ათი მცნება
უფალმა ყოველი დროის ადამიანებს მარადიული მცნებები მისცა,
იგი კაცობრიობას მოსე წინასწარმეტყველის მეშვეობით მიეცა, მას კი უშუალოდ ღვთისგან გადაეცა. ათივე მცნება მარადიული მცნებაა, რომლებიც მარადიულად არის შესასრულებელი და ყოველმა ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიცვას. ბუნებრივია, თითოეულმა ქრისტიანმა კარგად უნდა იცოდეს ყოველი მცნების აზრი და არსი.
1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.
2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა; არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი. ექვს დღე იქმოდე და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვე ქვეყანასა ზედა.
6. არა კაც-ჰკლა.
7. არა იმრუშო.
8. არა იპარო.
9. არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
UPALO SCHEN TU GINDA,SCHEGIDSLIA, SAKARTWLOSCHI MCCHOWREBI KOWELI CEWRI,AKURTCHE,GACMINDE SCHENI SAMSCHWERPLOS NAKWERTSCHCHALIT DA ATSCHUKE GANACHLEBA, MARTE MATI GONEBA CHSNACHI,DAAMARCCHE BOROTI MRISCHANEBA DA DAIPARE ACMKOSCHI SULI CMINDAS ARSEBOBA MATSCHI, DACERE SCHENI TITIT MICASE DACASCHALE MATI KOWELI CODWA,KOWELI BOROTI SITKWA DASAKME , TSCHASACHWIDAN DGEMDE,GACMINDE MATI SALAPARAKO ENA ,GULI DA SURGI-CHERCHEMALI,MONATLE MAMIT,DSIT DA SULI CMINDIT,TSCHACERE MATI SACHELI SICOCCHLIS CIGNSCHI. AMIN. SCHESCIRET JESO KRISTES MTREDEBI,TKWENI CODWEBIS MOSANANIEBLAD