მთავარი » სხვადასხვა

ავღნიშნავ თუ აღვნიშნავ? ავღწერ თუ აღვწერ?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.09.2017 2 კომენტარი | 71,138 ნახვა

სწორია

ქართულში მიღებული წესის მიხედვით, ზმნის ფუძეზე დართულ სხვადასხვა ნიშანს შორის ყველაზე წინ სწორედ ზმნისწინი დაისმის (აქედან მოდის მისი სახელწოდებაც). მას მოსდევს პირის ნიშნები, შემდეგ კი – სხვა დანარჩენი (მაგალითად: მი-ვ-უ-ახლოვდი, და-მ-ი-რეკა). ეს ზოგადი წესია და ყველა ზმნისწინი მას ემორჩილება.

მაგრამ ერთ-ერთი ზმნისწინის, კერძოდ, აღ– ზმნისწინის ხმარებისას პირველი პირის ფორმებში ეს ორი ასო ზოგიერთი ჩვენგანის მეტყველებაში ითიშება და მათ შორის პირველი პირის – ნიშანი ჩაისმის, ასე: ავღნიშნავ, ავღნუსხავ, ავღწერ, ავღზრდი… ყველა ეს ფორმა შეცდომით არის ნახმარი. მათ ნაცვლად უნდა იყოს:

აღვნიშნავ, აღვნუსხავ, აღვწერ, აღვზრდი.

ერთდაერთი გამონაკლისი, სადაც ახალ ქართულში დიდი ხნის დამკვიდრებულია უკუწყობა, ე. ი. ჯერ პირველი პირის – ნიშანი გვაქვს, შემდეგ კი აღ– ზმნისწინი, არის ვაღიარებ ზმნა. ძველ ქართულში პირიქით იყო: I პირის – ნიშანი მოსდევდა აღ– ზმნისწინს და გვქონდა აღვიარებ (ამ ფორმით ხმარობდა კიდეც მას კ. გამსახურდია თავის ისტორიულ რომანებში კოლორიტის შესაქმნელად). დღეს ეს ფორმა ანაქრონიზმადაა ქცეული და ერთდაერთი სწორი ფორმაა ვაღიარებ (ვაღიარე).

ყველა დანარჩენი აღ– ზმნისწინიანი ზმნის პირველი პირის სწორია ფორმებია:

აღვნიშნავ

აღვწერ

აღვნუსხავ

აღვზრდი…

მოამზადა ტყებუჩავა ანამ

წყარო: აფრიდონიძე, შუქია. ჩვენი ენა ქართული. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009, გვ. 119


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • jesse james says:

    მადლობა უღმესი : )

  • Liana Hoffmann says:

    Gamowikenot interneti saszawleblad,rom miwzet schwilebs magaliti,amowzerot aktualuri muchli sachar-ebidan,eva-ngeliumidan,bi-bliidan, schewzirot upal mschwerpli da wtchowot gwaszawle upalo szori lozwa,upali kowelschia da ara kwelaschi-kweli ara,pikrschi rom zachwalt -esupalia getschurtschuleba,gamoechmiane:ieso christe schen chom tschemi megobari char,rogorz kowelis AR GIK- WAR-WAR.ibanawet nachschirschi,marilschi da zetschi,rom ganizmindot, tschamet nachschiri. Schekarit 33 zikli kowelzliuri schezirwit,roza mse schedis kalzulis tanawarskwlawedschi, es aris tschweni jeso kriste. Mschwildosanis tanawarskwlawedi aris SAMI PIRAMIDA EGWIPTESCHI. Zaikitchet erudolp steineri, gawchdet kargi christianebi.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი