მთავარი » ქრისტიანობა

ათონის მთაზე რიგით მესამე ქართული სავანე გაიხსნა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.09.2023 | 354 ნახვა

2023 წლის 28 აგვისტოს, ღვისმშობლის მიძინების დღესასწაულზე ათონის წმინდა მთაზე კიდევ ერთი ქართული სავანე გაიხსნა, რომელიც წმინდა ათანასე დიდის ლავრას ექვემდებარება და იურისდიქციით მსოფლიო საპატრიარქოს ეკუთვნის.

აღნიშნული სავანე ქართველი ათონელი მონაზვნის, ილარიონის ინიციატივითა და უშუალო ძალისხმევით დაარსდა და აშენდა ქართველ მორწმუნეთა ფინანსური დახმარებით. მთავარი ტაძარი საქართველოს ეკლესიის ეპისკოპოსმა, ნიკორწმინდელმა ვახტანგმა აკურთხა. ღამისთევის მსახურება ქართულ და ბერძნულ ენებზე აღესრულა, სადაც მოწვეული ათონელი მონაზვნები და ათონიადას აკადემიის მოსწავლეები გალობდნენ. საზეიმო ღამისთევის მსახურებას ასევე ათონის მთის ხილანდარის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მეთოდეც დაესწრო.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ქართული სავანე რიგით მესამეა, რომელიც დღეს ათონის მთაზე არსებობს. სამივე სავანე მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაშია.

პირველი ქართული სავანე სიმონოპეტრას მონასტერს ეკუთვნის და მისი დამაარსებელი რუის-ურბნისის ეპარქიის სასულიერი პირი, არქიმანდრიტი გრიგოლია, რომელიც გამოირჩევა მისი სულიერი მოღვაწეობით ათონის მთაზე. სავანეში ოფიციალურად ორი წევრი ირიცხება.

მეორე სავანე ვატოპედის მონასტერს ეკუთვნის და მისი დამაარსებელი ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემია. აღნიშნული სავანის წინამძღვარი მონაზონი სერაპიონია.

მესამე სავანე დღეს გაიხსნა, რომლის წინამძღვარი და დამაარასებელი მონაზონი ილარიონია. აღნიშნული სავანე ათონის დიდ ლავრას ეკუთვნის, ხოლო წინამძღვარი მონაზონი ილარიონია. ახალი ქართული სავანე ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, სადაც ოფიციალურად ორი წევრი ირიცხება.

წყარო – AthoniteNews; საპატრიარქოს უწყებანი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი