მთავარი » საზოგადოება

ასტროლოგია და სარწმუნოება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.11.2009 16 კომენტარი | 14,635 ნახვა

რატომ ემთხვევა ასტროლოგიური “წინასწარმეტყველებები” რეალობას?

ასტროლოგიაზოდიაქო ბერძნულად “მხეცის წრეს” ნიშნავს. როცა ადამიანი საკუთარ თავს თევზს, კიბორჩხალას, ღრიანკალს უწოდებს, ამით ის ღვთაებრივი ქმნილების გვირგვინს უარყოფს. ჰოროსკოპთან კავშირით, დამოკიდებულებით ადამიანი ნებაყოფლობით უკავშირდება ბოროტისეულ სულისდამღუპველ ძალებს და ჩადის საშინელ ცოდვას. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთისგან განდგომილება. თუ ადამიანი იწამებს, რომ ვარსკვლავები და პლანეტები ადამიანთა სვე-ბედს მართავენ, ამით უარყოფს ღვთაებრივ შემოქმედებას, თვით იესო ქრისტეს.

“ამბიონი” სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზს, მამა გიორგი სანამაშვილს ესაუბრა:

– ცნობს თუ არა ეკლესია ასტროლოგიას?

– ბიბლია წმინდა წიგნების კრებულს ნიშნავს, რომელიც ღვთის რჩეულ პირთა მეშვეობით არის დაწერილი. ასეთი გახლდათ მოსე, რომელსაც ბიბლიის ხუთი წიგნი ეკუთვნის: დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე რჯულისა. სწორედ მოსეს მისცა ღმერთმა ქვის ორი ფიქალი სადაც ათი მცნება იყო ამოტვიფრული. მეორე მცნებაში ვკითხულობთ: არა ქმნა თავისა შენისა კერპი, არცა ყოველივე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა, არა თაყვანი სცე მათ, არცა მსახურებდე მათ. ამრიგად, რაც ღვთის ქმნილებაა, იმის გაღმერთება დაუშვებელია.

– შესაძლებელია თუ არა ასტროლოგიით მომავლის გამოცნობა?

– საუკუნეთა განმავლობაში მომავლის გამოცნობა, ისევე როგორც დანარჩენი წინასწარმეტყველება, ღვთის რჩეულ პირთა მეშვეობით ხდებოდა. მაგალითად, ესაია წინასწარმეტყველი მაცხოვრის შობამდე დაახლოებით 500 წლით ადრე ცხოვრობდა და მაცხოვრის ჯვარცმა ისე იწინასწარმეტყველა და დეტალურად აღწერა, თითქოს იქ მდგარიყო და შესწრებოდა ამ ამბავს. აგრეთვე დავით მეფე-მეფსალმუნეც დაახლოებით 450 წლით ადრე ცხოვრობდა მაცხოვრის განკაცებამდე და მანაც სიზუსტით გადმოსცა მრავალი წინასწარმეტყველება მაცხოვარზე. ერთ-ერთს გავიხსენებ. ფსალმუნში ამბობს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. მაგრამ არსებობს ცრუ წინასწარმეტყველება, რომელიც ეშმაკისგანაა და არავითარი კავშირი ღმერთთან არ აქვს. ვიცით, რომ ეშმაკი მრავალხელოვანია და ცდილობს ადამიანი ღვთის მადლს მოაშოროს და გონება გაუმიწიეროს, ამიტომ ღვთის ქმნილებებს ისე წარმოაჩენს, თითქოს მომავლის გამოცნობა შეუძლიათ. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ და გვქონდეს ეკლესიური აზროვნება, რომ ეშმაკის საცდური ადვილად დავძლიოთ. ადამიანისთვის კარგი რომ იყოს მომავლის გამოცნობა ღმერთი უთუოდ მისცემდა ამის ნიჭს, მაგრამ უფალს ეს არ ესათნოება.

– არსებობს თუ არა ბედისწერა?

– ადამიანი საკუთარ ბედისწერას თავად განაგებს. მას ღვთისგან არჩევანის უფლება მიეცა, რითაც ის თვით უფლებრივია. ამიტომ შეიძლება მან ესა თუ ის მოსალოდნელი განსაცდელი თავიდან აირიდოს ან დაუქვემდებაროს საკუთარი თავი განსაცდელს.

– ხშირად ასტროლოგიურ წინასწარმეტყველება რეალობას ემთხვევა, რატომ?

– არსებობს წინასწარმეტყველება ღვთის მიერ მიცემული ადამიანზე და არსებობს ცრუწინასწარმეტყველება ეშმაკის მიერ შეთხზული.

ვიცით, რომ ეშმაკსაც შესწევს უნარი სწორად გამოიცნოს ადამიანის ხვალინდელი დღე. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის, თავის დროზე, სინათლის ანგელოზი გახლდათ და შემდგომ ცოდვით დაეცა, დაკარგა სინანულის მადლი და ეშმაკად, კაცთა მოდგმის დაუძინებელ მტრად იქცა. ის ცდილობს, ადამიანის გონებაზე გავლენა მოახდინოს და სხვადასხვა საგნების მეშვეობით მკითხაობის, მომავლის გაგების არასწორ და ცრუ გზას დაუქვემდებაროს. ამიტომ ის ადამიანს ისეთ ცრუწინასწარმეტყველების პროდუქტს აწვდის კიდეც, რაც ასრულდება, რათა ამით გავლენა იქონიოს.

ასე მოხდა სამოთხეშიც, როცა ადამ და ევას ეშმაკი გველში შესული ესაუბრა და აკრძალული ნაყოფი შესთავაზა, რომ ისინი კი არ მოკვდებოდნენ, არამედ თვალი აეხილებოდათ და შეიცნობდნენ აქამდე შეუცნობელ ცხოვრების წესს. რა თქმა უნდა, ეს ასეც მოხდა, მაგრამ უკეთურმა ეშმაკმა მათ ეს ნაყოფი დროზე ადრე მისცა, რითაც ადამიანში ცოდვით დაცემა გამოიწვია და ღვთის მადლს დააშორა. ეკლესიის მამები ამბობენ, როგორც ჩვილ ბავშვს სჭირდება განსაკუთრებული საკვები რომ გაიზარდოს და მოზრდილი ადამიანის საკვებს ვერ მიიღებს, ასევე ადამ და ევასთვისაც ნაადრევი იყო იმ ნაყოფის მიღება. ისინი სწორედ ჩვილ ბავშვთა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ეშმაკმა ვითომ “სიმართლის” თქმით დაღუპა მთელი კაცობრიობა, მოაკლო რა ისინი ღვთის მადლს.

– აქვს თუ არა კავშირი ასტროლოგიას ადამიანის ბედთან?

– ამ კითხვაზე მოვუსმინოთ შუა საუკუნეების მამას, წმინდა იოანე დამასკელს: “ამბობენ, რომ ვარსკვლავებისა და აგრეთვე, მზის და მთვარის ამოსვლის, ჩასვლისა და მათი თანაშეყრის შედეგად განეგება ყოველივე ჩვენეული. ამის შესახებ არსებობს ასტროლოგია. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ის ნიშნები, რაც მათგან ხდება, ეხება წვიმასა თუ უწვიმობას, სიგრილესა თუ სითბოს, სინოტივესა თუ სიმშრალეს, აგრეთვე, ქარსა და სხვა ამგვარს, მაგრამ არანაირად – ჩვენეულ საქმეებს. თვითუფლებრივნი დავიბადეთ ჩვენ შემოქმედისგან, რის გამოც, ჩვენეულ საქმეთა უფროსები ვართ. მართლაც, თუ ვარსკვლავების მსველობის მიხედვით ვაკეთებთ ყოველივეს, ესე იგი აუცილებლობის მიხედვით ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ, ის რაც აუცილებლობის მიხედვით კეთდება, არც სათნოებაა, არც ბოროტება. ამიტომ თუ არც სათნოებას ვფლობთ, არც ბოროტებას, აღარც ქებისა და სასჯელის ღირსნი ვყოფილვართ; ღმერთიც უსამართლო აღმოჩნდება მაშინ, რადგან ზოგისთვის სიკეთე უბოძებია, ზოგისთვის კი – გაჭირვება. ამრიგად, თუ აუცილებლობის მიხედვით წარემართება და მდინარებს ყოველივე, მაშინ ვეღარც ღმერთი ვერ აღასრულებს წარმმართველობასა და თავისი ქმნილებების წინაგანმგებლობას. მოაზროვნეობაც ზედმეტი იქნებოდა ჩვენთვის, რადგან თუ არანაირი საქმის უფროსები აღარ ვიქნებით, ზედმეტადღა განვიზრახავთ რასმე. მაგრამ მოაზროვნეობა უთუოდ იმიტომ მოგვეცა ჩვენ, რომ განვიზრახავდეთ კიდევაც. აქედან გამომდინარე ყოველი მოაზროვნე თვითუფლებრივიცაა”.

– ზოგიერთი ასტროლოგი სახარებისეულ შობის ვარსკვლავს ასტროლოგიის გამართლებად მიიჩნევს. რამდენად დაკავშირებულია ეს მეცნიერება მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან?

– რა თქმა უნდა, ეს აზრიც მცდარია. ასტროლოგია არაფერ შუაშია ბიბლიურ დავითის ვარსკვლავთან, რომელიც სპარსეთში მოგვებს გამოუჩნდათ და ბეთლემში ახალშობილ ყმასთან მიიყვანა. ვინაიდან ეს, სინამდვილეში, ანგელოზი იყო, რომელიც მიუთითებდა მათ შობის ადგილს. მოვუსმინოთ კვლავ წმინდა იოანე დამასკელს: “ის ვარსკვლავი, მოგვებს რომ გამოუჩნდა, უფალს კაცთმოყვარული და ჩვენთვის მაცხოვნებელი ხორციელი შობის ჟამს, არ ყოფილა დასაბამი შექმნილ ვარსკვლავთაგანი. ეს ცხადია იქიდან, რომ ზოგჯერ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ასრულებდა იგი სრბოლას, ზოგჯერ კი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ამასთან, ზოგჯერ იფარვოდა, ზოგჯერ კი ჩნდებოდა, რაც არ ეთვისებოდა ვარსკვლავთა წესსა და ბუნებას”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

16 კომენტარი »

  • ioseb says:

    martalia da mjera amis, arc visurveb rom astrologiis mixedvit carvmartot chveni yoveldgiuroba, da zodiakos nishnebze viyot damokidebuli. madloba am statiistvis.

    erti kitxva mekneboda, an txovna, tu shegizliat rom sveticxovlis tazris marjvena mxares freska aris zodiakos nishnebia gamosaxuli da amis shesaxeb rom gadmogvcet tu ras nishnavs da misi istoria, amis shesaxeb tu patara statia gamokveyndeba zalian sasargeblo ikneba da kidev ertxel didi madloba. gmertma shegicirot

  • ნათია says:

    მადლობთ ესეთი სტატიისთვის

  • რ.გ.დ. says:

    ვერაფერი გავიგე… ჩავთვალოთ რომ ბნელი ვარ, მაგრამ მაშინ იქნებ განმანათლოთ… მე არ ვიზიარებ ამ სტატიას, ვერ გავიგე რატომ არის ეშმაკთან ასოცირებული სამყაროში არსებული ბუნებრივი მოვლენები …მთვარეზე რომ რაღაც ხდება ეს ცვლილებები დედამიწაზეც აისახება, ეს მგონი ყველამ ვიცით, არამც თუ ადამიანზე… და რა არის იმაში დაუჯერებელი და ეშმაკთან გასაიგივებელი, რომ პლანეტებზე არსებული ცვლილებები ადამიანებზეც მოახდენს გავლენას. რა შუაშია აქ ეშმაკი? ან რა შUაშIა საერთოდ ბედისწერა? ან საერთოდ ვინ ამბობს რომ ასტროლოგია ბედისწერასთანაა კავშირში? ეს პლანეტებიც ღმერთის შექმნილია, ის ბიოველიც რომელსაც ადამიანი ატარებს და მთლიანი სამყარო უფლის შექმნილია ხო ?!. ვერ გავიგე, რა არის იმაში ცუდი თუ ადამიანს ეცოდინება თავისი ასტროლოგიის მიხედვით როგორი დღე ელის? რომელ პლანეტას რა გავლენა ექნება მის ენერგეტიკაზე და ა.შ. ეს ხომ მეცნიერება.. არაფერი მესმის.. გაოცებულ ივარ ასეთი შეფასებით…

    • სახელი says:

      რა ვერ გაიგე? გარკვევით წერია, რომ მზეს და მთვარეს გავლენა მხოლოდ ამინდზე შეუძლია და მიქცევა-მოქცევაზე, ხოლო მილიონობით პარსეკით მოშორებულ ვარსკვლავებს – არავითარი!

    • saxeli says:

      pirvel rigshi mogesalmebi megobaro. aq weria rom planetebs varskvlavebs da sxva ciur sxeulebs gavlena aqvs amindze… rac sheexeba imas tu ra dashavdeba tu adamians ecodineba winaswar misi dge rogori iqneba da ra gavlenas iqoniebs planeta tu sxva rame masze, adamianis mtavari mizani aris gmertis povna, gmerttan yopna, xoda roca adamiani sxva rameze ertveba, magalitad imaze rom man ukve icis ra moelis, da damokidebulia varskvlavebze gmerti sul aviwydeba. garda amisa adamiani garegnul cxovrebas echveva, varskvlavebi sulac rom arapers ashavebdes is adamians unergavs im piqrebs rom tavis shignit ki ar daiwyos dzieba sulierad rogor mdgomareobashia, aris tu ara gmerttan axlos? aramed is varskvlavebs aqcevs yuradgebas, igbliani dge eqneba tu ara, xo araperi mouva, xom janmrtelad iqneba da gmerti sul aviwydeba. gmerttan uertiertoba kide garegnuli ar aris, mas mxolod shignit sheidzleba daukavshirdes adamiani )))

  • ანა says:

    მეც მაინტერესებს სვეტიცხოვლის ტაზრის ფრესკაზე

    • სახელი says:

      “ზოდიაქოს” ნიშნებს მკითხაობის კი არა, კალენდრის ფუნქცია ეკისრა. როგორც ხატზე ან ეკლესიაზე მზის და მთვარის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ მზისთაყვანისმცემლები ან მაჰმადიანები უნდა გავხდეთ, ასევე არ ნიშნავს მაგ ნიშნების ეკლესიაზე არსებობა ჰოროსკოპის და მკითხაობის სიმართლეს. უბრალოდ ეგ თანავარსკვლავედები არსებობენ და მეტი არაფერი… აბა პატარა დათვის თანავარსკვლავედის მეშვეობით ჩრდილოეთის მიგნებაც სატანისტური კი არაა… :D

  • ხვიჩა says:

    რ.გ.დ. ჰოდა იკითხე და ადგინე ასტროლოგიური პროგნოზები, ვინ დაგიშალა?
    ღვთის რწმენა და ეკლესიური აზროვნება ნებაყოფილობითია, თუ არ გინდა არავინ არ გაძალებს. ვისაც უნდა, წაიკითხავს ამ სტატიას და მისთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებს.

  • მაკო says:

    როგოც ზემოთ აღნიშნეს ასტრონომია მეცნიერებაა და არაფერ შუაშია რელიგიასთან.ადამიანს ღმერთი გულით უნდა სწამდეს და ისე უნდა ეთაყვანებოდეს მას.რაც შეეხება ასტრონომიას ასტროლოგები გვეუბნებიან იმას რასაც იკვლევენ და დაკვირვების შედეგად ხედავენ ვისაც სურრს დაიჯერებს ვისაც არა არა , რა პრობლემა. ღმერთს თავისი ადგილი აქვს ადამიანის ცხოვრებაში და ყოველთვის ექნება, ციურ სხეულებს თავისი ერთმანეთთან არც კი ინდა შევადაროთ

  • ხვიჩა says:

    ლევან სულ ტყუილად აკაკუნე კლავიატურა.

