Home » Archive by Author

Articles by თეონა ნოზაძე

24 მარტი-მიცვალებულთა ხსნების დღე

23.03.2012 – 23:14 | 1,861 ნახვა

დიდმარხვის მეოთხე შაბათს (2012 წელი – 24 მარტი) მიცვალებულთა ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღეს მართლმადიდებლურ ტაძრებში მიცვალებულთა მოსახსენიებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი სრულდება. ტაძარებში მორწმუნეებს საკურთხი მიაქვთ, რომელიც პანაშვიდზე იკურთხება.
პანაშვიდის გადახდა მიცვალებულის სულისთვის აუცილებელია.
მართლმადიდებელი …

პატრიარქი თურქეთში ქართული ტაძრების აღდგენის იმედს გამოთქვამს

23.03.2012 – 20:48 | 1,766 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აწუხებს ქართული ტაძრების მდგომარეობა თურქეთში, რომლებიც დანგრევის პირასაა. პატრიარქი იმედოვნებს, რომ საქართველოს თურქეთში ქართული ტაძრების აღდგენის შესაძლებლობა მიეცემა. ქართულ მხარეს …

ქუთაისში მასწავლებლის სახლი გაიხსნა

23.03.2012 – 14:50 | 2,034 ნახვა

კიდევ ერთი მასწავლებლის სახლი საქართველოში – ქუთაისის მასწავლებლის სახლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა იმერეთის გუბერნატორთან ლაშა მაქაცარიასთან და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენრტის დირექტორთან, გია მამულაშვილთან ერთად გახსნა.

23 მარტი – მსოფლიო მეტეოროლოგიის დღე

22.03.2012 – 22:15 | 1,817 ნახვა

ყოველი წლის 23 მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) 189 ქვეყანასთან ერთად ერთი თემის გარშემო ერთიანდება. წელს მეტეოროლოგიის მსოფლიო დღის თემაა – “ამინდი, კლიმატი და წყალი მომავლისათვის.”
გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური …

საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

22.03.2012 – 15:14 | 3,150 ნახვა

საქართველოში დღეს მიწისძვრის შემთხვევა დაფიქსირდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ინფორმაციით
მიწისძვრის ეპიცენტრი წალენჯიხიდან 12 კმ-ში, კურორტ სქურში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3,6 მაგნიტუდა იყო. შემთხვევა 13:11 საათზე მოხდა.
მიწისძვრის ბიძგები მოსახლეობამ შეიგრძნო, თუმცა სეისმოლოგოგების …

ფიზიკა-მათემატიკური სკოლა კახეთში

22.03.2012 – 14:56 | 1,373 ნახვა

ახალი სასწავლო წლიდან თელავში ფიზიკა-მათემატიკის სპეციალიზირებული სკოლა გაიხსნება. სკოლა თელავის № 3 საჯარო სკოლის ბაზაზე ამოქმედდება და მას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ყველა საჭირო ინვენტარით და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით აღჭურვილი ახალი თანამედროვე სკოლა …

ტექნიკური უნივერსიტეტი ანტინარკოტიკულ კამპანიაში

22.03.2012 – 14:38 | 1,401 ნახვა

საქართველოში მიმდინარე ანტინარკოტიკულ კამპანიაში უმაღლესი სასწავლებლები ერთვებიან. დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ანტინარკოტიკული აქცია, სიმბოლური სახელით – “sport VS drugs” გაიმართა.
კამპანიის ფარგლებში, ერთმანეთის პარალელურად შეჯიბრი მხიარულ …

სათაფლიის ნაკრძალთან ეკო-მაღაზია დაარსდება

21.03.2012 – 16:36 | 2,222 ნახვა

გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის ინფორმაციით სათაფლიის ნაკრძალთან ეკო-მაღაზია დაარსდება.
ეკო-მაღაზიაში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი გაიყიდება, რაც ხელს შეუწყობს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, დასაქმებას, ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნებას და ეკო-ტურიზმის განვითარებას. დაცული ტერიტორიების …

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

21.03.2012 – 01:57 | 9,395 ნახვა

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ამ დაავადების მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი …

წმიდა წერილი – ადამიანის სულიერი საზრდო

20.03.2012 – 00:16 | 4,030 ნახვა

“ლოცვისას ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთთან, წმიდა წერილით კი ღმერთი გვესაუბრება”.
ნეტარი ავგუსტინე
წმიდა წერილის მნიშვნელობის შესახებ “ამბიონს” დმანისის სიონის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე ესაუბრა: “ადამიანები ღვთის სახლში მოვდივართ, რათა ვადიდოთ უფლის სახელი და მეტად დავუახლოვდეთ მას. …

რა იწვევს ნაადრევ ჭაღარას?

16.03.2012 – 23:20 | 28,003 ნახვა

რა არის ჭაღარის გაჩენის მიზეზი და როგორ ვებრძოლოთ მას? “ამბიონს” ესაუბრება ექიმი-დერმატოვენეროლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე (კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი):
“თმის ფერი პირდაპირ დამოკიდებულებაშია პიგმენტ მელანინის ხარისხსა და რაოდენობაზე,რომელიც თმის ბოლქვშია განლაგებული. ბოლქვები ასინთეზირებენ თმის პიგმენტებს: …

მინის ფოტონეგატივები ელექტრონულ ფორმატში

16.03.2012 – 09:37 | 1,220 ნახვა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული, სხვადასხვა ზომის მინაზე შესრულებული ფოტონეგატივები, რომელიც ეროვნულ საარქივო ფონდს მხოლოდ ამ ფორმატში შემორჩა, ციფრულ მატარებელზე გადავა და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
ეროვნული არქივის ფოტოსაცავი მოიცავს ფოტოს პოზიტივებს, ნეგატივებს, სლაიდებს. …

“ჯვარს სიწმინდე ქრისტეს ვნებამ მოუტანა”

14.03.2012 – 16:29 | 3,389 ნახვა

“ჯვარი ქრისტესი ის შუაგულია, რომელზეც ჩვენი წმიდა სარწმუნოების ყველა სწავლება და ჭეშმარიტება იკრიბება და ერთდება. ჩვენი დაცემა და აღდგომა. ცოდვა და მადლი, მართლმსაჯულება და მოწყალება – ეს ყოველივე ჯვარზე იკითხება.”
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ჯვრის არსისა …

ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი “ღირს არსი”

14.03.2012 – 15:08 | 7,426 ნახვა

ტროპარი: სამართლად კადნიერებით მოვილტვით მოწყალისა ხატისა შენისა მომართ, ღუთისმშობელო და ლმობიერებითა ვხმობთ მისდა მომართ: გარდამომივლინენ მდიდარნი წყალობანი შენნი: განამტკიცე ეკლესიაჲ ჩუენი, კეთილდღეობანი კაცთანი დაიცევ და იხსენ ქუეყანაჲ ჩუენი ყოვლისაგან გარემოდგომილებისა, ერსა ამას მშვიდობაჲ მოჰმადლე და …

მონაზვნობის მსურველთათვის

14.03.2012 – 13:49 | 14,639 ნახვა

“მონაზვნები ჩვენი ეკლესიის მეკავშირეები არიან, ისინი განეშორებიან მიწიერ დაბრკოლებებს, რათა მუდმივი ლოცვითი კავშირი იქონიონ ღმერთთან და შეეწევიან სხვა ადამიანებს”.
ბერი პაისი ათონელი
როგორ ჩაეყარა საფუძველი მონასტრულ ცხოვრებას, რატომ მიდიან და რა უნდა გაითვალისწინონ მონასტერში წასვლის მსურველებმა? გვესაუბრება …