Home » Archive by Author

Articles by ანა ტყებუჩავა

გამოიცა ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის ხუთენოვანი კრებული

11.10.2017 – 12:22 | 1,176 ნახვა

ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი „იუნესკომ“ 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.
ამ თარიღთან დაკავშირებით გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა გამოსცა მისი პოეზიის …

გმადლობ(თ) თუ მადლობა?

09.10.2017 – 10:25 | 80,314 ნახვა

დღევანდელ რეალობაში ხშირად ვხვდებით უმართებულო ფორმებს, რომელსაც დაკვირვებული ადამიანი ადვილად აღმოაჩენს. ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ სიტყვის მართებული ფორმები არც კი ვიცით და შეცდომაც გაუაზრებლად მოგვდის.
ეს სტატია შეეხება ზმნის ისეთ ფორმას, როგორიცაა – გმადლობ(თ) …

“პაპანწყვირი” – ტბა სამეგრელოში

08.10.2017 – 15:35 | 3,940 ნახვა

“პაპანწყვირი” მდებარეობს სამეგრელოში, ხობის რაიონის სოფელ ხეთის ტერიტორიაზე. ტბის სახელწოდება უკავშირდება ლეგენდას, რომლის თანახმად, მრევლი მღვდელს ეხმარებოდა მოსავლის აღებაში, იგი მათ გამასპინძლებია ძაღლის ხორცით. მის ცოლს ჭამის წინ ფანდურზე დაუმღერია მეგრულად: ,,ხორცი თეში ვაჭკომათი, დუდ …

კურთხევა – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

20.09.2017 – 15:18 | 2,516 ნახვა

სიტყვა კურთხევა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს – ქიროტონიას, ხელის ძალით მოქმედებას.
სიტყვა კურთხევა საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული:
1) ეპისკოპოსის, მღვდლის ან დიაკვნის ამაღლება სამღვდლო ხარისხში ხელდასხმით; კურთხევის დროს უპირატესი ეპისკოპოსი …

სამედიცინო ტერმინთა მართლწერის საკითხები

15.09.2017 – 13:59 | 2,326 ნახვა

ყოველი ჩვენგანი პოტენციური პაციენტია, ავადმყოფობა და მკურნალობა ჩვენი ყოველდღიური რეალობაა და ბევრი სამედიცინო ტერმინი ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. მათგან ზოგიერთს დაუდევრობით ყოველდღიურად ვამახინჯებთ, რითაც გზას ვუკაფავთ და ვამკვიდრებთ შეცდომებს. გთავაზობთ ამ შეცდომების ტიპობრივ ნიმუშებს.
ყველაზე …

დასნი ანგელოზთანი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

15.09.2017 – 13:56 | 2,034 ნახვა

ბერძნული სიტყვა “ანგელოზი” ნიშნავს “მაუწყებელს”, “მაცნეს”, “გამაცხადებელს”, “მიმთხრობელს”. ანგელოზი არის ღვთის ზეციური მსახური, რომელიც ფლობს ადამიანზე ბევრად აღმატებულ ცოდნას, სიწმინდეს, ძალას, არის სულიერი, უსხეულო არსება.
სიტყვა დასნი ანგელოზთანი საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე …

ავღნიშნავ თუ აღვნიშნავ? ავღწერ თუ აღვწერ?

07.09.2017 – 08:51 | 71,179 ნახვა

ქართულში მიღებული წესის მიხედვით, ზმნის ფუძეზე დართულ სხვადასხვა ნიშანს შორის ყველაზე წინ სწორედ ზმნისწინი დაისმის (აქედან მოდის მისი სახელწოდებაც). მას მოსდევს პირის ნიშნები, შემდეგ კი – სხვა დანარჩენი (მაგალითად: მი-ვ-უ-ახლოვდი, და-მ-ი-რეკა). ეს ზოგადი წესია და …

ტრაპეზი- საეკლესიო ტერმინთა განმარტება

04.09.2017 – 18:26 | 2,157 ნახვა

სიტყვა ტრაპეზი საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული:
ტრაპეზი (ბერძ. – მაგიდა) – ქრისტიანული ეკლესიის საკურთხეველში მდგარი ფარჩებით შემოდილი მაგიდა, რომელზეც სრულდება მსხვერპლშეწირვის რიტუალი. ზოგჯერ ტრაპეზი იხმარება მთელი საკურთხევლის მნიშვნელობითაც, რომელსაც ასევე საყდარსაც …

სეფისკვერი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

29.08.2017 – 15:04 | 3,405 ნახვა

სეფისკვერის შეწირვის ტრადიცია უძველესია. პირველ ქრისტიანებს, ჩვეულებისამებრ, წმიდა ლიტურგიაზე მიჰქონდათ პური და ღვინო, რაც განკუთვნილი იყო ღვთისმსახურებისათვის. თანამედროვე ტრადიციით კი სეფისკვერი წარმოადგენს შესაწირს და წირვის ბოლოს ხდება მისი განაწილება მორწმუნეთათვის. სახლში სეფისკვერის მიღება ხდება უზმოზე, …

მიცვალება მართალი ანასი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედისა

07.08.2017 – 11:23 | 2,937 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია 7 აგვისტოს მართალი ანას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედის მიცვალებას აღნიშნავს.
ტროპარი:
ცხორებაი შევ, რომლისაგან იშუა ცხორებაი, მშობელი ქალწულისა ღმრთისა დედისა, რომელი ღმრთივგონიერისა ანას მიერ მუცელსა შინა დატევნილ იყო, და აღვალს ზეცას სიხარულსა წმიდათასა და მათ …

კათაკმეველი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

31.07.2017 – 10:17 | 7,198 ნახვა

კათაკმეველად დადგენა ერთ-ერთი ეკლესიური მსახურებაა, ის წინ უსწრებს ნათლობას. ადამიანს, რომელსაც სურს მოინათლოს, უკითხავენ ლოცვებს; მოსანათლი უარყოფს სატანას, შეუდგება ქრისტეს და აღიარებს თავის რწმენას. ამ ყველაფრის შემდეგ ადამიანი ხდება კათაკმეველი და აქვს უფლება დაესწროს …

კანკელი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

25.07.2017 – 18:51 | 4,013 ნახვა

კანკელი (იკონოსტასი) – არის მართლმადიდებელ ეკლესიაში ტიხარი, ზღუდე, რომელიც საკურთხეველს გამოყოფს ეკლესიის ძირითადი ნაწილისაგან. მას სამი კარი აქვს. შუა კარს აღსავლის, ანუ სამეფო კარი ჰქვია, აქედან შედიან საკურთხეველში მღვდელმსახურნი, ხოლო ჩრდილოეთისა და სამხრეთის …

მუხრან მაჭავარიანი – “რაც სურდა საბას”

15.07.2017 – 08:49 | 1,351 ნახვა

რაც სურდა საბას,
თუ მსურდეს სხვა რამ, –
ღმერთმა დამლახვროს!
მსურს მხოლოდ იგი, –
რაც საბას სურდა:
კაცმა ქართველმა, –
მსურს, –
ქართულად ილაპარაკოს
და საქართველოს –
საქართველო, –
მსურს, –
ერქვას მუდამ!
ღმერთმა ქართული, –
აწ და მარად, –
აკურთხოს მიწა!
სხვის ჩარხმა მისმა
აწი მაინც იბრუნოს წაღმა! –
და ყველას, …

კონდაკი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

14.07.2017 – 09:26 | 6,084 ნახვა

სიტყვა კონდაკი საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული:
კონდაკი (ბერძ. – მოკლე) – 1) სამღვდელმსახურო წიგნი, რომელსაც იყენებენ მღვდელმთავარი და დიაკონი. მასში მოთავსებულია მწუხრზე, ცისკარზე და წირვაზე სათქმელი ლოცვები;
2) ჯოხი, რომელზეც დახვეული იყო …

კანდელი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

09.07.2017 – 12:05 | 4,336 ნახვა

კანდელი ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მსახურების ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია. სიტყვა კანდელი საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული:
კანდელი (სანათი, ლამპარი) – ეკლესიის ჭერზე ჯაჭვით ჩამოკიდებული ლამპარი, რომელშიც ზეთი ანთია. ქორკანდელი – სასანთლეთა წრე, ერთ …