მთავარი » კულტურა

ათონის მთის ფოტოგამოფენა საქართველოში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.11.2017 | 2,578 ნახვა

საბერძნეთის საელჩო საქართველოში, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, 17 ნოემბერს, 18:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში იხსნება ფოტოგამოფენა, ათონის მთის ფოტოგამოფენა რომლის სახელწოდებაცაა “ათონის მთის ფოტოგრაფიული გზამკვლევი 1969-2001” და გაგრძელდება 27 ნოემბრამდე.

ათონის მთა, სადაც ერთმანეთს ერწყმის წარმავალი და მარადიული, წარმოადგენს ორი ხალხის საერთო სარწმუნოებისადმი ღვთიურ ძღვენს მისი ყველაზე წმიდა გამოხატულებით-სამონასტრო ცხოვრებითა და ასკეტიზმით. ამავე დროს, ეს არის მართლმადიდებლური სარწმუნოების როლის შეხსენება ქართული და ბერძნული იდენტურობის ჩამოყალიბებაში.

“ათონის მთის ფოტოგრაფიული გზამკვლევი” დაწესდა ათენის ბენაკის მუზეუმში 2006 წლის ზაფხულში. მას შემდეგ მან მოიარა მთელი მსოფლიო და პირველად ეწყობა საქართველოში. იგი ითვლის 50 რჩეულ ფოტოს, რომელიც კოსტას ბალაფასმა გადაიღო ათონის მთაზე 1969-2001 წლებში. ამ სამუშაოს შესრულება შესაძლებელი გახდა წმ. სიმონ-პეტრეს მონასტრის ბერის, იუსტინეს მიერ გაწეული დახმარების წყალობით.

კოსტას ბალაფასი არის ფოტოგრაფიული ხელოვნების უდიდესი ოსტატი და ომისშემდგომი პერიოდის ჰუმანისტური ფოტოგრაფიის წამყვანი ბერძენი წარმომადგენელი. მისი ნამუშევრები ქმნის ბერძნული ისტორიისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველ უნიკალურ დოკუმენტალურ მასალებს.

2008 წელს სიკვდილამდე 3 წლით ადრე კოსტას ბალაფისმა მთელი თავისი ნაღვაწი დაუტოვა ბენაკის მუზეუმს.

წყარო: http://patriarchate.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი