Home » Archive by Author

Articles by ინტერნეტჟურნალის რედაქტორი

“ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან” – გიორგი კვირიკაშვილი

13.02.2017 – 22:56 | 1,810 ნახვა

გიორგი კვირიკაშვილი: “უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან; აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული – ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ იმუშავეს ოპერატიულად, ეფექტურად, …

მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული

13.02.2017 – 20:10 | 4,103 ნახვა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის …

რა არის საშვილოსნოს ყელის კიბო?

10.02.2017 – 23:30 | 3,369 ნახვა

საშვილოსნოს ყელი არის ორგანო, რომელიც საშვილოსნოს საშოსთან აკავშირებს. საშვილოსნოს ყელის კიბო საშვილოსნოს ყელის ქსოვილის უჯრედების ავთვისებიანი გადაგვარებაა. ეს ნელა მზარდი სიმსივნეა, რომელიც ძირითადად უსიმპტომო მიმდინარეობით ხასიათდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია რეგულარული სკრინინგითაა შესაძლებელი.
სიმპტომები
საწყის სტადიებზე …

დავით აღმაშენებლის ანდერძი და შუა საუკუნეების საგანძურის განახლებული ექსპოზიცია

10.02.2017 – 11:46 | 2,385 ნახვა

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დამთვალიერებელს საშუალება აქვს, შუა საუკუნეების საგანძურის განახლებულ გამოფენაზე იხილოს დავით აღმაშენებლის ანდერძის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ორიგინალის ფრაგმენტი, დაწერილი შარვანში გალაშქრების წინ და ანდერძის ალექსანდრე როინაშვილის მიერ 1895 წელს გადაღებული …

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (09.02.2017)

09.02.2017 – 20:11 | 7,629 ნახვა

“გერმანიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, 8 თებერვალს, დასრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. მიღებული მონაცემების საფუძველზე დადასტურდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა.
ამჟამად გრძელდება ოპერაციისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ოპერაცია დაგეგმილია ორშაბათს, 13 თებერვალს.
მისი …

რა უნდა გავითვალისწინოთ ხორცის შერჩევისას?

08.02.2017 – 22:05 | 1,872 ნახვა

1. ხორცს არ უნდა ჰქონდეს მუქი წითელი შეფერილობა;
2. ძროხის და ცხვრის ხორცი უნდა იყოს ჟოლოსფერ-წითელი, ხბოს ხორცი – ვარდისფერი, ღორის ხორცი – ღია წითლიდან მოვარდისფრო შეფერილობის;
3. ძროხის ცხიმი უნდა იყოს მოყვითალო შეფერილობის, მაგარი კონსისტენციის; …

სოფ. ბაკურციხეში წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს

08.02.2017 – 10:15 | 1,815 ნახვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს. სახლის, დღემდე შემორჩენილი, მცირე ფრაგმენტის აღდგენა შეუძლებელია, ამიტომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ნანგრევები დაკონსერვდება და, მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით, იქვე აშენდება მუზეუმი.
ბაკურციხეში ხშირად ჩადიან …

სახარების ხელახალმა აღწერამ მნიშვნელოვანი სიახლეები გამოავლინა

07.02.2017 – 08:10 | 3,815 ნახვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ერთ-ერთი სახარების (ფონდი 1446, ხელნაწერი 26) ახალ აღწერილობაზე მუშაობისას დადგინდა, რომ ხელნაწერი, ძირითადად, შედგება პალიმფსესტური ფურცლებისაგან, რომელთაგან უძველესი IX-X საუკუნეებს განეკუთვნება.
სახარება სამეცნიერო საზოგადოების განსაკუთრებული შესწავლის საგანი აქამდე არასდროს …

ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატებს რესტავრაცია ჩაუტარდა

06.02.2017 – 08:57 | 1,715 ნახვა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და თიბისი ბანკის დაფინანსებით, „ფიროსმანის აღდგენის“ მასშტაბური პროექტი განხორციელდა. რესტავრაცია, ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციაში დაცულ ორი ნამუშევარს- „თამარ მეფესა“ და „შოთა …

რა უნდა გავითვალისწინოთ თევზის შეძენისას?

03.02.2017 – 10:14 | 2,716 ნახვა

1. არ შეიძინოთ თევზი, თუ მძაფრი, არაბუნებრივი სუნი აქვს, ასეთი თევზი საკვებად უვარგისია;
2. დააკვირდით თევზის თვალებს: ახალი თევზის თვალები და რქოვანა ამოწეული და გამჭვირვალეა. თუ თვალები ჩაცვენილი და მღვრიეა, ასეთი თევზის შეძენას არ გირჩევთ!
3. …

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა

02.02.2017 – 15:42 | 2,288 ნახვა

ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ.
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას …

თოვლიანი ბათუმი – 1911 წ.

02.02.2017 – 09:46 | 1,647 ნახვა

მარიას (დღევანდელი მემედ აბაშიძის) გამზირი. 1911 წელი

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

დიდმოწამე გიორგი ყრმას ტაძარში აცილებს

01.02.2017 – 00:05 | 5,808 ნახვა

ღირსი თეოდორე სიკიოტელი (VII ს.) 10 წლისა იყო, როდესაც მასთან ყოველ ღამე დიდმოწამე გიორგი მოდიოდა, აღვიძებდა და ეუბნებოდა: „თეოდორე, უკვე გათენდა და დადგა დილის ლოცვების დრო, ადექი და წამოდი წმიდა გიორგის ტაძარში“. ყრმა მყისვე …

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისადმი “ძუძუსმაწოვებელი”

31.01.2017 – 17:16 | 5,198 ნახვა

ევედრებიან მეძუძური და მშობიარე დედები
ტროპარი: ნებითა მამისაითა სულისაგან წმიდისა უთესლოდ მუცლად იღე ძე ღმრთისა, მამისაგან უდედოდ შობილი საუკუნეთაგან, ჩვენთვის უმამოდ განხორციელებული შენ მიერ. ხორცითა შევ და რძესა აწოებდი ყრმასა მას ეგრეცა დაუცადებლად ევედრე, რაითა …

მოდიოდა ნინო მთებით

26.01.2017 – 22:10 | 31,889 ნახვა

ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა…
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი…
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი…