მთავარი » ქრისტიანობა

ასწავლეთ ბავშვებს შეიყვარონ სიმართლე რელიგიური მოსაზრებით, ღმერთის სიყვარულით და მორჩილებით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.05.2020 | 603 ნახვა

ასწავლეთ ბავშვებს შეიყვარონ სიმართლე რელიგიური მოსაზრებით, ღმერთის სიყვარულით და მორჩილებით. ბავშვმა უნდა შეიყვაროს სიმართლე, რადგან თვით ღმერთს, რომელიც არის მარადიული და შეუცვლელი სიმართლე, უნდა რომ ჩვენც ვამბობდეთ სიმართლეს, მხოლოდ ღმერთის რწმენაზე დაფუძნებული სიმართლის სიყვარული გაუძლებს ყოველგვარ გამოცდას.

მოექეცით თქვენს ბავშვებს გულწრფელად და გულახდილად, აჩვენეთ რომ თქვენ მთლიანად ენდობით მათ. დაუჯერეთ ბავშვის სიტყვებს მანამდე, სანამ არ შეამჩნევთ სიცრუეს. არ მოთხოვოთ მათ ყოველი ნათქვამი სიტყვის დასამტკიცებლად ფიცი.

თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვი ცრუობს, თავიდანვე არ შეიმჩნიოთ რომ მიუხვდით ტყუილს, ეცადეთ დააზუსტოთ მართლა მოგატყუეს თუ არა. თუ დარწმუნდები, რომ ბავშვმა იცრუა, დაუძახე მას, ჩახედე თვალებში მკაცრად, მაგრამ ამავე დროს სიყვარულით და უთხარი: ღმერთმა აკრძალა სიცრუე, იგი ყველაფერს ხედავს და იცის არა მარტო ხილული, არამედ უხილავი ჩვენი ფიქრებიც კი. მატყუარა – ღმერთის წინაშე საძაგერლია“ და სიწითლე, რომელიც გამოეხატება ბავშვს სახეზე, აიძულებს მას გამოგიტყდეთ ტყუილში და ეს მისთვის კარგი გაკვეთილი იქნება. აჩვენეთ ბავშვს, რომ თქვენ თავად გიყვართ სიმართლე, იყოს თქვენი ყველა სიტყვა და საქმე მართალი და არ იპირფეროთ. იყავით მართლმადიდებლურ რწმენაში მტკიცე, თუ ბავშვი შეამჩნევს, რომ თქვენ გულგრილად უყურებთ რელიგიას, არ გჯერათ ღმერთის სიტყვის, თქვენ შვილებსაც იგივე დამოკიდებულება ექნებათ სიმართლის მიმართ. „ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე, ჭეშმარიტების მოქმედნი კი სათნონი არიან მისთვის“ (იგავ. 12.22).

წმ. დიდმოწამე ვლადიმერი (ბოგოიავლინსკი)




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი