მთავარი » სხვადასხვა

ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია დროებით შეჩერდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.06.2012 | 2,547 ნახვა

ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები დროებით შეჩერდა. გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტომ პატრიარქის განცხადების შემდეგ მიიღო.

ბაგრატის ტაძარი ნიკა ვაჩეიშვილის თქმით, ისინი სიამოვნებით შეასრულებენ პატრიარქის თხოვნას და ტაძრის რეაბილიტაციის დეტალებს როგორც საზოგადოებას, ისე საპატრიარქოს წარმომადგენლებს გააცნობენ.

“ავუხსნით საზოგადოებას, როგორი რუდუნებით და ტოტალური ამოცანების ამოხსნით მიმდინარეობს აქ რესტავრაცია. ის ბრალდებებიც და გამოთქმული კრიტიკაც შეგვიძლია პუნქტობრივად გავიაროთ და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება აზრს შეიცვლის. შეჩერების დრო უნდა გამოვიყენოთ მეტი შეჯერებისთვის, კონსოლოდაციისთვის და მალე, იმედი მაქვს ბაგრატის ტაძრის აღმშენებლობის ბოლო სტადია განახლდება”, – აღნიშნა ვაჩეიშვილმა.

“ბაგრატის ტაძარი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არის ისეთი თემა, სადაც საპატრიარქოს პოზიცია არ შეიძლება უგულებელყოფილი იქნას და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო ამ პროცესში მათი ჩართვა, არამედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებაც მოხდება” – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ დღეს სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე.

შეგახსნებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინდელი ქადაგებისას ბაგრატის ტაძრის რეაბილირაციის დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვა.

“უნდა გვახსოვდეს, ყოველი ტაძარი აშენებულია ლოცვისა და წირვისათვის და არა იმისათვის, რომ ვუყუროთ მას, როგორც ისტორიულ, ან კულტურულ ძეგლს. ამ ბოლო დროს გავრცელდა ხმა, რომ ბევრი დარღვევაა ბაგრატის ტაძრის რესტავრაციაში. რამდენიმე ხნის წინ ვიყავი საფრანგეთში. შევხვდი იუნესკოს პრეზიდენტს, რომელთანაც მქონდა საუბარი ბაგრატის ტაძარზე. მინდა დავეთანხმო იმ კრიტიკოსებს, რომლებიც აკრიტიკებენ ამ რესტავრაციას. ბევრი რამ არის არასწორად გაკეთებული. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ რესტავრაცია კეთდება საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე. ამიტომ მე გავეცი ბრძანება, რომ დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში. ჩვენ გვექნება შეხვედრები იუნესკოს წარმომადგენლებთან. ასევე, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ საქმეში კომისია, რომელიც მუდმივად მუშაობს საქართველოს საპატრიარქოში. დღეიდან უნდა შეწყდეს ეს მუშობა მანამ, სანამ არ იქნება გარკვეული ყოველი დეტალი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება და მივიღებთ ისეთ ტაძარს, რომელიც საჭიროა ჩვენთვის,”-აღნიშნა უწმიდესმა.

ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია 2009 წელს დაიწყო და მისი საზეიმო გახსნა 2012 წლის შემოდგომაზე იყო დაგეგმილი. თავდაპირველი პროექტი, რომლის ავტორი არქიტექტორი ივანე გრემელაშვილია, საპატრიარქომ მოიწონა. თუმცა, ტაძრის რესტავრაცია ისე წარიმართა, რაც პროექტით არ იყო გათვალისწინებული. ტაძრის რესტავრაცია თანამედროვე ელემენტების გამოყენებით მიმდინარეობს, რაც ექსპერტების შეფასებით, ძეგლს მხატვრულ-ისტორიულ ღირებულებას უკარგავს. არქიტექტორი ივანე გრემელაშვილი კი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი