მთავარი » სოფლის მეურნეობა

ატმის ბიოლოგიურ-სამეურნეო თავისებურებები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.07.2021 | 611 ნახვა

ატამი სინათლის და სითბოს მოყვარული მცენარეა. ნაყოფების ნორმალურად მომწიფებისათვის საჭიროა 2500-დან 26000-მდე აქტიურ ტემპერატურათა ჯამი. მინიმალური ტემპერატურა კი არ უნდა ეცემოდეს -20-22°C-ზე დაბლა.

ჯიშების უმეტესი ნაწილი არ მოითხოვს ჯვარედინ დამტვერვას (თვითფერტილია). ატამი უპირატესობას ანიჭებს ნაყოფიერ, კარგი აერაციის უნარის მქონე მსუბუქ ნიადაგებს.

ატამი ადრე შედის მსხმოიარობაში. მოსავალს იძლევა დარგვიდან მე-2-3 წელს, საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში 20 – 25 ტონა/ჰა-ზე შეადგენს, ნექტარინების მოსავლიანობა, ჩვეულებრივ, 15-20 %-ით ნაკლებია ატამთან შედარებით.

ატმის ხეები არ გამოირჩევიან ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით (15 – 20 წელიწადი), თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ამ კულტურის მსხმოიარობის ადრეული დაწყების უნარს, ეს უარყოფითი თვისება სამეურნეო თვალსაზრისით ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევა.

ატმის წარმოება, ჯიშების შესაბამისად, წარმატებით შესაძლებელია, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში, თუმცა, სამრეწველო მოსავლის მისაღებად, საუკეთესო რეგიონებად კახეთი და შიდა ქართლია მიჩნეული. ატამი ადრეული ყვავილობით ხასიათდება,
ამიტომ მისი გაშენება ისეთ ზონებში, სადაც გაზაფხულის წაყინვები ხშირია, ნაკლებად მიზანშეწონილია. გვალვიან მშრალ რეგიონებში უპირატესობას ანიჭებენ ნუშის საძირეზე გამოყვანილ ატმის ნერგებს, ხოლო ჭარბტენიან პირობებში – ტყემლის საძირეზე დამყნილ ჯიშებს. წყლით უზრუნველყოფილ ნაყოფიერ ნიადაგებზე ატმის საუკეთესო საძირეს ატმის ნათესარი წარმოადგენს.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი