მთავარი » სხვადასხვა

ბადრიჯანი პომიდვრით – ტრაპეზი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.01.2017 | 5,328 ნახვა

badrijani pomidvrit

სამარხვო რეცეპტები

მასალა:

10 ც. ბადრიჯანი;
4 ც. პომიდორი;
პილპილი;
4 კბილი ნიორი;
ზეთი;
უცხო სუნელი;
მარილი.

მომზადების წესი

ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ან გრძელ ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 2 საათის განმავლობაში. შემდეგ გავავლოთ წყალში, დავწრიტოთ, ხელით გავწუროთ და შევწვათ ადუღებულ ზეთში. პომიდორს გავაცალოთ კანი, დავჭრათ წვრილად ან გავხეხოთ, დავუმატოთ: პილპილი, მარილი, ჩაჭყლეტილი ნიორი, ზეთი, უცხო სუნელი და ვადუღოთ 10-15 წუთი. როცა გამზადდება, მოვასხათ შემწვარ ბადრიჯანს და ავურიოთ.

ასე მომზადებული ბადრიჟნის შენახვაც შესაძლებელია, თუ რა თქმა უნდა შენახვის წესები იქნება დაცული.

ავტორი: ირმა ტუხაშვილი
წიგნი “სამარხვო რეცეპტების კრებული”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი