მთავარი » სოფლის მეურნეობა

ატმის ბაღის გაშენება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.12.2021 | 657 ნახვა

ბაღში მცენარეთა განლაგების სწორი სისტემის შერჩევა საშუალებას იძლევა ფართობის ერთეულზე განლაგდეს მცენარეთა ოპტიმალური რაოდენობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მცენარეთა მიერ კვების არის მაქსიმალური ათვისება, სინათლის ეფექტური გამოყენება, ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაცია, გაიზარდოს შრომის ნაყოფიერება.

ამჟამად ფართოდ გამოიყენება მცენარეთა სწორკუთხოვანი განლაგება. ატმის გაშენების გავრცელებული სქემებია 5 X 5, 5 X 4, 5 X 3 და 5 X 2 მეტრზე. ატმის დარგვა შესაძლებელია როგორც შემოდგომით, ასევე ადრეულ გაზაფხულზე.

ატმის ბაღის დარგვის დროს სასურველია ორმო ამოღებული იყოს რამდენიმე დღით ადრე ბაღის გაშენებამდე, ორმოს დიამეტრი უნდა შეადგენდეს 50-60 სმ-ს, ხოლო სიღრმე – 30-40 სმ.

დარგვის წინ ნერგები მიაქვთ დარგვის ადგილზე, ათავსებენ მზისგან დაცულ ადგილზე და ფესვების გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, აფარებენ სველ ტილოს.

დარგვის წინ ნერგი უნდა შემოწმდეს და დაზიანებული ფესვის ბოლოები ზომიერად წაეკვეცოს. ფესვებს ორმოში კარგად შლიან. ფესვებს შორის სიცარიელე რომ შეივსოს, საჭიროა მიეყაროს ფხვიერი მიწა და ფეხით მიეტკეპნოს. მიწის მიყრისას ნერგი აწევ-დაწევით, ფრთხილად უნდა შეირხეს. ნამყენი ადგილი თავსდება ნიადაგის ზედაპირიდან 3-5 სმ-ს სიმაღლეზე. დარგვის შემდეგ უმჯობესია სარის შედგმა და დარგული ნერგის გარშემო ჯამის გაკეთება.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი