მთავარი » კონკურსი

ბაია ყვარელაშვილი – “ჩემი სკოლა”- სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. აწყურის საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.01.2015 ერთი კომენტარი | 4,437 ნახვა

ამომავალმა მზის სხივებმა კიდევ ერთი დღის გათენება მახარა, შემომეხვია, გამათბო, მე მივეგებე ამომავალ მზეს წამოვდექი და ხელაპყრობილმა ღმერთს მადლობა შევწირე კიდევ ერთი დღის ჩუქებისათვის, ბაია ყვარელაშვილი უდიდესი მადლისათვის, პირჯვარი გადავიწერე და მოვემზადე…

მე სკოლაში მივდივარ.

აი, ჩემი სკოლა! მაღალი თეთრი შენობა, გულზვიადად, ამაყად გამოიყურება. ცა ლურჯია და კამკამა, ნაძვნარი ირხევა ეზოში, ემატებიან ბავშვები ერთმანეთს და ივსება ჩემი სკოლის ფართო, ნათელი დერეფნები. ამომავალი დილის მზე და მომავალი თაობა ვათბობთ ერთმანეთს, ჩვენი სულებიდან სიყვარული ანათებს.

სკოლა ეს არის ადგილი, სადაც ბავშვი იღებს განათლებას, ყალიბდება პიროვნებად, ეცნობა მსოფლიოს, ისახავს მიზნებს. ჩემი სკოლა – ჩემი ცხოვრების ნაწილი, თანამგზავრია, ადგილი საიდანაც ბევრი კარგის მიღება, შეცნობა, გააზრება შემიძლია. ჩემთვის ჩემი სკოლის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია. ის ხომ ჩემი მეორე სახლია, თითოეული მასწავლებელი კი ჩემი მშობელი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემ ჩამოყალიბებაში.

როგორია ჩემი სკოლა? – ის ძალიან კარგია. ჩემს სკოლაში მოსწავლის ყველა უფლება დაცულია. მოსწავლეებს ასწავლიან მაღალი დონის, სერთიფიცირებული მასწავლებლები. ისინი ჩვენ მიმართ ყოველთვის მომთხოვნი, ობიექტური, კეთილგანწყობილნი და ურთიერთ პატივისცემით სავსენი არიან.

 სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. აწყურის საჯარო სკოლა

სკოლაში ტარდება უამრავი ღონისძიება. ეს ბავშვებს ახალისებს, სწავლისკენ უბიძგებს. ძალიან კარგია, რომ ხდება კარგი მოსწავლეების წახალისება სასკოლო სიგელებით. ეს როგორც კარგ მოსწავლეს აძლევს სტიმულს, ასევე ნაკლებად კარგსაც აღუძრავს ინტერესს ცოდნის მისაღებად. ჩემს სკოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სპორტსაც. ხშირად ვიღებთ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას და წარმატებასაც ვაღწევთ. მასწავლებლების უაღრესად განათლებულობა და მონდომება აისახება ჩვენი სკოლის მოსწავლეებზე, ჩემ სკოლას უამრავი კარგი მოსწავლე ჰყავს, რომელნიც აქტიურად მონაწილეობენ როგორც სასწავლო პროცესსა და ღონისძიებებში, ასევე სხვადასხვა ოლიმპიადებსა და ტურებში.

ჩემი სკოლა აშენდა 1887წელს, საგანმანათლებლო საქმიანობა მიმდინარეობს ამავე წლიდან. აქ აღიზარდა მრავალი ღირსეული მამულიშვილი, ბაია ყვარელაშვილი რომლებიც მუხლჩაუხრელად ქმნიდნენ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალს, აქ დღესაც ქართული სულის ეროვნული ტრადიციების და თანამედროების სრულყოფილი შერწყმის სამჭედლოა. ჩემს სკოლაში სწავლა-აღზრდას იღებს 200-მდე მოსწავლე, 8 სოფლიდან, გვემსახურება სამარშრუტო ტაქსი. ჩვენი სკოლის მოსწავლეების ძალებით კეთდება მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორც რაიონულ ასევე რესპუბლიკურ დონეზე, სკოლის ინფრასტრუქტურა მოსწავლეების გემოვნებითაა მოწყობილი, აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ზრუნავენ ინკლუზიური განათლების ჯგუფებზე.

მინდა კიდევ უფრო ამაღლდეს სამართლებრივი აღზრდა, არ იყოს სოციალური უთანასწორობა და არანაირი დისკრიმინაცია, მინდა სკოლა უფრო მეტად დაუახლოვდეს მუზეუმებს, მოსწავლეებს მეტი საშუალება გვქონდეს, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების მოვლა პატრონობაში ჩავერთოთ, ჩემთვის სასიხარულო იქნება სკოლაშივე იყოს სახელობო სასწავლებელი (მეთუნეობა, ხეზე კვეთა და ა.შ,). ჩემში მძიმე ემოციებს იწვევს ძალადობა ოჯახში, მისღებია სკოლაში ვსწავლობდეთ საოჯახო ცხოვრების ეთიკასა და ფსიქოლოგიას. მინდა კიდევ უფრო ამაღლდეს მოქალაქეობრივი მრწამსი, დემოკრატიული მენტალიტეტი, ჩვენი სკოლის მოსწავლეები, ზოგადსაკაცობრიო ჭრილში ხედავენ ტრადიციულ ღირებულებებს, აუცილებელია ამაღლდეს ეკონომიური განათლება, ბაია ყვარელაშვილი ეკონომიკის სწავლება, ჩემთვის მისაღებია სკოლაში თუ იქნება მცირე მეურნეობა, სადაც ჩვენ გვექნება მიწის ნაკვეთი, ჩვენი უშუალო შრომით, ჩართულობით დავრგავთ და მოვიყვანთ სხვადასხვა კულტურებს (ვისწავლით მყნობას და ა.შ.) მოვახდენთ ამის რეალიზაციას და შემოსული თანხით დავეხმარებით სოციალურად დაუცველ ბავშვებს, (მაქვს ამასთან დაკავშირებით ჩემი პროექტი). არსებული მეურნეობა აამაღლებს ჩვენს ცოდნას ბიოლოგიაში, შრომით სწავლებაში. მაქვს იდეა მცირე ერების ურთიერთობის გაღრმავებისათვის, მინდა ჩემი სკოლა მეგობრობდეს, საქართველოს მცირე ერებით დაკომპლექტებულ სკოლებთან, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი კულტურების დაახლოებას და შეიქმნის საფუძველს მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის.

მე, როგორც ჩემი პატარა ქვეყნის პატარა მოქალაქეს უამრავი იდეა მაქვს, რომლის განხორციელებაზეც ვოცნებობ, მოხარული ვარ ამ პროექტის წამოწყების, ვიცი ეს კიდევ უფრო წარმოაჩენს ჩემი სკოლის ცხოვრებას და იმედია შეიქმნება საფუძველი მრავალი ახალი იდეის განსახორციელებლად. მე მჯერა, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ.

ბაია ყვარელაშვილი
სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლა
14 წლის


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი