მთავარი » ახალი ამბები

ახალშობილთა პოპულარული სახელები 2012 წელს

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 30.07.20126 კომენტარი | 17,092 ნახვა

როგორია საქართველოში ახალშობილებისთვის სახელების შერჩვის ტენდენცია?

ბავშვი 2012 წელს ყველაზე პოპულარული სახელებია გიორგი და ნინო. გასულ წელს კი, გოგონებს ყველაზე ხშირად მარიამს არქმევდნენ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა, 2012 წლის სტატისტიკის მიხედვით, ვაჟების პოპულარული სახელებია: გიორგი – 1583, მას სიმრავლით არ ჩამოუვარდება ნიკოლოზი – 1521.

ასევე, გავრცელებული სახელებია: ლუკა – 955, ანდრია – 839, საბა – 835, დავითი – 801, ალექსანდრე – 773, მათე – 327, დიმიტრი – 295, გაბრიელი – 275, ირაკლი – 220, ილია – 210, ზურაბი – 206, დაჩი – 164, თეიმურაზი – 136, ცოტნე – 136, ლევანი – 131, ივანე – 130, ლაზარე – 126, თორნიკე – 116.

ახალშობილი გოგონების პოპულარული სახელებია: ნინო – 2523, მარიამი – 1669, ბარბარე – 979, ანასტასია – 939, ანა – 910, ელენე – 872, ელიზავეტა – 588, ნია – 365, თამარი – 346, ნატალია – 322, თეკლე – 265, სალომე – 255, ქეთევანი – 251, ლია – 200, ანამარია – 158, თათია – 131, სოფია – 127, ნანა – 125, ეკატერინე – 104, თინათინი – 103.


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

6 კომენტარი »

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი," - ილია II.