მთავარი » ქრისტიანობა

აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობასთან დაკავშირებით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.05.2016 | 1,682 ნახვა

საპატრიარქო 17 მაისს, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს, აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს „ამბიონი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ა.წ. 17 მაისს, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, შემობრძანდება აწყურის ღვთისმშობლის ხატი.
უკვე მეორე წელია, რაც ამ ხატით 7-დღიანი მსვლელობა ხორციელდება ხოფიდან (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) თბილისამდე. წირვა-ლოცვები აღევლინება ბათუმში, ხულოში, აწყურში, ბორჯომში, სურამში, ხაშურში, გორში, სვეტიცხოველში.

თბილისში ხატით მსვლელობა დაიწყება შუადღისას, 12:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისაკენ, სადაც უწმინდესი და უნეტარესი ილია II გადაიხდის პარაკლისს და ერს დალოცავს.

საპატრიარქო

ეს მსვლელობა არის საქართველოს ეკლესიის ახალგაზრდული ცენტრის „დავითიანის“ მიერ ორგანიზებული და მას აქვს მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვითი დატვირთვა.

სასურველია, რომ მრევლმა თან იქონიოს მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმ. ანდრია პირველწოდებულის ხატები (ან რომელიმე მათგანი), რადგან წმ. ანდრია პირველწოდებული, იესო ქრისტეს კურთხევით, გამოაგზავნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა საქართველოში და გამოატანა აწყურის ღვთისმშობლის სახელწოდებით ცნობილი თავისი ხატი, რომელიც ფიცარზე ღვთისმშობლის სახის მიდებით გამოისახა. ეს ხატი საუკუნეების მანძილზე დაბრძანებული იყო აწყურში და მისი სასწაულთმოქმედი ძალა და მადლი აქედან ეფინებოდა ჩვენს ქვეყანას.
იგი არის მაცხოვრის მიერ ჩვენს შემწედ და მცველად მოვლენილი პირველი უდიდესი სიწმინდე და მისდამი განსაკუთრებული პატივისცემა უნდა აღდგეს ჩვენს ერში“, – ნათქვამია განცხადებაში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი