მთავარი » სოფლის მეურნეობა

ატმის გარემო ფაქტორების მიმართ დამოკიდებულება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.04.2021 | 636 ნახვა

ნიადაგი. ატამი ნიადაგების მიმართ არ არის ძალიან მომთხოვნი, თუმცა საუკეთესო პროდუქციას იძლევა კარგად დრენირებულ, მსუბუქ, ფხვიერ ღრმა ალუვიურ და კარბონატულ ნიადაგზე. ნიადაგის (pH) უნდა იყოს 6,0 – 7,0-ის ფარგლებში. ნიადაგის მიმართ მოთხოვნილება დამოკიდებულია საძირეების ადაპტაციის უნარზე. ჭარბტენიან ნიადაგებზე ატამის ჯიშებისთვის იყენებენ საძირეებს, რომელებიც უკეთესად იტანს გრუნტის წყლის სიახლოვეს და დროებით დაჭაობებას (ტყემალი და ტყემლის კლონები – Mir 29 C, MRS და სხვ.).

ტემპერატურული რეჟიმი. კონტინენტური ხეხილოვანი კულტურებიდან ატამს სითბოს და სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობის მიმართ საკმაოდ დიდი მოთხოვნა აქვს. ნაყოფის ნორმალური მომწიფებისთვის საჭიროებს მინიმუმ 2500-2600°C აქტიურ ტემპერატურათა ჯამს (DD; ∑>+5°C). ატმის ჯიშები ვეგეტაციას იწყებს 6–7°C. ყვავილობას – 10 -11 °C -ზე. ატამი საადრეო ყვავილობის გამო ხშირად ზიანდება გაზაფხულის წაყინვებით –4–5°C –ზე და უფრო ქვევით ტემპერატურების დროს ზიანდება ყვავილები, ხოლო ნასკვები ზიანდება უკვე –1–2°C-ზე.

ატამი უნდა გაშენდეს იმ რეგიონებში, სადაც ყინვები არ ეცემა –20–22°C ქვევით. ფესვთა სისტემა შეიძლება დაზიანდეს –12–14°C. ატმის ჯიშები ასევე მნიშვნელოვნად რეაგირებენ ზამთრის მოსვენების პერიოდის გაცივების (Chilling Unit) ტემპერატურებზე. საშუალოდ მათი მოთხოვნა გაცივების ტემპერატურაზე 30 – 70 გრადუსს შეადგენს.

ნალექები. ატამი წყალისადმი შედარებით ნაკლებმომთხოვნია. შედარებით გვალვაგამძლეა და ადვილად იტანს ხანმოკლე გვალვებს. მაგრამ ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ატამის ჯიშები მოითხოვს წყლის საკმარის რაოდენენობა.

მავნებელ-დაავადებები. ატამის კულტურას ყველაზე ხშირად აზიანებს შემდეგი მავნებელები: აღმოსავლური ნაყოფჭამია, ბუგრები, ტკიპები, ატმის დიდი ბუგრი, ატმის ჩრჩილი, ვაშლის ფოთოლხვევია, კალიფორნიის ფარიანა და სხვა. დაავადებებიდან – ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, ნაცარი, ფოთლების დაფაცხავება (კლასტეროსპოროზი), მონილიოზი, კურკოვანთა ნაადრევი ხმობა (ვერტიცილიოზი) და სხვა. აღნიშნული მავნებლების და დაავადებების წინაღმდეგ იყენებენ მცენარეთა დაცვის ინტეგრირებულ მეთოდებს.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი