მთავარი » ხატები და ფრესკები

ახტირის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.05.2011 3 კომენტარი | 4,261 ნახვა

(02.07)

ახტირის ღვთისმშობელიქალაქ ახტირში უძველესი დროიდან არსებობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სამრევლო ეკლესია. აქ 1739 წლიდან ქველმოქმედი და ღვთისმოსავი მღვდელი დანიელ ვასილიევი მოღვაწეობდა. ერთხელ ის თავის ბოსტანში თიბავდა. მაგრამ ცელის ორჯერ მოქნევაც ვერ მოასწრო, რომ ბალახში შენიშნა ხატი, რომელზეც ღვთისმშობელი ჯვარცმული უფლის წინაშე ლოცულობდა და გამოუთქმელი სინათლით იყო გაბრწყინებული. ღვთისმოსაური შიშით შეპყრობილმა მღვდელმა პირჯვარი გადაისახა და ღვთისმშობლის ლოცვის კითხვა დაიწყო, მხურვალედ ილოცა, ხატის წინაშე სამი დიდი მეტანია აღასრულა, ის სახლში წაიღო და საპატიო ადგილას მოათავსა.

სამი წლის განმავლობაში ხატი მის სახლში იმყოფებოდა, შინაურებმა შენიშნეს რომ რაღაც გარკვეული შიშის გამო იმ ოთახში, სადაც ხატი იმყოფებოდა, ღამის გათევა შეუძლებელი იყო. სამი წლის შემდეგ საფარველის დღესასწაულზე მღვდელი ოთახში შევიდა და ისე მოულოდნელად, როგორც პირველად, განაცვიფრა ხატიდან გარდამომავალმა ძლიერმა სინათლემ. ეს მოვლენა რამდენჯერმე განმეორდა, მაგრამ ის ლოცულობდა და არავის არაფერს ეუბნებოდა. ერთხელ მას სიზმრად ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბძანა, რომ ხატი მტვრისგან გაესუფთავებინა, სუფთა წყლით განებანა და საბურველი ჩამოეფარებინა. მღვდელმა გამოიღვიძა, ხატს სასწრაფოდ მტვერი მოაცილა და წყლით განბანა. ნაბანი წყალი ჭურჭელში შეაგროვა და დილისთვის მის მდინარეში გადაღვრას აპირებდა. როდესაც დაიძინა, ესიზმრა, რომ მდინარისკენ მიდიოდა და წყლიანი ჭურჭელი გადასაღვრელად მიჰქონდა, გზად ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: “სახლში დაბრუნდი და შეინახე ეს წყალი, ის ციებით შეპყრობილებს განკურნავს”. მღვდლის ქალიშვილს დიდი ხანია ციება ტანჯავდა. გაღვიძებისთანავე მას დასალევად ეს წყალი მისცეს და მაშინვე განიკურნა. ამის შემდეგ ყველა ციებით შეპყრობილი მიმართავდა ღვთისმშობელს და წყლის დალევისთანავე განიკურნებოდა. ხატი მღვდლის სახლში კიდევ სამი წლის განმავლობაში დარჩა.

მღვდელა შენიშნა, ხატზე საღებავს ბზარები უჩნდებოდა, ხატმწერი მოიწვია და მისი შეკეთება მიანდო. ხატმწერმა ის სახლში წაიღო და საპატიო ადგილას მოათავსა. სურდა, მუშაობას ორი დღის შემდეგ შესდგომოდა, მაგრამ ღამით მისგან გამომავალი ხმა მოესმა: “ადექი, ხატის უკან დაბრუნების დრო დადგა. უკეთესად შენ მას ვერ შეაკეთებ”. შეშინებულმა ხატმწერმა გამოიღვიძა, გათენებისთანავე ხატი მღვდელს დაუბრუნა და მისგან სმენილი ხმის შესახებ უამბო. როდესაც ეს სასწაული შეიტყო, მღვდელმა ამჯობინა, ხატი წაეღო თავის სამრევლო ეკლესიაში, სადაც ის სასწაულებრივი ძალით გაბრწყინდა. ხატმწერ იოანეს, რომელსაც ეს ხატი უნდა შეეკეთებინა, ციებით გატანჯული ყრმა ჰყავდა, როცა ახტირის ღვთისმშობლის წყლის სასწაულებრივი ზემოქმედების შესახებ შეიტყო, ხატი განბანა და წყალი დაალევინა ბავშვს, რომელიც მაშინვე გამოჯანმრთელდა.

ისინი, ვინც რწმენით მიმართავდნენ ღვთისმშობელს, სასწაულებრივად განიკურნებოდნენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი ისტორიულად სარწმუნო გადმოცემა. გენერალ ვეიდერის მეუღლე ელისაბედი ახტირში ჩამოვიდა და მხურვალედ ევედრებოდა ღვთისმშობლის ხატს, რომ სნეულებისგან განეკურნა, მომდევნო ღამეს მან სიზმრად იხილა და მოისმინა მისი ბრძანება: “ტყუილად ითხოვ განკურნებას, ეს შენთვის საჭირო არ არის, შენ ჩქარა დატოვებ ქვეყანას. შენი ქონება ეკლესიებს და ღარიბებს გაუყავი. ასეთი მსხვერპლი შენი სულისთვის სასარგებლო იქნება”. სნეულმა უპასუხა: “ღვთისა დედაო, მე შვილები მყავს და თუ მთელ ქონებას დავარიგებ, ისინი სიღატაკესა და სიღარიბეში დარჩებიან”. ამაზე დედა ღვთისამ მიუგო: “ნუ ზრუნავ შვილებზე, მე მუდამ მათი მფარველი ვიქნები, ხოლო შენ ხუთი დღის შემდეგ გარდაიცვლები, ამიტომ განსვლისათვის მოემზადე და ღარიბებსა და ეკლესიებს შოროს ქონების გაყოფა ისწრაფე, რათა შენი ხსნისათვის ილოცონ”. ამის შემდეგ დედა ღვთისა გაუჩინარდა, ავადმყოფმა გამოიღვიძა, სულიერი მოძღვარი იხმო და მას თავისი ხილვა და ღვთისმშობლის სიტყვები გადასცა. ხუთი დღის შემდეგ მშვიდობით აღესრულა. როდესაც იმპერატრიცა ეკატერინე II ამ სასწაულებრივი მფარველობის შესახებ შეიტყო, ღვთისმშობელმა რომ მომაკვდავის შვილებს აღუთქვა, მისი ორი ქალიშვილი თავისი მზრუნველობის ქვეშ აიყვანა და გაათხოვა ისინი. ერთი ცოლად გაყვა გრაფ პალენსს, ხოლო მეორე- გრაფ ჩერნიშევს.

სასწაულთმოქმედი ხატი ხარკოვის გუბერნიაში, ქალაქ ახტირის საკათედრო ეკლესიაში იმყოფება. მასზედ გამოსახული ღვთისმშობელი ჯვარცმის წინაშე ლოცულობს.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი