მთავარი » პოპულარული

ახალგაზრდა ფოტოგრაფთა გამოფენა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.05.2010 | 1,563 ნახვა

ლეკვებით ხელშიგალერეა “9”-ში სტუდია მაესტროს სკოლა-სახელოსნოს, ფოტოხელოვნების კურსის პირველი გამოშვების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე 13 კურსდამთავრებულის ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი.

იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): “თუ ვთქვათ, ეკონომიკაში, პოლიტიკურ აზროვნებაში და ბევრს სხვა სფეროში ჩამორჩენილები ვართ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი თაობა, ზოგადად კი ქართველობა ამ სფეროში განსაკუთრებულ ნიჭიერებას ვიჩენთ. ახალგაზრდა თაობაშიც დიდია დაინტერესება, მათ ხელოვნების არსს ვასწავლით. შეიძლებოდა კურსადმთავრებულებს უკეთესი ნამუშევრებიც შეექმანთ, მაგრამ დღევანდელი გამოფენით წახალისდებიან და ვიმედოვნებ, ნიჭს მომავალში გამოავლენენ”.

სოფიო ჯაფარიძე: “პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, ფოტოების გადაღება კი ერთგვარად ადამიანების ფსიქოლოგიის შესწავლაში მეხმარება. თითოეული წამის შეჩერება ეს ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროფესიას საფუძვლიანად დაეუფლო. დღევანდელი გამოფენა კი სტიმულის მომცემია, მომავალში უკეთესი ფოტოების გადასაღებად”.

სანდრო შიშმანაშვილინელიკო ფანცულაია: “ფოტოგრაფია ჩემთვის ჯერჯერობით ჰობის დონეზეა. მომავალში რა იქნება არ ვიცი. დიდი ხანია ფოტოებს ვიღებ, მაგრამ სერიოზულად და პროფესიული კუთხით ფოტოების გადაღებას არ ვუდგებოდი. სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ კი უფრო ღრმად შევისწავლე ის ტექნიკური მხარე და დანიშნულება, რაც ფოტოგრაფიას ხელოვნებაში აკისრია. შევეცდები, სხვადასხვა ფოტო-კონკურსებში აქტიური მონაწილეობა მივიღო, ეს პროცესი ძალზედ სასიამოვნო და საინტერესოა”.

კურსდამთავრებულებს ფოტოხელოვნების კურსის წარმატებით დასრულებისათვის სერთიფიკატები გადაეცათ.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი