მთავარი » ჯანმრთელობა

რა უნდა გავაკეთოთ ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.07.2018 | 1,234 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6939 ავტო-საგზაო შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც 8%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 581 და 9951 ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო მართალია, 2015 წელთან შედარებით დაღუპულთა რაოდენობა შემცირდა 3%-ით, თუმცა დაშავებულთა რაოდენობამ მოიმატა 8%-ით.

ოფიციალური მონაცემებით, საგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზი ტრანსპორტის არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა და ასევე, ქვეითების ბრალეულობით გამოწვეული შემთხვევებია.

ავტომანქანის მართვის დროს გაითვალისწინეთ:

ნებისმიერი მობილური ტელეფონის, სატელიტური ნავიგაციის ან მსგავსი მოწყობილობის გამოყენება იწვევს მძღოლის ყურადღების გაფანტგვას. ეს კი საფრთხეს უქმნის, როგორც გზით მოსარგებლეს ასევე თავად მძღოლს.

ფაქტები:

კვლევებით დადასტურებულია, რომ ავტოტრანსპორტის მართვისას მობილური ტელეფონით სარგებლობა აქვეითებს მძღოლის რისკების შეფასებისა და ადექვატური რეაგირების უნარს;

შემოსული ზარი თუ ტექსტური შეტყობინება ფრთხილ და გამოცდილ მძღოლსაც კი, უქვეითებს კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარს;

რჩევები

გამორთე მობილური მანქანის დაქოქვამდე!

მანქანის მართვისას თავი აარიდე ზარების პასუხს ყურთსასმენიანი ტელეფონის სარგებლობის შემთხვევაშიც კი!

გაითვალისწინე, სატელეფონო ზარი იწვევს საგზაო მოძრაობიდან მძღოლის ყურადღების გადატანას!

მობილურის გამოყენებამდე გააჩერე მანქანა უსაფრთხო ადგილზე!

არ დაურეკო სხვას, როცა ის მართავს მანქანას!

მაშინაც კი, როცა ზარის ადრესატი 112 ან 999-ა, ეცადე ისარგებლო პორტატული ტელეფონით!

საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილემ: ქვეითმა, მგზავრმა, მძღოლმა უნდა გაითავისოს პასუხისმგებლობა, დაიცვას კანონი და თავისი არასწორი ქმედებით საფრთხე არ შეუქმნას არც საკუთარ თავს და არც სხვას.

შენი გულისთვის შენი უსაფრთხოებისთვის!


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი