მთავარი » ჯანმრთელობა

რა სამკურნალო თვისებები აქვს ბაბუაწვერას?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.10.2017 ერთი კომენტარი | 7,680 ნახვა

ბაბუაწვერა (ლათ . Taraxacum) — მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს. მრავალწლოვანი მცენარე 10-50 სმ. სიმაღლისაა. ბაბუაწვერა ფესვი მრავალღერძიანი კარგად განვითარებული, რომლის სიგრძე 60 სმ-ს აღწევს. აქვს ფესვის ყელთან შეკრებილი ფრთისებრ დანაკვთული ფოთლები. საყვავილე ღერო უფოთლოა. ყვავილები ყვითელი ან ვარდისფერია, იშვიათად მეწამული, ნაყოფი — თესლურა.

ბაბუაწვერას 100 სახეობაა ცნობილი. საქართველოში გვხვდება 9, მათგან 4 კავკასიის ენდემია.

ბაბუაწვერა ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. მისი ფესვები შეიცავს ტრიტერპენის შენაერთებს, ინულინს, ქოლინინს, ნიკოტინის მჟავას, ცვილს, კაუჩუკს, ცხიმს, ფისებს…

ბაბუაწვერას ფესვის ნაყენს იყენებენ კუჭნაწლავის მოქმედების გასაუმჯობესებლად, ნაღვლმდენ საშუალებად, ბუასილის სამკურნალოდ, როგორც მადის მომგვრელ საშუალებად და ა.შ. ნედლი ფოთლები და წვენი გამოიყენება ათეროსკლეროზის, ანემიის და კანის დაავადებებისას.

საქართველოში ბაბუაწვერა თითქმის ყველგან გვხდება. ის არ მოითხოვს განსაკუთრებულ პირობებს, ამიტომ მისი გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი