის გახსენება დაიწყო. წმ. ილია ავიდა მთაზე და ღმერთს მხურვალედ ევედრებოდა, წვიმა მოევლინა. შვიდგზის ლოცვის შემდეგ მოვიდა ნანატრი წვიმა. ასე დასრულდა ისრაელში სამწლიანი გვალვა
ფოტო: თეონა ნოზაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
Ieso kriste shen tu ginda, schegidszlia gacminde sakartwelo koweli borotis sachelis,sitkwis da sakmisagan, ubrdsane , winaidan dacerilia,,satana upals schens gmerts eci takwani da mcholod mas emsachure“,datowe samudamod mdogwis marcwaliwit patara. Amin