მთავარი » კულტურა

“ბაღდათობა 2016”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.10.2016 | 688 ნახვა

ქალაქ ბაღდათში სახალხო დღესასწაული “ბაღდათობა 2016” (27 ოქტომბერი) მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელ ობჩაში ყოფილი ღვინის ქარხნის შენობაში არქეიდის პროექტის ფარგლებში ქვილთის (ტექსტილის) ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. დამთვალიერებელს პირველად მიეცა საშუალება აღნიშნული ნამუშევრები ენახა.

მუნიციპალიტეტის ცენტრში ეთნოკუთხეები მოეწყო, ბაღდათის ფოლკლორულმა ჯგუფებმა და ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა კი ერთობლივი კონცერტი გამართეს. დასახელდა ბაღდათის 5 საპატიო მოქალაქე, ბაღდათობა მათ სპეციალური სიგელები და ჯილდოები გადაეცათ.

“ბაღდათობა 2016”-ის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსების პოპულარიზაციის მიზნით, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის გიორგი დვალაშვილისა და ბაღდათის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ცენტრის მენეჯერის გოჩა ხორავას ავტორობით ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქართულ და ინგლისურ ენოვანი გზამკვლევი დაიბეჭდა. გზამკვლევი შედგება მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ მოკლე ინფორმაციისაგან, აგრეთვე გზამკვლევში წარმოდგენილია ბაღდათის მუნიციპალიტეტის საინტერესო ადგილების ფოტოსურათები. გზამკვლევის შიდა ნაწილში განთავსებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის ინგლისურ ენოვანი ტურისტული რუკა.

ბაღდათობის სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა გზამკვლევის ავტორებმა ტურისტებთან ერთად, ერთ-ერთი სიანტერესო მარშრუტის საირმე-“წითელი მინდორი”-ქვასაყდარას შეფასებით გააგრძელეს, ბაღდათობა ბუკლეტის პრეზენტაცია მოხდა კემპინგ “ქვასახტარაზე” ასებულ კოტეჯში. კემპინგი “ქვასაყდარა” 2015 წელს “აწარმოე საქართველოს” პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, იგი სახელმწიფომ 10 000 ლარით დააფინანსა. ქვასაყდარიდან 0,5 კმ მოშორებით დიდმაღალას მთა, სადაც პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათა მოციქულმა აღმართეს რკინის ჯვარი, ეს გახლავთ საირმე-აბასთუმნისა და ზეკრის ხეობის გზა-გასაყარი. აღსანიშნავია საქართველოს პრემიერის ინიციატივა ქუთაისი-აბასთუმანი-ბენარას გზის მონაკვეთის აღდგენის შესახებ, რაც ყველაფერთან ერთად ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ქვასაყდარას ტურისტული პოტენციალიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ აქ მდებარეობს ე.წ “ძაბრი” სადაც იმერეთის ტერიტორიიდან გადამფრენი ფრინველების მიგრაცია ხდება სამცხე-ჯავახეთის გავლით თბილი ქვეყნებისაკენ, ბაღდათობა განსაკუთრებით აგვისტო-ოქტომბერში. ბერდვოჩერებისათვის (ორნეტოლოგები) არის იდეალური ადგილი, რადგანაც ძირითადად მიგრირებენ სხვადასხვა მტაცებელი ფრინველები, რომელიც ყველაზე მეტ ინტერესის სფეროს წარმოადგენენ. აქვე იმართება სხვადასხვა ზეიმი. ყოველი წლის 9 აგვისტოს ქვასაყდარას მიდამოებში მთის დღესასწაული იმართება. დამეგობრებული მუნიციპალიტეტების ბაღდათისა და ადიგენის შემოქმედებითი ჯგუფების ერთობლივი ღონისძიებები ტარდება, ღონისძიებას მომავალი წლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტიც შემოურთდება. ქვასაყდარას მონახულება ზამთრის თვეშიც შესაძლებელია. მიმდებარე საინტერესო ადგილების ხედებიც კარგად იშლება.

ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მთა დიდმაღალი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.