მთავარი » პოპულარული

ახალბედა ხელოვანის გამოფენა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.06.2010 | 2,169 ნახვა

ჩანთები12 ივნისს გალერეაში “აკადემია+” მარი ცხვედიანის ხელთნაკეთი ჩანთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. სულ წარმოდგენილი იყო 22 ჩანთა, რომელთა ფასი 80 დან 160 ლარამდე მერყეობდა.

ამბიონი” გამოფენის ავტორს, მარი ცხვედიანს გაესაუბრა:

გვესაუბრეთ თქვენი პროფესიის შესახებ.

– ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში, მაგისტრატურაში, ინტერიერ-დიზაინის განხრით. დაახლოებით სამი წელია, რაც ჩანთებს ვაკეთებ.

რა დროს ანდომებთ ჩანთების დამზადებას?

– აქ წარმოდგენილი ჩანთები არის წელიწადნახევრის ნამუშევარი. სულ წარმოდგენილია 22 ჩანთა. კოლექცია არის ჭრელი, რაც მიღწეულია განსხვავებული მასალის გამოყენებით. გამოყენებულია კრუჟაო, ატლასი, ნაქსოვები. პატარ-პატარა თექის დეტალები.

მარი ცხვედიანირატომ გადაწყვიტეთ ჭრელი კოლექციის გაკეთება?

– როდესაც ხელოვანი რამეს ქმნის, იქნება ეს ნახატი, ჩანთა, თუ სხვა რამ, ავლენს მის შინაგან მხარესაც. ასევე ჩემს შემთხვევაშიც, ალბათ, ჭრელად აღვიქვავ ცხოვრებას. ეს გახლავთ ჩემი პირველი გამოფენა, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, ვფიქრობ კარგად ჩაიარა.

თქვენ ასევე ხატავთ და ხომ არ ემზადებით ნახატების გამოფენისთვის?

– მიფიქრია ამ საკითხეც, მაგრამ ჯერ ადრე მგონია. მომავალში რა იქნება, არ ვიცი.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი