Articles by ინტერნეტჟურნალის რედაქტორი
“ზოგრაფის” წმიდა გიორგის ხატი

ბერძენი იმპერატორის ლევ ბრძენის მეფობის ჟამს, 919 წელს, სამმა ძმამ – მოსემ, აარონმა და ბასილიმ მიიღესს მონაზვნობა და დამკვიდრდნენ ათონის მთაზე. ძმებმა მცირე ზომის ეკლესია ააშენეს, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ რომელი წმინდანის სახელი ეწოდებინათ მისთვის და …
ერთი ძველი “ფარდის” ამბავი

მეცხრამეტე საუკუნეში, დამოუკიდებლობა დაკარგულ საქართველოში სრული განუკითხაობა სუფევდა. დაუნდობლად იძარცვებოდა ქართული ეკლესია–მონასტრებიც. სწორედ ამ პერიოდში, ერთხელ აღდგომის წინა დღეს, სიონიდან მოიპარეს უძვირფასესი ისტორიული რელიქვია, ოქროსა და ვერცხლის მკედით ნაქარგი, საკურთხევლის გადასაფარებელი.
გავიდა საუკუნეზე მეტი. და …
ოშკის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთს ააშენებენ

თურქეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრები უახლოეს მომავალში ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას, რომლის შემდეგ მოხდება ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე ოშკის, ხანძთის და იშხანის აღდგენა; სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთი აშენდება, ხოლო ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში ჯამეს და ახალციხეში მეჩეთის რესტავრაცია …
“კონკურსები ლამის ერთადერთია, რაც ლიტერატურულ სივრცეში საინტერესო ხდება”

თეა თოფურია პროფესიით ჟურნალისტია. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა ახალ წელზე ლექსი დაწერა. ამის შემდეგ კი, თუ რამდენიმე ლექსს არ ჩავთვლით, სტუდენტობამდე არაფერი დაუწერია. დღეს ქალბატონი თეა ავტორია როგორც მოთხრობების, ისე – ლექსების. მისი პირველი …
ფიტარეთი

“…არს მონასტერი ფიტარეთს, შუენიერნაშენი; გუმბათიანი, შუენიერს ადგილს. ზის წინამძღუარი. მის ქუეით ერთვის ქციას ფოცხვერიანის – ხევი, ვენახიანი, ხილიანი…” (ვახუშტი ბატონიშვილი)
ფიტარეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი მდინარე ხრამის შენაკადის თვალწარმტაც ხეობაში, ხეობის მარჯვენა მხარეს, შემაღლებულ ბექობზე …
თეოდორესეული ღვთისმშობლის ხატი

ხსენება – 14 (27) მარტი
ხატის დღესასწაული დაწესდა 1613 წლის 14 მარტს. მიხეილ თევდორეს ძე რომანოვის რუსეთის მეფედ არჩევის დღის აღსანიშნავად. თევდორესეული ხატი კოსტრომის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. ჯერ კიდევ XII საუკუნის დასაწყისში ეს ხატი …
ილია მეორე: “აღნიშნული სახით ხელშეკრულების დადება გაუმართლებელია”

თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული სამი ქართული ტაძრის – ოშკის, ხანძთის და იშხანის აღდგენის სანაცვლოდ, თურქული მხარე მოითხოვს: ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებას; ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში, ჯამეს და ახალციხეში არსებული მეჩეთის რესტავრაციას. ეს ინფორმაცია 8 …
იშხნის მონასტერი

“და მი-რაი-ვიდა იშხანს, ფრიად უხაროდა პოვნაი დიდებულისა მის ადგილისაი, რამეთუ იყო მას შინა ნუგეშინის საცემელი სულიერ და ხორციელ”, – წერს გიორგი მერჩულე “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში”.
იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე …
საინგილო – ქართული სულის ციტადელი

საინგილო კახეთის აღმოსავლეთით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მდებარეობს და კახის, ბელაქნის და ზაქათალას რაიონებისაგან შედგება. იგი ლანდშაფტურად კახეთის გაგრძელებას წარმოადგენს. საინგილოს ტერიტორია მოიცავს კახეთის, კავკასიონისა და ალაზნის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილს, შიურის დაბალ ქედსა და აჯინოურის ვაკეს. მისი …
სამთავისი

სამთავისი, ქართული ხუროთმოძღვრების ერთ–ერთი შესანიშნავი ძეგლია. იგი დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე.
გადმოცემის მიხედვით, სამთავისის ტაძარი თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალს. “კალმასობაში” ნათქვამია: “ვახტანგ გორგასალან, …
გრემი

გრემის “მთავარანგელოზი” ანუ მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ტაძარი აგებულია 1565 წელს, კახთა მეფის, ლევანის მიერ. ეკლესიის მოხატვა დაუსრულებიათ 1577 წელს.
ისტორიულ წყაროებში ვახუშტი ბაგრატიონს კარგი ცნობა …
ქართველები წმინდა მიწაზე

“2002 წლის გაზაფხულზე უწმინდესმა და უნეტარესმა, კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ლოცვა-კურთხევა მომცა, სათავეში ჩავდგომოდი წმინდა მიწაზე ეკლესიის ასაგებად ნაკვეთის შეძენას. აღმოჩნდა, რომ ამისათვის დაახლოებით 180 000 დოლარი იყო საჭირო. რომ შევბედე, ამოდენა თანხა არა …
გიორგი თოფურია

დაუსრულებელი ბილიკი ანუ შეცვლილი გზა
“რა სიცოხლეა ეს სიცოცხლე,რამდენჯერ მითქვამს…
მაგრამ არასდროს მიფიქრია მისი დათმობა”
მორის ფოცხიშვილის ეს სიტყვები გამახსენდა, როცა საწოლს მიჯაჭვული 20 წლის გიორგი თოფურია დავინახე…
თავისი მოკრუნჩხული თითებით თითქოს განწირულად ჩაბღაუჭებული სიცოცხლეს…
სიცოცხლეს,რომელიც ყველაფრისდა მიუხედავად ასეთი ტკბილია …
გახსოვდეს, ეს ჩემგან იყო

მღვდელ-მონაზონი სერაფიმე ვირიცელი
გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, მეხება ასევე მეც? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს. შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, უძვირფასესი, მე შენ შეგიყვარე, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა. …
დიდმარხვის პირველი შვიდეული

მარხვის სწორად წარმართვა ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაატარებს ქრისტიანი დიდმარხვის პირველ კვირას. ძველი ქრისტიანები დიდმარხვაში, და განსაკუთრებით პირველ შვიდეულში, მეტად მკაცრად მარხულობდნენ: მთელ დღეს ტაძარში ატარებდნენ და ჭამდნენ უზეთო საჭმელს დღეში ერთხელ მზის ჩასვლის …
ახალი კომენტარები