“ახალგაზრდამ მაგრად უნდა ჩასჭიდოს ხელი საჭეს, პირჯვარი გადაისახოს და შიში არაფრისა ჰქონდეს”

წმიდა პაისი ათონელი
“ღმერთი არ მოითხოვს თანამედროვე ადამიანისგან ისეთ სიწმინდეს, რასაც უძველეს ეპოქაში მოითხოვდა იმ ქრისტიანისგან, რომელსაც უმანკოებაში სურდა ეცხოვრა. საჭიროა ცივსისხლიანობა, ყმაწვილმა უნდა გააკეთოს ის, რასაც შესძლებს: იღვაწოს და ცოდვის მიზეზებს გაექცეს. დანარჩენში ქრისტე დაეხმარება, სულში დანთებული საღმრთო მოშურნეობა იმდენად ცეცხლოვანია, რომ ძალა შესწევს, სხვა ყველა დანარჩენი სურვილი და უღირსი სახე დაწვას. როცა ადამიანში ეს ცეცხლი აალდება, მაშინ იგი იმ საღმრთო სიტკბოებასაც შეიგრძნობს, რომელიც ვერ გაუტოლდება ნებისმიერ სხვა სიტკბოებას. იგი, ვინც ეს ზეციური მანანა იგემა, ველური „ხისა მის რქისა“ (ლუკ. 15,16), ნაყოფის სიტკბოებას არაფრად ჩააგდებს. ამიტომ ახალგაზრდამ მაგრად უნდა ჩასჭიდოს ხელი საჭეს, პირჯვარი გადაისახოს და შიში არაფრისა ჰქონდეს.”
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.