მთავარი » ჯანმრთელობა

ასკილის სასარგებლო თვისებები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.04.2016 3 კომენტარი | 27,180 ნახვა

ასკილი, იგივე ველური ვარდი განეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. ასკილი პოლივიტამინური მცენარეა, განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით. გარდა C ვიტამინისა, ის შეიცავს B1, B2, P, K ვიტამინებს, მინერალებსა და კაროტინს. ასკილი ასკილს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს: სედატიური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის შემაჩერებელი, შარმდენი და კუჭ-ნაწლავის მოქმედების მარეგულირებელი თვისებები.

ასკილის ნაყოფი იმისათვის, რომ მასში შემავალმა ვიტამინებმა ბიოლოგიური აქტივობა შეინარჩუნოს, აუცილებელია დროულად შევაგროვოთ, სწორად გავამშრალოთ და სათანადო პირობებში შევინახოთ. ასკილის ნაყოფი შემოდგომით, დარბილებამდე უნდა დავკრიფოთ და არა მწვანე, რომელშიც ჯერ კიდევ არ არის დაგროვილი სასარგებლო ნივთიერებები. ასკილი ყინვამდე უნდა დაიკრიფოს, რათა ყინვადაკრულმა ნაყოფმა ვიტამინები არ დაკარგოს. ახალდაკრეფილი ასკილის ნაყოფი მზის სხივებს უნდა მოვარიდოთ და ჩრდილში გავაშროთ, მერე კი თავდახურულ ჭურჭელში შევინახოთ.

ასკილის ნაყენი და ნახარში ჰიპოვიტამინოზისა და ავიტამინოზის სამკურნალოდ გამოიყენება. ერთ ჭიქა ასკილის ნაყენს შეგვიძლია დავუმატოთ ერთი სადილის კოვზი თაფლი და 10-15 წვეთი ლიმონის წვენი. ეს წვენი სასარგებლოა გრიპის, გაციებისა და ქრონიკული ბრონქიტის დროს. ეფექტურია ფილტვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის, ნერვული დაავადებების სამკურნალოდ.

ასკილის ნახარში ეფექტურია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, რადგან ის ამაღლებს ორგანიზმის მედეგობას გაციების დროს. ნაყენი შემდეგნაირად უნდა მომზადდეს: ერთი სადილის კოვზი გამომშრალი ნაყოფი დავფქვათ და 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი დავასხათ, 5-10 წუთი ავადუღოთ. 2-3 საათი გავჩეროთ და გადავწუროთ. ეს ნახარში შეგვიძლია მივიღოთ დღეში 3-4 ჯერ, 1/4-1/2 ჭიქა.

ასკილის ნაყენი გამოიყენება თირკმლებში მიმდინარე ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ. ამისათვის, 20 გრამ დანაყილ ნედლეულს დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 12 საათი გავაჩეროთ თერმოსში, შემდეგ გადავწუროთ. ეს ნაყენი შეგვიძლია დღეში სამჯერ, ნახევარი ჭიქა მივიღოთ.
ჯანმრთელობას გისურვებთ!

მოამზადა ანა ტყებუჩავამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი