Home » Archive by Author

Articles by თათია ნავროზაშვილი

“ხატმწერს უფალი აწერინებს ხატს”

27.10.2010 – 06:05 | 3,993 ნახვა

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ სურვილი გაუჩნდა, სახლში ხელნაწერი ხატი ჰქონოდა. ხატვა არასდროს ეხერხებოდა და ამიტომ ახლა ყოველთვის უკვირს, როცა თავის დაწერილ ხატს უყურებს. დავით ქავთარაძე მხოლოდ 24 წლისაა და დაახლოებით 150-დან 200-მდე ხატი აქვს შექმნილი. …

,,თურქი მესხები”-სტალინის მიერ თურქებად შერაცხული ქართველები

22.09.2010 – 09:46 | 7,550 ნახვა

მესხეთში, ახალციხის მახლობლად, სოფელ კლდეში თითქმის ერთი წელია, რაც 78 წლის რეიზ მუთიაძე გადმოსახლდა და თავის პატარა შვილთან, გიორგისთან ერთად ორსართულიან, ნახევრად აშენებულ სახლში დამკვიდრდა. 12 წლის იყო, როცა მისი ოჯახი შუა აზიაში გადაასახლეს: “აქედან …

ათანასე დიდი დღესაც მფარველობს ქართველებს

30.07.2010 – 11:18 | 4,158 ნახვა

963 წელს ათონზე ათანასე დიდის დამკვიდრებით ახალი ხანა დაიწყო არა მხოლოდ აქ, არამედ სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროშიც. მან სრულიად განსხვავებული სახის საზოგადოებრივ-სამონასტრო ცხოვრებას (კინოვიას) ჩაუყარა საფუძველი. კინოვიის ტიპის სავანეში ყოველ თანამოძმეს საერთო საჭიროებისამებრ ეძლეოდა მორჩილება.
პირველ მონასტერს …

”იერუსალიმიდან რომ ჩამოვედი, საშინელი სინანულის განცდა დამეუფლა…”

26.06.2010 – 13:08 | 1,909 ნახვა

”ჯეოსტარის” მეშვეობით ვაჟა მანიამ უამრავი ადამიანის სიყვარული დაიმსახურა. მისი თქმით, ეს არის ყველაზე საუკეთესო პროექტი ნიჭის გამოსავლენად. ”ჯეოსტარის” წყალობით საშუალება მიეცა, ჩასულიყო იერუსალიმში და მოელოცა წმინდა ადგილები. ასევე, გაუჩნდა შანსი, ისწავლოს ინგლისში და უფრო მეტად …

“ფოკანში” ყველაფერი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით კეთდება…

23.06.2010 – 07:51 | 9,988 ნახვა

გალერეა ”ფოკანი” 2001 წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და დედა ელისაბედის, დედა ნინოსა და დავით კაკაბაძის ხელმძღვანელობით დაარსდა. იგი ფოკის დედათა მონასტრის ერთ-ერთი განშტოებაა. გალერეა ”ფოკანის” მიზანია ძველი ქართული ტიხრული მინანქრის ტრადიციების აღდგენა-გაცოცხლებით ახალი საეკლესიო თუ …

“მინდა, მტკიცე ქრისტიანული ოჯახი მქონდეს”

04.06.2010 – 21:52 | 4,299 ნახვა

“რუსთავი 2”-ის დილის წამყვანი, გვანცა დარასელია ჯერ 20 წლისაა, თუმცა უკვე საკმაოდ წარმატებული და ცნობადი სახეა. თვლის, რომ ბევრ შემთხვევაში გაუმართლა და დღევანდელ მიღწევამდე დაბრკოლებების გადალახვა არ დასჭირვებია. ამას ღმერთს უმადლის. მართალია, მოძღვარი არ ჰყავს, …

“ჩვენს პრობლემებს არც ერთი ტელევიზია არ აშუქებს”…

01.06.2010 – 14:59 | 1,625 ნახვა

მესხეთმა, როგორც წინააზიისა და დასავლეთ ევროპის დამაკავშირებელმა მხარემ, ყველაზე მეტი ჭირ-ვარამი გამოიარა. იგი მტრის დასახვედრად მუდამ სადარაჯოზე იდგა და უძველესი დროიდანვე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. სწორედ დღევანდელი მესხეთის ტერიტორიაზე …

საბავშვო ლიტერატურა სიწრფელითა და სისადავით უნდა გამოირჩეოდეს

20.05.2010 – 21:07 | 1,888 ნახვა

ნინო ჩხიკვიშვილმა პირველი მოთხრობა 1984 წელს ალმანახ “ლიახვის” ფურცლებზე გამოაქვეყნა. პერიოდულ პრესაში სხვადასხვა დროს კრიტიკული სტატიები და რეპორტაჟები აქვს დაბეჭდილი. ავტორია წიგნებისა: “თამაში თამაშის გარეშე”, “ამბავი დიდი სიყვარულისა”, “სარკის რეალობა”. ამჟამად საბავშვო ლიტერატურას იკვლევს. ინტერნეტ-ჟურნალი …

ნიკო გომელაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

11.05.2010 – 06:45 | 1,588 ნახვა

“მე მინდა, რომ ვუპასუხო ყველას –
ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას,
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას…”
ამ ლექსით გაიხსნა ნიკო გომელაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც უნივერსიტეტის VIII კორპუსის დარბაზში გაიმართა. იდეა ეკუთვნოდა უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებს: ალექსანდრე პაპიაშვილს, …

ფესტივალი “ქართული სული”

08.05.2010 – 12:29 | 2,326 ნახვა

7 მაისს თიბისი გალერეაში “ქართული სულის” მიერ ორგანიზებული აკაკი წერეთლის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა. ღონისძიებას პროფესორი თამაზ ტყემალაზე უძღვებოდა.
ფესტივალი “ქართული სულის” ისტორია 2004 წლის გაზაფხულიდან იწყება და სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის …

“ლიტერატურა ისეთი რამ არის, სადაც ვერაფერს დაგეგმავ”

07.05.2010 – 21:21 | 1,983 ნახვა

შოთა იაშვილი პროფესიით მათემატიკოსია. ლექსების წერა 19-20 წლიდან დაიწყო. მისი ერთ-ერთი პირველი მოთხრობაა “ავადმყოფი ქალაქი”, რომელიც მაშინვე ითარგმნა და “დრუჟბა ნაროდოვში” გამოქვეყნდა. პოეტმა და პროზაიკოსმა უკვე 15-მდე წიგნი გამოსცა. “ამბიონმა” ბატონ შოთას რამდენიმე კითხვით მიმართა:
– …

გიორგი კვანტრეს პირველი კრებული

06.05.2010 – 22:03 | 1,594 ნახვა

“დღეს ცოცხალია ილია, უკვდავია შოთა, უკვდავია გალაკტიონი, ვაჟა და ტიციანი… ცალკე დრო ფუჭია და არაფრის მომცემი… სწორედ მათმა არსებობამ შექმნა დრო და ხანი მისი. მეფენი მეფობენ და არა დრონი” – წერს 20 წლის პოეტი გიორგი …

ფესტივალი გრძელდება

16.04.2010 – 11:58 | 1,085 ნახვა

15 აპრილს 17:00 საათზე თეატრალურ უნივერსიტეტში საქველმოქმედო ფესტივალის რიგით მეოთხე კონცერტი ჩატარდა. მონაწილეობდნენ: Mutual Friends, Kairmorxen, ვოლკ 3 ტრაიომ, ასევე გიორგი ძამუკაშვილი და მისი ბენდი.
გიორგი ერგემლიძე (Mutual Friends-ის ვოკალისტი): “დღეს არის აქცია, ფესტივალის მეოთხე დღე …

გიორგი ბუნდოვანის ფილმების პრემიერა შედგა

13.04.2010 – 18:20 | 1,434 ნახვა

გიორგი ბუნდოვანისა და მისი მეგობრებისათვის 8 აპრილი გადამწყვეტი იყო, რადგან პრემიერა შედგა. ამ დღეს ლიტერატურული საიტის – www.lib.ge-სა და “არტ კლუბის” ორგანიზატორობით რუსთაველის #28-ში პოეტის ფილმების ჩვენება მოეწყო. ამ ბარში ყოველ ხუთშაბათს მწერლებსა და მსახიობებს …

“ცეკვის ჯადოქარი”

13.04.2010 – 18:00 | 1,155 ნახვა

8 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვახტანგ ჭაბუკიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. უბადლო მოცეკვავე და ბალეტმეისტერი 6 აპრილს აღესრულა. იუნესკომ ეს წელი ვახტანგ ჭაბუკიანის წლად გამოაცხადა. ინტერნეტ-ჟურნალი “ამბიონი” ამ საიუბილეო საღამოს იდეის ავტორს, …