ახალი ღვინის ფესტივალი 2016
14 მაისს, მთაწმინდის პარკში, ღვინის კლუბის ორგანიზებით უკვე მეშვიდედ ჩატარდა ახალი ღვინის ფესტივალი. 11:00-დან 18:00 საათამდე მცირე / ოჯახურმა (102 მარანი), საშუალო და დიდმა მეღვინეობებმა (78 ღვინის კომპანია) საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს წარუდგინეს 2015 წლის მოსავლის ღვინოები.
ახალი ღვინის ფესტივალი 2016 ტრადიციულად ქვევრის საზეიმო გახსნით დაიწყო.
ფესტივალის მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზბენდი, „ბენდი ნალი“ და ფოლკლორული ანსამბლი “დიდგორი”; ბენდი “Tango Vagabundo’ (მოხეტიალე ტანგო).
ფესტივალში მონაწილე ღვინის კომპანიებს საზეიმოდ გადაეცათ ღვინის კლუბის სიმბოლო “ელიბო”.
ფესტივალზე გათამაშდა საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრები.
ღვინის კომპანიებთან ერთად ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნა სხვა კომპანიები და მეწარმეები.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალი გახლდათ.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.