მთავარი » ქრისტიანობა

ასი ათასი მოწამის პირველი ხატის დამწერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.11.2014 4 კომენტარი | 6,358 ნახვა

მადონა ლანჩავაასი ათასი მოწამის ხატი ახალი შექმნილია. მის დაწერას მადონა ლანჩავამ ორი თვე მოანდომა. ასი ათასი მოწამის ხატი დეკანოზ დავით (დათუაშვილის) ლოცვა-კურთხევით დაიწერა და გლდანის ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაშია დაბრძანებული.

“ამბიონს” ესაუბრა, ხატმწერი მადონა ლანჩავა.

– “14 წელიწადია, რაც ხატებს ვწერ. ხატწერის წინ სპეციალური ლოცვები იკითხება და მოძღვრის კურთხევა აუცილებელია. ადრე, ქუთაისის ხარების ტაძრის მრევლი ვიყავი. ჩემი მოძღვარი მამა ბესარიონ ხვისტანი იყო. მისი ლოცვა-კურთხევით ხატწერა დავიწყე. ისე კი ჩვეულებრივ ვხატავდი და ფერწერას ვსწავლობდი. ნელ-ნელა ხატწერაზე გადმოვერთე. ახლა ძირითადად ხატებზე ვმუშაობ.

– რომელი თქვენ მიერ დაწერილი პირველი ხატი და რა პერიოდი სჭირდება მის შექმნას?

– პირველი ხატი, რომელიც დავწერე, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი იყო. ძველი ტრადიციის მიხედვით, პირველი ხატი ხელთუქმნელი უნდა ყოფილიყო. თან სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს, რადგან მაცხოვრის ხელთუქმნელი პირველი ხატი იყო.

სხვადასხვა ადამიანი ხატის დაწერას სხვადასხვა დროს ანდომებს. ხატსაც გააჩნია, რთული კომპოზიციაა, თუ იოლი.

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი შედარებით მარტივი შესაქმნელია, რადგან მარტო სახეა. მთავარია, კონცენტრირება სახეზე გააკეთო, რომ კარგი გამომეტყველება ჰქონდეს.

ყველაზე რთული შესაქმნელია მრავალფიგურიანი კომპოზიცია, სადაც ბევრი რამეა გამოსახული – ადამიანის ფიგურები, პეიზაჟების ელემენტები და სხვ. ახალი წმინდანების ხატები რთული შესასრულებელია.

ილია ჭავჭავაძის ხატი ჩვენთვის ნაცნობია, მაგრამ მისი გამოსახვა რთულია. ხატის სახე უნდა მისცე და არა პორტრეტის. იშვიათად ნახავს ადამიანი თანამედროვე წმინდანის ხატს, რომელიც ბოლომდე ხატის შთაბეჭდილებას ტოვებდეს. ილია ჭავჭავაძის ხატი მეც დამიწერია.

ასი ათასი მოწამის ხატი

– ბოლოს რომელი ხატი დაწერეთ, რომელიც აქამდე არ იყო?

– გლდანის წმინდა გიორგის ეკლესიაში არის დაბრძანებული ჩემ მიერ დაწერილი პირველი ასი ათასი მოწამის ხატი, რომელიც მამა დავითის ლოცვა-კურთხევით დავწერე. წმინდა ივლიტას და კვირიკეს ტაძარშიც იყო ჩემს მიერ დაწერი ხატი ასი ათასი მოწამისას, რომელიც პატრიარქის კურთხევით, მეტეხშია ახლა დაბრძანებული. მეტეხში ასი ათასი მოწამის კიდევ ერთი ხატი არის, თუმცა ვისი შექმნილია, არ ვიცი.

– რას ნიშნავს თქვენთვის ხატმწერობა?

– ეს არის ის, რაზეც ვოცნებობდი. თავიდან ეს არ იყო მარტივი საქმე. ახლაც არ არის იოლი. ამ საქმის დასაწყებად არც თუ ისე ბევრი სკოლაა. სულ რამდენიმე წერტილია. სასულიერო აკადემიაში დავდიოდი სიდონია გაჩეჩილაძესთან, ეს იყო ჩემი პირველი კერა. იმ პერიოდისთვის ბევრი მსურველი იყო, მაგრამ ადგილი ნაკლები. მას მერე წლები გავიდა და ამ საქმის შესწავლა მაინც ძალიან ძნელია. ხელმისაწვდომი არ არის, იოლად ვერ მიხვალ და ვერ ისწავლი.

ამ საქმეში ძალიან ბევრი ადამიანი დამეხმარა. ყველამ თავისი წვლილი შეიტანა. უნდა შეგხვდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც არ დაენანება დრო და გასწავლის”.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • მარიამი says:

    არაჩვეულებრივი ხატია. საერთოდ ძალიან მომწონს ქ-ნ მადონას ხატები. გააძლიეროს უფალმა.

  • გელათგრაალი says:

    ასი ათასმს ქრისტეს კვართი იმოსა
    სრულად
    ასი ათასმს დედის მადლი მოისხა
    სრულად
    ასი ათასმა ივერთ ზეცას გვირგვინი
    მოსა
    ასი ათასმა წმინდა სისხლით მტკუარი
    აკურთხა
    ასი ათასმა სული წმინდა იმოსა
    სრულად
    ასი ათასი ქრისტე იშვა ივერთ
    გულებში
    ასი ათასი ერთგულ იქმნა უფალ
    ქრისტეში
    ასი ათასმა წმინდა სისხლმა ეამბორა
    ღვთისმშობლის კალთას
    ასი ათასმა წმინდა სისხლმა მიწა
    განბანა – განასპეტაკა
    ასი ათასმა წმინდა სულმა სიცოცხლე
    მოგვცა
    ასი ათასი წმინდა სული ილოცვის
    ჩვენთვის
    ასი ათასი წმინდა სული ფარად დგას
    მარად
    ასი ათასი ანგელოზი გვმფარველობს
    მარად
    და რით ვიწონოთ თავი ჩვენი
    ასი ათასთან
    ასი ათასჯერ ასი ათასი ლოცვა წარვთქვათ
    უფლის წინაშე
    ასი ათასჯერ ასი ათასი შენდობა ვსთხოვოთ
    უფალს ქრისტესა
    ასი ათასჯერ ასი ათასი ქედი ვუხაროთ
    ასი ათასსა
    ასი ათასჯერ ასი ათასი სანთელი
    ავაგიზგიზოთ სადიდებელად
    უფლისა
    ასი ათასო წმინდაო სულო
    ასი ათასო წმინდაო სისხლო
    ასი ათასო ანგელოზნო უფლისა
    ასი ათასჯერ ვიხრი ქედსა
    წინაშე თქვენსა
    და კურთხეულ არს მომავალი სახელითა
    უფლისათა ამინ !

  • gelatgraali says:

    ugalobot , 100 000 santeli avuntot da vilocot 100 000 wmindanis winashe

  • დარო says:

    რა არაჩვეულებრივი ხატია. საერთოდ ძალიან მომწონს ქ-ნ მადონას ხატები. გააძლიეროს უფალმა.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი