მთავარი » კულტურა

სოფ. ბაკურციხეში წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.02.2017 | 1,810 ნახვა

ბაკურციხე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს. სახლის, დღემდე შემორჩენილი, მცირე ფრაგმენტის აღდგენა შეუძლებელია, ამიტომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ნანგრევები დაკონსერვდება და, მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით, იქვე აშენდება მუზეუმი.

ბაკურციხეში ხშირად ჩადიან უცხოელი და ადგილობრივი სტუმრები და წმინდანის ცხოვრებით დაინტერესებული მკვლევარები, ამიტომ, გადაწყვეტილია მოეწყოს ერთგვარი სადისკუსიო სივრცე: შეხვედრების დარბაზი, წმინდანთან დაკავშირებული მცირე საგამოფენო კუთხით, რისთვისაც ახალ შენობაში გათვალისწინებულია შეხვედრების ოთახი მემორიალური საგამოფენო კუთხით. ასევე, გათვალისწინებულია არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა და შემოღობვა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 396 693,00 ლარით დაფინანსდა და მისი დასრულება 2017 წლის მაისში იგეგმება. სამუშაოებზე 20 ადამიანია დასაქმებული.

წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი