Home » Archive by Author

Articles by ნინო ჩალაძე

წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია (ვიდეო)

04.02.2014 – 22:45 | 2,624 ნახვა

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია სოფელ გლდანში, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი აგებულია IX-X საუკუნეებში. ნაგებობა სამეკლესიანი ბაზილიკაა.
ეკლესიის ტერიტორიაზე შემორჩენილია ძველი გალავნის ნანაგრევებიც.
ნინო ჩალაძე

ნინოწმინდა

09.10.2013 – 00:06 | 3,945 ნახვა

საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია გარე კახეთში, მდინარე ივრის აუზში, გომბორის ქედის სამხრეთ–დასავლეთის კალთის მთიწინეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ მდებარე მონასტერი ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს აიგო. მოგვიანებით უკვე ერეკლე მეფის მეფობის დროს მოხდა მონასტრის რესტავრაცია. სამწუხაროდ, მიწისძვრის …

სოფელ ნაკიეთის წმ.იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (რაჭა)

17.09.2013 – 19:50 | 10,587 ნახვა

წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია მდებარეობს რაჭაში, ონის რაიონ სოფელ ნაკიეთში. ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი არაა დადგენილი, თუმცა ცნობილია რომ იგი შუა საუკუნეების პერიოდს განეკუთვნება.
ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია მოხსენიებულია აკაკი ბელიაშვილის ისტორიულ რომანში “ოქროს ჩარდახი”. რომანში …

ნიკორწმინდის ტაძარი

03.07.2013 – 15:19 | 6,114 ნახვა

ნიკორწმინდის ტაძარი, ამბროლაურის რაიონში, ამავე სახელწოდემის სოფელში მდებარეობს. ტაძარი 1010–1014 წლებში მეფე ბაგრატ III–ის დროს არის აგებული.
1534 წელს ტაძარი განუახლებია მეფე ბაგრატ III-ს. ამავე პერიოდისაა ფრესკული მოხატულობა. ტაძრის ეზოში აღმართულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში აგებული …

სულთმოფენობის დღესასწაული

22.06.2013 – 22:40 | 5,593 ნახვა

23 ივნისს საეკლესიო დღესასწაული სულთმოფენობა აღინიშნა. ამ დღეს მართმადიდებელი მრევლი ტაძარში საზეიმო წირვას ესწრება. ეკლესიები, წმიდა ხატები მინდვრის ყვავილებითა და მცენარეებით ირთვება. მორწმუნეები ტაძარში ყვავილების თაიგულის შუაში დამაგრებული სანთლებით მიდიან, რომელიც წირვის შემდეგ იკურთხება. ეს …

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ეკლესია კრწანისში

12.06.2013 – 00:12 | 13,941 ნახვა

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ეკლესია კრწანისში, ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.
ტაძარი წმინდა საბა განმწმენდელის სახელობის მონასტერის კომპლექსის შემადგენლობაშია.
ეკლესია 2009 წელს წმინდა სპირიდონის ხსენების დღეს, 25 დეკემბერს გაიხსნა.
ტაძარი გუმბათიანია. აშენებულია ქართული აგურით.
ტაძარში წმ. ტრიმიფუნტელის …

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი კრწანისში

01.06.2013 – 18:20 | 3,275 ნახვა

წმინდა ნიკოლოზის ტაძარი კრწანისში, ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.
ეკლესია წმინდა საბა განმწმენდელის სახელობის მონასტერის კომპლექსის შემადგენლობაშია.
მონასტრის ტერიტორიაზე წმინდა ნიკოლოზის ტაძარი 2010 წლის 19 დეკემბერს გაიხსნა. პირველი წირვა ნიკოლოზობის დღესასწაულზე აღევლინა.
ტაძარი სტილისტიკურად გუმბათიანია. ნაშენებია …

რუსთავის ციხე

22.05.2013 – 12:07 | 5,888 ნახვა

რუსთავის ციხექალაქი – ისტორიული ციხესიმაგრე კუხეთის, რუსთავის ტერიტორიაზე მდებარეობს. ციხე წარმოადგენდა თბილისის ირგვლივ დედაქალაქის დასაცავად აგებულ ციხეთაგან ერთ–ერთს. ციხე დაახლოებით V საუკუნიდან არსებობს. არსებობის მანძილზე ციხეს სამი სხვადასხვა პერიოდის ზღუდე ჰქონდა.
XX საუკუნეში რუსთავის ციხის ტერიტორიაზე …

ახალი ღვინის ფესტივალი 2013

11.05.2013 – 21:06 | 2,857 ნახვა

11 მაისს ეთნოგრაგიულ მუზეუმში „ღვინის კლუბმა“ „ახალი ღვინის ფესტივალი“ ჩაატარა. ეს უკვე „ღვინის კლუბის“ მიერ ორგანიზებული ღვინის მეოთხე ფესტივალია. აღნიშნული ფესტივალი ის ღონისძიებაა, სადაც ღვინის დიდი საწარმოებით დაწყებული, გლეხით დამთავრებული, ყველას აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს …

მზიურის პარკი

28.04.2013 – 16:24 | 5,946 ნახვა

მზიური – ბავშვთა ქალაქი, დასვენებისა და კულტურის პარკი 1982 წელს ცნობილი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ინიციატივით გაიხსნა. პარკი მდებარეობს თბილისში მდ. ვერეს ხეობაში. ის მოწყობილია ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებთა სიუჟეტის მიხედვით.
2011 წელს დაიწყო პარკის რეკონსტრუქცია. ძირითადი …

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

16.04.2013 – 22:41 | 29,863 ნახვა

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი 2006 წელს დაარსდა. იგი მდებარეობს ქ. თბილისში, გივი სვანიძის N30–ში. დაარსებიდან მოყოლებული ბატონი თამაზის მიერ დაგარჩენილი და შეფარებულია 700–მდე უსახლკარო ან მიტოვებული ძაღლი.
2010 წლიდან თავშესაფარი გადავიდა “თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების გადარჩენისა და …

რუსთავის სიონი

10.04.2013 – 12:44 | 4,367 ნახვა

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, უფრო ცნობილი როგორც რუსთავის სიონი, ქალაქ რუსთავში მდებარეობს. იგი აგებულია 2000–2011 წლებში. პროექტის ავტოვრები არიან დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, ნიკოლოზ აბაშიძე და ნიკოლოზ დადიანი. მშენებლობას ხელმძღვანელობდა თეიმურაზ ბურკიაშვილი. მოქანდაკეები ქალაქ რუსთავის …

“ვარდების ბაღი”

28.03.2013 – 21:57 | 13,843 ნახვა

ყოფილი “გორკის ბაღი” და ახლა უკვე “ვარდების ბაღი” თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს. 2011 წელს ბაღს რესტავრაცია ჩაუტარდა. აღდგა არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე დარბაზიც, რომელიც საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი და იქ სემინარების, კონფერენციების, სატელევიზიო შოუების, კორპორატიული …

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია (სოფელ გლდანში)

15.03.2013 – 16:28 | 3,697 ნახვა

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია სოფელ გლდანში, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი აგებულია IX-X საუკუნეებში. ნაგებობა სამეკლესიანი ბაზილიკაა. XVIII-XIX საუკუნეებში შუა ეკლესიას დასავლეთიდან ორი კონტროფორსი მიუშენეს და სახურავი განუახლეს. ეკლესიის რესტავრაცია და განახლება დღესაც მიმდინარეობს.
ეკლესიის ტერიტორიაზე …

მუშტაიდი

05.03.2013 – 19:03 | 3,428 ნახვა

მუშტაიდის პარკი განახლებული სახით ელოდება დამთვარიელებლებს. რამდენიმე თვის განმავლობაში პარკში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. განახლდა ატრაქციონები, ასევე შეემატა ახალი ატრაქციონებიც, დაიდგა დასასვენებელი სკამები, შეიღება ფასადები. მომავალში პარკს შეემატება თეატრიც, რომლის მშენებლობა მალე დასრულდება.
ნინო ჩალაძე