  • გვანცა says:

    ანა სვეტიცხოვლის ფრესკაზე აქ შეგიძლია უფრო ვრცლად გაეცნო http://www.orthodoxy.ge/apologetika/zodiako_interviu.htm

  • ვეფხვი says:

    ხო რა… ამ ტენდენციურ და მონოპოლისტ მამაოებს რომ უსმინო მთლად ასცდება ჭეშმარიტებას კაცი… რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი მრევლი ეყოლებათ მით მეტი ფული შეუვათ და მით უკეთესი მათთვის, მაგათ ხომ მაგის გარდა სხვა შემოსავლის წყარო არც გააჩნიათ, ეს ხომ მაგათი პროფესიაა, ეგენიც ხომ ადამიანები არიან და ჭამა ხომ მაგათაც უნდათ!
    თურმე ღმერთმა მხოლოდ მე, მე მომაქციეთ ყურადღებაო… თქვენთვის ჩემს გარდა არაფერი აღარ უნდა არსებობდესო… დაბადებიდან მთელი ცხოვრება ჩემზე ლოცვასა და სულების გადარჩენაში უნდა გაატაროთო… იმისთვის მოგავლინეთ ამ ქვეყანაზე რომ მერე მთელი ცხოვრება მხოლოდ ჩემზე ილოცოთო და ცოტა ხანში ისევ უკან წაგართმევთ მაგ სიცოცხლესო… ასეა თურმე ეს!

    ეკლესიებმა ხალხის მორჩილებაზე მონოპოლია გამოაცხადეს რა…

    არა და სინამდვილეში რელიგია პირდაპირ არის დაკავშირებული ასტრონომია-ასტროლოგიასთან!!!

  • ლეონი says:

    ვეფხვია საცოდავი ხართ, ღმერთმა გაგინათოთ გონება.

  • აჰჰჰ, ვიცი ახლა წამოვა ტაბურეტკები მაგრამ უნდა ვთქვა. ვერც კი ხვდებით როგორ კარგავს მიმდევრებს რელიგია, რათქმაუნდა დაკარგავს აბა როდესაც მეცნიერება რელიგიას ყოველ ჯერზე ამარცხებს.ხო და კიდევ, დღეს რასაც რელიგია მაგიას ეძახის, და კრძალავს, ახლა ის პარამეცნიერების სახითაა ცნობილი და სიხარულით შევხვდები იმ დღეს როდესაც მეცნიერება და პარამეცნიერება გაერთიანდება, სწორედ მაშინ დადგება რელიგიების აღსასრული და აღარ ივლიან მამაოები რეპერებივით, მაგარი მანქანებით და სამი ტონა ძვირფასეულობით რადგან თურმე ღმერთი სამობით არის. მიდით ჩამქოლეთ, მაწამეთ, თქვენ ხომ ყველას ასე ექცევით ვინც რელიგიური შეხედულებების წინააღმდეგ მიდის, და ბოლოს როდესაც აღმოჩნდება რომ დედამიწა მრგვალია, ეს ამბავი უბრალოდ დაივიწყეთ და ცხოვრება განაგრძეთ “უმანკოდ” ვითომ არაფერი მომხდარა. ყოჩაღ, მიყვარხართ ყველანი, მაგრამ არა საუთარ თავზე მეტად, უიი ეტყობა ამპარტავანი ვარ, ეს ხომ ცოვაა .
    მინდა შეგახსენოთ რომ ქრისტიანობა რომიდან წამოვიდა, მათ კი ერთი ლეგენდა აქვთ, როდესაც ზევსმა პოსეიდონს უთხრა რომ ძლიერი წვიმები მოევლინა რათა კაცობრიობა გაენადგურებინა, პოსეიდონმა კი თავის შვილს უთხრა რომ კიდობანი აეშენებინა და სიცოცხლე გადაერჩინა რაც ასეც მოხდა. მინდა დავამატო რომ რომის მრავალღმერთიანობა უფრო ძველია ვიდრე ქრისტიანობა, ამიტომაც თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ ბევრი რამ მოპარულია. აუ ერთი აზრი მაქ… მოდი ყველა რელიგიურ წიგნს გავაერთიანებ და ახალ რელიგიას შევქმნი, რა ადვილია არა??? მიდით ეხლა ჩამქოლეთ და მესროლეთ ტაბურეტკები როგორც მამაოებს სჩვევიათ ხოლმე. ოოოო მე ხომ ის გავაკეთე რაც აკრძალულია, მე ქრისტიანობა გავაკრიტიკე თუმცა არც გამტყუნებთ, მე რომ რელიგია შემექმნა, მეც ავუკრძალავდი ხალხს რომ რამე ცუდი ეთქვათ რელიგიაზე. ეს ხომ რელიგიას ნგრევამდე მიიყვანდა.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.