ასია ბიბის მხარდასაჭერად მსოფლიო საზოგადოება ერთიანდება
2009 წლის 19 ივნისს პაკისტანელი ქალბატონი ასია ბიბი ღვთისგმობის საფუძველზე ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა, სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
ასია ბიბის მხარდასაჭარად მთელი მსოფლიოს საზოგადოების დიდი ნაწილი გაერთიანდა. პეტიციას, რომელიც ელექტრონული საშუალებით გროვდება 440 402 ადამიანმა მოაწერა ხელი. სიკვდილმისჯილ ქალბატონს გადარჩენისათვის 1 მილიონი ხმა სჭირდება. საქართველოდან ხელმოწერას 4 516 ადამიანი შეურთდა. (www.callformercy.com) თითოეული ხელმომწერი იმედოვნებს, რომ მათი თანადგომა შეძლებს გავლენა იქონიოს პაკისტანის სასამართლოზე.
პაკისტანელი ადვოკატის განცხადებით, ასია ბიბის საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცევა მისმა ტკივილმა განაპირობა. წამყვანმა სახალხო ადვოკატმა, რომელიც გახლავთ ქრისტიანების დამცველი პაკისტანში, მოითხოვა, რომ არ გავრცელდეს ამ საქმესთან დაკავშირებული ცილისმწამებლური ინფორმაციები, რადგან ის სინამდვილეში რეალობას ნაკლებად შეესაბამება.
პოლ ბჰატი, მთავრობის სპეციალური მრჩეველი რელიგიური უმცირესობების საკითხში მომხრეა, რომ ასია ბიბის სიცოცხლე შეუნარჩუნონ. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის პრესის ყურადღების ცენტრში მოქცევა, განაპირობებს ისლამისტ-ექსტრემისტ დაჯგუფებათა გააქტიურებასაც, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ასიას შეწყალებას. შესაბამისად, გაუხმაურებული მოლაპარაკებები გაცილებით ეფექტური იქნება, ვიდრე მისი მხარდაჭერის საჯაროდ განცხადება. პოლ ბჰატი ამასთანავე არის შაბჰაზ ბჰატის ძმა, მთავრობის მინისტრი, რომელიც პოლიტიკური მიზნით იქნა მოკლული ქრისტიანთა დაცვის გამო.
aolnews.com-ის ინფორმაციით ახალი პეტიცია გადაეცემა პაკისტანის საელჩოს კოლუმბიის ფედერალურ ოლქში ასია ბიბის გათავისუფლების მოთხოვნით. პაკისტანელი ქალბატონის თქმით, მისი განცხადებისთვის მოსამართლეს ან ადვოკატს ყურადღება არასდროს მიუქცევია. მას არ ჰყავს ადვოკავი, დაშინებულია და სასამართლოს მძიმე გავლენის ქვეშაა მოქცეული.
ეს პეტიცია ჯფუფიდან, “მარტვილთა ხმა”, გახლავთ ერთადერთი გზა, რომელიც საშულებას აძლევს პაკისტანს და მის ხელმძღვანელებს, ასია ბიბი და მისი უსამართლო პატიმრობა არ იქნას დავიწყებული. პაკისტანი ცდილობს დროის გაყვანას, ამასობაში კი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ნახევრდება.
ამ დროისათვის, ასია ბიბი ისევ ციხეში რჩება. მისი მეუღლის განცხადებით, რომელმაც პატიმარი ციხეში მოინახულა, ასია დასუსტებულია, მაგრამ რწმენაში გაძლიერებულია. ოჯახი ლოცულობს მისი გათავისუფლებისათვის. მართლაც, პაკისტანელი ქალბატონი რწმენაში განმტკიცების სანიმუშო მაგალითია. შესაძლოა მოკლან ადამიანის სხეული, სულის წინაშე კი ყველა უძლურია.
პეტიციაზე ხელის მოწერით, თქვენ შესაძლოა დაეხმაროთ ორი შვილის დედას და იხსნათ სასიკვდილო განაჩენისგან.(www.callformercy.com)
www.aolnews.com
www.persecution.org
თეონა ნოზაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
gmertma ushvelos, mixaria musulmanur kvekanashi kristianebi rom arian magram martmadidebelia tu katoliki?
მარინა ჩემო დაო გაიხარე და ერთს გეტყვი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად არ მგონია კარგი იყოს მისი კონფესიური კუთვნილების გარკვევა. ყველა მართლმადიდებელი ხომ ვლოცულობთ არა მარტო ჩვენთვის, არამედ ყველა ღვთისშვილისათვის. დილის ლოცვაში ხომ გვიწერია ასეთი მუხლები:
,,აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მოხუცებულნი და ყრმანი, ობოლნი და ქვრივნი და მდებარენი უძლურებასა და დახსნილობასა შინა, მწუხარენი, განსაცდელსა შინა მყოფნი, ტყვეობასა და საპყრობილესა შინა მყოფნი, დევნულნი სიმართლისათვის მართლმადიდებლობასა შინა, უღმრთოთა და წარმართთაგან, მწვალებელთა და უარისმყოფელთაგან, მონანი შენნი მოიხსენენ, განანათლენ, აღადგინენ, განათავისუფლენ, განამტკიცენ ძალითა შენითა შენდობა და ხსნა მოანიჭე მათ.
უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ.”
ამიტომ რაც შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანს სიცოცხლის გადარჩენაში და მერე ერთად ვილოცოთ მისი სულიერი მოქცევისათვის.
შენდობას ვითხოვ დარიგებისთვის.
მინდია გეთანხმბით აბსოლიტურად..რა მნიშველობა აქვს ადამიანს რის გამო უსჯიან სიკვდილს..ჩვენი ვალია ეს არ დავუშვათ!!!!და რაც სეგვზლია ყველაერი გავაკეთოთ ამისათვის.
ჩვენ როგორ უნდა შევუერთდეთ ამ ხელმოწერებს დაწერეთ რა ვინმემ თუ იცით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
http://www.callformercy.com/ აი ამ ბმულზე შედი, იქ შეავსე შენი მონაცემები და ქვევით წითელ ღილაკზე დააკლიკე. ხმა მიცემული იქნება.
midia mase gavakete, magram ok rom vaklikeb dzaxilis nishans miwers, iqneb damexmarot?
mindia , bodishi saxeli shecdomit davwere.